ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აქვს საზოგადოებისთვის სათქმელი. ისინი პირდაპირ გადადიან შეურაცხყოფაზე

განცხადება იყო როგორც შეურაცხმყოფელი, ასევე დისკრიმინაციული ხასიათის, – ასე შეაფასა გივი მიქანაძემ გიორგი ვაშაძის განცხადება ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს შეურაცხყოფის გარდა. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აქვს საზოგადოებისთვის სათქმელი. ისინი პირდაპირ გადადიან შეურაცხყოფაზე, გადადიან ჩვენი საზოგადოების ძალიან სენსიტიური სეგმენტის […]

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში კიმ ტონგ ოპს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი ურუშაძემ, კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, გურიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ყურადღება გაამახვილა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. Previous: ხელვაჩაურის ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე, ლედ ეკრანზე […]

საზოგადოება „ქართული“ რეგიონებში გასვლით შეხვედრებს მართავს

საზოგადოება ,,ქართული“, რომელიც 2024 წლის 14 აპრილს დაფუძნდა და მიზნად გლობალიზაციის გამოწვევების პირობებში ჩვენი ერის იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ხელშეწყობა დაისახა, რეგიონებში შეხვედრებს მართავს, – ამის შესახებ საუბარია სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში. „ქართულის“ თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებამ პრიორიტეტად დაისახა დღემდე საზოგადოებრივი პროცესებისგან გარკვეულად დისტანცირებული ერის ინტელექტუალური, განათლებული და კულტურული ნაწილის არენაზე დაბრუნებისა და საზოგადოებრივ […]

მსოფლიოში 120 მლნ ლტოლვილია – The UN Refugee Agency

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოში 120 მილიონი ლტოლვილია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მათგან 47 მილიონი ბავშვია, 2 მილიონი კი – ლტოლვილობაში დაბადებული. გაერო-ს ცნობით, 68 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია. 32 მილიონი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მანდატის დაცვის ქვეშ მყოფი პირია. 7 მილიონი – თავშესაფრის მაძიებელი, 6 მილიონი – საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირი, ხოლო […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყიბულში ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში კომპანიის „ტყიბულის მთის ჩაი“ ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანია წარმოებული პრემიუმ ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო […]

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-ის აქციების ღირებულება $24 მლრდ-ია – Fintech Leaders

მიხეილ ლომთაძის კომპანია Kaspi.kz-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომლის აქციების მთლიანი საბაზრო ღირებულება 24 მილიარდ დოლარს აჭარბებს და რომელიც Nasdaq-ზე და ყაზახეთის წამყვან ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ვაჭრობს. Kaspi.kz-ს 20 მილიონიან ქვეყანაში 15 მილიონი მომხმარებელი ჰყავს; მათი კლიენტების 2/3 მათ მომსახურებას ყოველდღიურად იყენებს; 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 4,2 მილიარდი აშშ დოლარი იყო, წმინდა მოგება მარჟით 45% და წელიწადში 50%-ით […]

მაისში საავტომობილო ზეთების იმპორტი შემცირდა, საავიაციო ნავთის – გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2024 წლის მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,94 ათასი ტონა, რაც 0,15 ათასი ტონით ანუ 7,2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,09 ათასი ტონა) შედარებით. „ამა წლის მაისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,44 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: გერმანია – […]

EU-ს ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს. „ევროკავშირის ელჩები ახლახან შეთანხმდნენ სანქციების ძლიერ და არსებით პაკეტზე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის საპასუხოდ. ეს პაკეტი ახალ მიზანმიმართულ ზომებს ითვალისწინებს და ხარვეზების აღმოფხვრის შედეგად, მაქსიმალურად ზრდის არსებული სანქციების ზემოქმედების ხარისხს“, — წერს სოციალურ ქსელ „X“-ზე ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობა. […]

ნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს – რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]

ნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს – რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO] იტალიური წამყვანი გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლის, ნიცა თავაძის გუშინდელ Instagram Story-ს სურათებს ეხმაურებიან. თავაძემ 5 ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ქმრის “ნაპოლიში” წარმატების მომენტებია აღბეჭდილი. ამ ფოტოებმა “პარტენოპეის” ფანებსა და ადგილობრივ […]

რატი იონათამიშვილი – ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, ოპოზიციას საკადრის პასუხს ის მცირერიცხოვანი მხარდამჭერი გასცემს, ვინც დარჩა

პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის ღალატს ნიშნავს, როდესაც ადამიანები არ გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას და პოზიციებს [ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საკითხზე] – ჩანს, რომ 17 მაისს ისინი მართლაც ჩირგვებში იყვნენ დამალულები და მათ სურთ, რომ ვირტუალური სამყარო შექმნან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც „ოჯახური […]