მამუკა ხაზარაძე „ხალხის ძალაზე“- ეს არის რუსული ძალა, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება – ისე გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, როგორც შარშანდელი თოვლი

ეს არის რუსული ძალა, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება, – ასე შეაფასა პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ხალხის ძალის“ განცხადება. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“ ერთი ფრთაა და ისინი ისე გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, როგორც შარშანდელი თოვლი. „ეს არის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფრთა, რომელიც რეალურად, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ განზრახვებს ახმოვანებს, რომ […]
„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს კონტენტ მენეჯმენტის კურსი დაემატა

„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს კონტენტ მენეჯმენტის კურსი დაემატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კონტენტ მენეჯმენტის კურსი 6 ლექციისგან შედგება და ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნით სრულყოფილად წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი ან სერვისი სოციალურ მედიაში და სასურველ აუდიტორიას მისწვდნენ. „ფინანსური ინსტიტუტი ამ მიზნით ავითარებს უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ყველაზე საინტერესო […]
სამხრეთ კორეის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავენ

სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს, – ინფორაციას Reuters-ი სააგენტო Yonhap News-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სეულმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაგმო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერებმა, კიმ ჩენ ინმა და ვლადიერ პუტინმა გუშინ, ფხენიანში მოაწერეს ხელი. „მთავრობა მკაფიოდ ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ […]
„თეატრზე ვარ დაქორწინებული და კინო და ტელევიზია ჩემთვის არის გატაცება..” – მარინა კახიანი – Marao

მარინა კახიანი ყველასთვის საყვარელი მსახიობია. სამსახიობო კარიერის საწყისი ეტაპები 1974-76 წლებში მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიარა, 1980 წლიდან დღემდე კი იგი შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ ხნის მანძილზე მან კინოსა თუ თეატრში არაერთი წარმატებული როლი შეასრულა და ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. ამჯერად მარინა კახიანი და ნინო არსენიშვილი რუბრიკის “ვარსკვლავური დუეტის” სტუმრები არიან: მარინა […]
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – „ეროვნული გაერთიანების“ ხელისუფლებაში მოსვლა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს

„ეროვნული გაერთიანების“ ხელისუფლებაში მოსვლა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა. „ხელისუფლების სათავეში „ეროვნული გაერთიანების“ მოსვლა ევროკავშირის დაბლოკვას, „Frexit“-ის დასაწყისსა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს“, – განაცხადა გაბრიელ ატალმა. გუშინ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ […]
საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე მსაჯთა ბრიგადის ვინაობა ცნობილია

UEFA-მ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩზე, სადაც საქართველოს ნაკრები ჩეხეთს უნდა დაუპირისპირდეს, მსაჯები დანიშნა. მთავარი არბიტრი გერმანელი დანიელ ზიბერტი იქნება, რომელსაც ასევე გერმანელები იან სეიდალი და რაფაელ ფოლტინი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ბოსნიელი ირფან პელიტო გახლავთ, VAR-ზე კი გერმანელი მარკო ფრიცი იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირებას 22 ივნისს ჰამბურგი უმასპინძლებს და მატჩი […]
რისი შეცვლა შეუძლია და მოუწევს სანიოლს ჩეხეთისთვის? – მეტოქე “კვარას” საუკეთესო მატჩს უნდა უფრთხოდეს…

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი ცალსახად ღირსეული იყო. შეხვედრის შინაარსიდან გამომდინარე, როგორც ფეხბურთელები, ასევე გულშემატკივრები გულდაწყვეტილები ვართ, ერთგვარი შოკიდან გამოსასვლელად კი რამდენიმე დღე გვაქვს. რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ნაკრებში, რაც ჩეხებთან წარმატებას მოგვიტანს? – ახლა ყველას ამ კითხვაზე პასუხი გვაღელვებს. ვილი სანიოლი კარგად იგრძნობდა, რომ უპირატესობის დათმობა და კონტრშეტევების იმედად ყოფნა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არაა. […]
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი ვამხილეთ — საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი ამხილა, მათ შორის 2 მამაკაცი და 3 ქალი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ, პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე მხილებულია 30 წლის ქალი. გამოძიების თანახმად, 2022 წლის ნოემბრიდან ბრალდებული ქალი ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ბ-სთან, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან და ისინი […]
ჩინეთს აქვს ძალიან ცუდი ისტორია სტრატეგიული ობიექტების ფლობის და შემდეგ ქვეყნების შანტაჟის – გიორგი რუხაძე

ჩინეთს აქვს ძალიან ცუდი ისტორია სტრატეგიული ობიექტების ფლობის და შემდეგ ქვეყნების შანტაჟის. იმედს ვიტოვებ, საქართველო ჩინური სესხის ყულფის მსხვერპლი არ გახდება, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. ის იმედს გამოთქვამს, საქართველო ჩინური სესხის ყულფის მსხვერპლი არ გახდება. „აშშ-ის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე, როგორიც არის ანაკლიის პორტი, […]
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს. „ახლახან, ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, სანქციების ძლიერ და არსებით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. აღნიშნული პაკეტი მიზანმიმართულ ახალ ზომებს ითვალისწინებს და ხვრელების დახურვით არსებული სანქციების ზემოქმედებას მაქსიმალურად ზრდის“, – ნათქვამია განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების მე-14 […]