რეგიონში, სომხეთის შემდეგ, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი საქართველოშია – EOWORLD Magazine

რეგიონში, სომხეთის შემდეგ, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი საქართველოშია, – ამას CEOWORLD Magazine-ის 2024 წლის რეიტინგი მოწმობს, რომლის მიხედვითაც საქართველო საშუალო თვიური ხელფასის ოდენობით 196 ქვეყანას შორის 93-ე ადგილზეა. გამოცემის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური მთლიანი ხელფასი $534-ს შეადგენს და ამ მონაცემით სამხრეთ კავკასიაში მეორე ადგილზეა სომხეთის შემდეგ, რომელიც რეიტინგში 92-ეა და საშუალო თვიური მთლიანი ხელფასი […]
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ვიცეჩემპიონია

სალონიკში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U15) საქართველოს ნაკრებიდან 81 კგ. წონით კატეგორიაში ლადო ძიმცეიშვილმა იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 114 კგ. დაძლია და მე-4 ადგილი დაიკავა, რაც მხოლოდ 1 კილოგრამით ჩამორჩება საპრიზო ადგილის წონას. ძიმცეიშვილმა აკვრაში დაძლეული 135 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცეჩემპიონი გახდა. კიდევ ერთი ვერცხლის მედლით დაიმშვენა მკერდი ორჭიდში მოგროვილი 249 კილოგრამითაც.
GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, თბილისის ტექნოპარკში, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს GITA 2.0 – ის ახალი მიმართულებები და სამთავრობო პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი ერთობლივ სამუშაო […]
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს, კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს, კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა. კანდიდატებს: გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს კომიტეტზე დამსწრეებმა, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრებოდა, მხარი ერთხმად დაუჭირეს. ამასთან, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საკითხს, რომლის თანახმად, კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე ეყაროთ კენჭი. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, […]
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას, პირველი ივლისიდან დაიწყებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას, 1-ელი ივლისიდან დაიწყებს – სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს შეხვედრები იმ სტუდენტებთან, რომლებმაც საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის შესაბამისი მიმართულებების, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებით. სტუდენტებს აქვთ საშუალება, მათთვის სასურველი მიმართულება აირჩიონ და ამის შემდეგ უკვე […]
საქართველოში ტურისტები ყველაზე ხშირად თბილისს სტუმრობენ – ტოპ 10 ადგილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ყველაზე მონახულებადი ადგილი თბილისია. პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებიდან 54.4% სწორედ დედაქალაქზე მოდიოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოელი ტურისტების მიერ საანგარიშო პერიოდში ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილებს შორის მეორე ბათუმი, კვარიათი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვებია. მათი წილი მთლიან ვიზიტებში 32.3% იყო. ყველაზე მონახულებადი ადგილების ათეული და […]
ანტი-ლგბტ კანონს მხარი I მოსმენით იურიდიულმა კომიტეტმაც დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ” კანონპროექტი 1-ლი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. იქამდე, კანონპროექტს 1-ლი მოსმენით მხარი ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, დარგობრივი ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დაუჭირეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ” კანონის პაკეტი […]
უახლოეს საათებში თბილისში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 20 ივნისს, უახლოეს საათებში თბილისში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. – “უახლოეს საათებში თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია გარემოს სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტით, რუსულ გაზზე შეზღუდვები პირველად დაწესდება

დიპლომატების ცნობით, 20 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ, მათ შორის, სანქციები პირველად რუსულ გაზსაც შეეხება. “ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ სანქციების ძლიერ, მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. ეს პაკეტი ახალ, მიზანმიმართულ ზომებს უზრუნველყოფს და ხარვეზების აღმოფხვრით მაქსიმალურად ზრდის არსებული სანქციების ზემოქმედებას”. – წერს ევროკავშირის საბჭოს […]
„ნატო ძალიან კარგ ხელში იქნება“ — სტოლტენბერგი მარკ რუტეს შესახებ

„ნატო ძალიან კარგ ხელში იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მარკ რუტე ხდება შემდეგი გენერალური მდივანი“, — განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ძალიან ახლოსა არის მის შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილებასთან. „კანდიდატი არის მარკ რუტე. ის დიდებული ადამიანია, მრავალი წელია, პრემიერ-მინისტრია და მას მტკიცედ სჯერა ტრანსატლანტიკური კავშირის. ის ჩემი მეგობარი და კოლეგაა“, — განაცხადა სტოლტენბერგმა […]