ხულო-გოდერძის გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა 8 საათით შეიზღუდება

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ახალციხისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთში, 19 ივნისის 23:00 საათიდან 20 ივნისის 07:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე [პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი] მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება.
ფინანსურ ბაზრებზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული რყევების გათვალისწინებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შევინარჩუნეთ – ნათია თურნავა

ბოლო პერიოდში ფინანსურ ბაზრებზე დაფიქსირებული რყევების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად – 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ფინანსურ ბაზრებზე რყევები მეტწილად ხელოვნური აჟიოტაჟით იყო განპირობებული, რამაც ინფლაციური მოლოდინების გარკვეული გაუარესება გამოიწვია. „აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი […]
საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში 45 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემებს 10,4%-ით აჭარბებს, მთელ ექსპორტში კი 2%-ს შეადგენს. შარშან, იგივე პერიოდში, სამკურნალო საშუალებების ექსპორტი მთელი ექსპორტის 1,7%-ს შეადგენდა, ფულად გამოხატულებაში კი 41 481 000 დოლარი […]
თუ საქართველოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ცრუპენტელობაში ჩემპიონის თასი ეკუთვნის ვინმეს, ეს უდავოდ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძეა
თუ საქართველოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ცრუპენტელობაში ჩემპიონის თასი ეკუთვნის ვინმეს, ეს უდავოდ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძეა საინტერესოა, მაინც რამდენჯერ უნდა მოიტყუოს თანაც საჯაროდ? მე მგონი მისთვის ამას მნიშვნელობაც აღარ აქვს უკვე, იმდენად ცხოვრების წესად გადაიქცა მისთვის ტყუილი. ხალხს ალბათ სათვალავიც კი აერია მისი ტყუილების, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, […]
ანგლიკანური ეკლესია სულ უფრო ხშირად დაკავებულია „გენდერულად ნეიტრალური“ ლოცვების შემოღებით ან ერთსქესიანი წყვილების ამა თუ იმ ფორმით აღიარებით

ანგლიკანური ეკლესია სულ უფრო ხშირად დაკავებულია „გენდერულად ნეიტრალური“ ლოცვების შემოღებით ან ერთსქესიანი წყვილების ამა თუ იმ ფორმით აღიარებით „მზარდი ეთნოკულტურული დიასპორები, რომელთა რიგები ყოველწლიურად მილიონობით მიგრანტებით ივსება, განსაზღვრავს „დიადი ინგლისის მომავლის“ რელიგიურ ლანდშაფტს,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის “დექრისტიანიზაციის” პროცესის ანალიზს აკეთებს. როგორც ქართველიშვილი […]
„ჩინეთს გლობალურ არენაზე შეუცვლელ პარტნიორად განვიხილავთ“ – პაველ ჰერჩინსკი

ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, ამავდროულად, ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან. „კომენტარს არ გავაკეთებ ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებაზე. ევროკავშირს აქვს ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა ჩინეთთან. ეს ურთიერთობა ვრცელდება ვაჭრობიდან კლიმატურ […]
პოლიტიკური შულერი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილმა კობახიძე და ღარიბაშვილი დაიბარა და მაგრად უსაყვედურაო, მის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს
პოლიტიკური შულერი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილმა კობახიძე და ღარიბაშვილი დაიბარა და მაგრად უსაყვედურაო, მის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს მძიმე სურათი რომ არის ოპოზიციაში ეს გასაგებია, ვინ ვის შეუერთდეს და ვინ ვისთან შეუღლდეს, ამაზე ხომ უბრალოდ ერთ ბრძანებას ელოდებიან უცხოელი პატრონებისგან, მაგრამ ვაშაძის ფანტაზიას რომ საზღვრები არა აქვს, ესეც ხომ ფაქტია, […]
არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო პროექტი განახორციელა

მიმდინარე წლის 16 ივნისს, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ საამიროების წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მხარდაჭერითა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შუამდგომლობით, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულთან დაკავშირებით Eid Al-Adha 2024-ის საქველმოქმედო ღონისძიება გამართა. პროექტის ფარგლებში რამდენიმე მსხვილფეხა საქონელი დაიკლა, შეწირული ხორცი კი საქართველოს მუსლიმებით დასახლებულ სხვადასხვა რეგიონში მუსლიმი თემის საჭიროებების მქონე ოჯახებს შორის განაწილდა. ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება ქალაქ რუსთავის […]
“როგორც ქართველი ქართველებს გპასუხობთ, გულუბრყვილო ცხვრები ხართ! აშშ და ევროპა საზარბაზნე ხორცად გიყენებთ” – კანდელაკი თურქეთთან მატჩის მიმდინარეობისას ქართველი ფანების მიერ პუტინის შეურაცხყოფას ეხმაურება

“როგორც ქართველი ქართველებს გპასუხობთ, გულუბრყვილო ცხვრები ხართ! აშშ და ევროპა საზარბაზნე ხორცად გიყენებთ” – კანდელაკი თურქეთთან მატჩის მიმდინარეობისას ქართველი ფანების მიერ პუტინის შეურაცხყოფას ეხმაურება “გაზპრომ-მედიის” გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩის დროს ტრიბუნიდან ქართველი გულშემატკივრების შეძახილებს ეხმაურება, სადაც ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ. კანდელაკი აღნიშნულმა საქციელმა ძალიან აღაშფოთა და […]
ევროკავშირის ელჩი – საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მხარს დავუჭერთ, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს

ჩვენ, როგორც ევროკავშირი, საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მხარს დავუჭერთ, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა. „ჩვენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელსაც ევროკავშირი მხარს უჭერს, ძალიან საინტერესო შეხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა. საია ყველაზე დაუცველ ადამიანებს ეხმარება, განსაკუთრებით მათ, […]