გვარამია: სრულად შესაძლებელი გვგონია, რომ 100 000-ით მეტი ემიგრანტი მოვიყვანოთ არჩევნებზე

ჩვენ ვაპირებთ [ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობასთან] დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. არა მხოლოდ კამპანიური და საინფორმაციო, არამედ სუფთა ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას იმისთვის, რომ ამ ტიპის განაცხადები გაჩნდეს ბევრი და რეგისტრაციის ვალდებულება გაუჩნდეს სახელმწიფოს. სრულად შესაძლებელი გვგონია, ახლა რაც წარმოუდგენლად ჟღერს, რომ 100 000-ით მეტი ემიგრანტი მოვიყვანოთ არჩევნებზე.
გაერო: ისრაელის ჯარებმა შესაძლოა არაერთხელ დაარღვიეს ომის ფუნდამენტური პრინციპები

ისრაელის ჯარებმა შესაძლოა არაერთხელ დაარღვიეს ომის ფუნდამენტური პრინციპები და სამოქალაქო და სამხედრო პირებს არ არჩევდნენ ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო კამპანიის დროს, განაცხადა 19 ივნისს გაეროს ადამიანის უფლებების უწყებამ. მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში შეფასებულია ისრაელის ექვსი იერიში, რომლებსაც მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი რაოდენობით მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა მოჰყვა. ანგარიშში გაეროს ადამიანის უფლებების უწყებამ განაცხადა, რომ ისრაელის […]
ჭიაბერაშვილი ერთიან სიაზე: ბარიერს არ შევქმნით არცერთი ტაქტიკის მიმართულებით

ჩვენ მომხრეები ვართ ერთიანი სიის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ “ეს არის ერთადერთი გზა”. არსებობს რამდენიმე შემოთავაზება, აქაც გამოჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ბარიერს არ შევქმნით არცერთი ტაქტიკის მიმართულებით, ჩვენ უბრალოდ გვინდა, ამომრჩეველმა დაინახოს, რომ ოპოზიცია რაღაცა კონფიგურაციაზე შეთანხმდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ოპოზიციას მიღებული […]
ჩვენ გვჭირდება ბევრი ხმის დამატება და ამისთვის არის რესურსი – რომელია რესურსის ორი წყარო – ჯაფარიძე

ჩემი აზრით, აქცენტი არის გასაკეთებელი იმ ხალხზე, რომლებიც მეტწილად არიან მიძინებული, ნაკლებად არიან პოლიტიზებული, ნაკლებად მონაწილეობენ საარჩევნო პროცესებში, ნაკლებად უყურებენ ტოკშოუებს, საერთოდ არ არიან პროცესებში ჩართული. მათი ნაწილის, ახალგაზრდა ნაწილის გააქტიურება მოხდა ახლა აქციების დროს, ისეთი ხალხი გამოვიდა გარეთ, რომელიც, მანამდე მაინცდამაინც დაინტერესებული არ იყო პოლიტიკით, მე რაც მგონია გასაკეთებელი, ტარგეტირება უნდა მოხდეს ახალგაზრდებზე, რადგან […]
არჩევნების დაცვის ოთხი განზომილება – მეზვრიშვილი

საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა, ჯგუფ დაიტოვეს პროექტში – ისაუბრე, თქვა: პირველ რიგში ჩვენ თუ არ ვისაუბრებთ არჩევნების დაცვაზე, ყველაფერი დაგვრჩება გვერდით, დღევანდელი წინასაარჩევნო გარემო არ არის არც 2020-ის და არც 2021-ის მუნიციპალური არჩევნების წინასაარჩევნო გარემო. ინსტიტუტები, რომლებსაც უნარი აქვს, რომ დაიცვას არჩევნები, რუსული კანონით პირდაპირ ჰყავს მიზანში ამოღებული [ხელისუფლებას] სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედია. ძალიან […]
სალონიკში კატის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში, სალონიკში, კატის მკვლელობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საჩივარი გუშინ, 18 ივნისს, თვითმხილველმა ახალგაზრდამ შეიტანა. საჩივრის შემდეგ, ქართველი პოლიციის განყოფილებაში, სადაც პროკურორის ბრძანებით დააკავეს, ნებაყოფლობით მივიდა. 33 წლის კაცის წინააღმდეგ ცხოველებზე ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის გასასამართლებლად თესალონიკის ერთწევრიან სასჯელაღსრულების სასამართლოს გადაეცა.
წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. შეგახსენებთ, სოფელ წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა, რის […]
მოქალაქეებმა იპოდრომის ტყეში ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტეს

თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეებმა იპოდრომის ტყეში ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტეს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები, აქტივისტები. ისინი აპროტესტებდნენ 14 ივნისს საკრებულოს მიერ მრავალსარულიანი კომპლექსის მშენებლობისთვის გეგმარებითი დავალების პროექტს მხარდაჭერას. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერით: “იპოდრომის ტყეში მშენებლობა დანაშაულია”, “სიმწვანეს ვერ დააბეტონებთ”, “იპოდრომი არის უბეტონო მხარე”. “იპოდრომზე მშენებლობას, აი, ამ ინტენსიურად გამწვანებულ არეალში ვეწინააღმდეგები, იმიტომ, რომ ეს […]
წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

რადიო თავისუფლებას უწყებაში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. საქმეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. შსს-ში ამ ეტაპზე არ აზუსტებენ გამოიკითხა თუ არა ვინმე ამ საქმეზე. 16 ივნისს სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური […]
დარწმუნებული ვარ, განწყობები, რომლებიც არსებობს ქალბატონი ელჩის მიმართ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ არაობიექტური და უსამართლო შეფასებები აღარ იქნება დღის წესრიგში
დარწმუნებული ვარ, განწყობები, რომლებიც არსებობს ქალბატონი ელჩის მიმართ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ არაობიექტური და უსამართლო შეფასებები აღარ იქნება დღის წესრიგში დარწმუნებული ვარ, ის განწყობები, რომლებიც არსებობს ქალბატონი ელჩის მიმართ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ისეთი არაობიექტური და უსამართლო შეფასებები, რომლებიც გვქონდა აქამდე, აღარ იქნება დღის წესრიგში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის […]