კრემლის მუქარის მიუხედავად, ფინეთის საზღვართან რუსული სამხედრო ბაზები თითქმის ცარიელია – დაზვერვა

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფინეთის საზღვართან რუსული ბაზები თითქმის ცარიელია, რადგან რუსეთმა პერსონალი და აღჭურვილობა ფრონტის ხაზზე, უკრაინაში გადაისროლა. მაუწყებელი ინფორმაციას დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატო-ში გაწევრიანდა, კრემლი იმუქრებოდა, რომ საზღვართან სამხედროების რაოდენობას გაზრდიდა, მაგრამ “ახლა ბაზებში იმაზე ნაკლები სამხედროა, ვიდრე ერთი წლის წინ” – აცხადებს ფინური მედია. მათივე ცნობით, საშუალოდ, […]

წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ექვს დღეში აღდგება – GWP

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“(GWP) განცხადებით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელს ექვს დღეში აღდგება. ამავე ცნობით, მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა, ხოლო დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილს სპეციალური ტექნოლოგიებით ეძებენ. დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება. სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები […]

ჩადის რესპუბლიკაში იარაღის საწყობში გაჩენილ ხანძარს 9 ადამიანი ემსხვერპლა

ჩადის რესპუბლიკაში ჯარის საბრძოლო მასალების ერთ-ერთ საწყობში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს. უწყების ხელმძღვანელის თქმით, სავარაუდოა, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან დაშავებულთა დიდი ნაწილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ჩადის დედაქალაქ ნჯამენაში ხანძრის შედეგად აფეთქებები შუაღამით დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა. საწყობი, რომელშიც იარაღი ინახებოდა დედაქალაქის ჩრდილოეთ […]

ჯაფარიძე: გვჭირდება ბევრი ხმის დამატება, არის რესურსი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც

ჩემი აზრით, აქცენტი არის გასაკეთებელი იმ ხალხზე, რომლებიც მეტწილად არიან მიძინებული, ნაკლებად არიან პოლიტიზებული, ნაკლებად მონაწილეობენ საარჩევნო პროცესებში, ნაკლებად უყურებენ ტოკშოუებს, საერთოდ არ არიან პროცესებში ჩართული. მათი ნაწილის, ახალგაზრდა ნაწილის გააქტიურება მოხდა ახლა აქციების დროს, ისეთი ხალხი გამოვიდა გარეთ, რომელიც, მანამდე მაინცდამაინც დაინტერესებული არ იყო პოლიტიკით, მე რაც მგონია გასაკეთებელი, ტარგეტირება უნდა მოხდეს ახალგაზრდებზე, რადგან […]

ევროპული სასამართლო: „არასასურველი ორგანიზაციების შესახებ“ რუსეთის კანონი არღვევს უფლებათა კონვენციას

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 18 ივნისს ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, როდესაც მან რუსეთში მოქმედი რამდენიმე უცხოური ორგანიზაცია „არასასურველად“ დაასახელა და როდესაც რუსებს ამ ორგანიზაციებში ჩართულობისთვის ბრალს სდებდა. სასამართლოს 18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „არასასურველად“ ორგანიზაციების სტატუსის მინიჭება კონვენციის მუხლების დარღვევაა შეკრების თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ. საუბარია ოთხი განმცხადებელზე, […]

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერი უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებს

საფრანგეთის ულტრამემარჯვენეების ლიდერმა ჯორდან ბარდელამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას დაიცვას თავი რუსეთისგან, მაგრამ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში ის არ მისცემს კიევს იმ შორი რადიუსის რაკეტებს, რომლებიც მას რუსეთის ტერიტორიის დარტყმის საშუალებას მისცემს. მან ასევე თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას დაიცავს საფრანგეთის ვალდებულებებს ნატოს სამხედრო ალიანსის მიმართ. ბარდელას ეროვნული მოძრაობის (RN) პარტია გამოკითხვებში 30 […]

9 უძრავი ქონება და ხელფასი – რა არ ჩაწერა მაღალჩინოსანმა დეკლარაციაში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ რუსუდან ფაცაციამ 2024 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება, ხელფასი და შვილის უძრავი ქონება არ მიუთითა. დარღვევა I: რუსუდან ფაცაცია ფლობს ექვს უძრავ ქონებას, რომელთაგან არცერთი არ არის მითითებული დეკლარაციაში: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი – 5503 კვ.მ. ნაკვეთი და მასზე […]

“ბუდუ ზივზივაძის პოლიტიკური ნიშნით დაჩაგვრაზე საუბარი სისულელეა” – გოცირიძე

დეპუტატი, რომან გოცირიძე: თამაშზე არაფერს დავწერ. სულ მცირე, არ უნდა წაგვეგო. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გამართული პოლემიკის მთავარ თემებს: ბუდუ ზივზივაძე. უნდა გამოეყვანა თუ არა ადრე. ვის ნაცვლად? მიქაუტაძის შეცვლა ბოლო წამამდე დაუშვებელი იყო. კარგადაც თამაშობდა და როცა გოლის გატანაა საჭირო, ყველაზე მეტად მისგანაა ეს მოსალოდნელი. ზივზივაძის შემოყვანა მცველის ნაცვლად მაინც გამართლებული იყო, რადგან გუნდი […]

სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. შეგახსენებთ, სოფელ წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა, რის […]

ამერიკა “ჯუნთინის” დღესასწაულს წელს მესამედ აღნიშნავს

ამერიკა წელს მესამედ აღნიშნავს “ჯუნთინის” დღესასწაულს. დღე, როდესაც შეერთებული შტატების მოსახლეობა სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ შავკანიანი მოქალაქეების მონობის დასრულებისა და მათი ემანსიპაციის პროცესის დაწყებას აღნიშნავს. დღესასწაულის სახელწოდება მომდინარეობს 1865 წლის 19 ივნისიდან, როდესაც ამერიკის არმიის გენერალ-მაიორი გორდონ გრეინჯერი გალვესტონში, ტეხასის შტატში ჩავიდა და დაახლოებით 250 000 მონას აცნობა, რომ ისინი თავისუფალნი იყვნენ. ეს მას შემდეგ […]