მცხეთის მერიაში ერთი წლის წინაც იცოდნენ, რომ GWP-ს წყლის მილთან ნაგავი იყრებოდა

მცხეთის მერიაში, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმირებულები იყვნენ, რომ წიწამურის გადასახვევთან არაგვის ხეობაში GWP-ს მაგისტრალურ წყალსადენთან სამშენებლო ნარჩენს „ვინმე მესამე პირი“ უკანონოდ ყრიდა. ამას ცხადყოფს პასუხი, რომელიც რადიო თავისუფლებამ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიიღო. ირკვევა, რომ ამ ადგილზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ დაყრისთვის ჯარიმა ორჯერ გამოწერეს: · პირველად შარშან მცხეთის […]

NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება

NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება – ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას 32-ვე წევრის მხარდაჭერა აქვს. რუტე NATO-ს ლიდერის თანამდებობას შემოდგომიდან დაიკავებს, აშშ-ის დაგეგმილ არჩევებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე. ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ოქტომბერში ეწურება.

ევროკავშირმა და უკრაინამ ტვირთების ტრანსპორტირების ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება ერთი წლით გაახანგრძლივეს

ევროკომისიამ და უკრაინამ ტვირთების ტრანსპორტირების ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება, რომელიც უკრაინული ტვირთის ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად შესვლის საშუალებას იძლევა, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი იუწყება. „უკრაინამ და ევროკომისიამ ერთი წლით გაახანგრძლივეს შეთანხმება სატვირთო ტრანსპორტის ლიბერალიზაციის შესახებ, 2025 წლის ბოლომდე ავტომატური გახანგრძლივების შესაძლებლობით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირის ზონაში ინტეგრაციის, უკრაინის […]

იურიდიულმა კომიტეტმა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. იურიდიულ კომიტეტამდე, კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების და მეცნიერების, დარგობრივი ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის ერთობლივ სხდომაზე.

ათასწლეულის გამოწვევის კონკურსის ფინალისტები შვეიცარიიდან დაბრუნდნენ

ლიბერთის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ათასწლეულის გამოწვევის 2023 წლის კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი გუნდის წევრები, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრიდან (CERN) დაბრუნდნენ. შვეიცარიაში თბილისისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული გუნდის ,,Optical Visionaries” წევრები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.მათ მიერ შეიქმნა რობოტი ოფთალმოლოგი, რომელიც მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას და უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. “ლიბერთი ტრადიციულად ათასწლეულის […]

რა ქონებას ფლობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი

17 ივნისს ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტს პარტია „ქართული ოცნებიდან“ ახალი დეპუტატი ჰყავს. ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლე ლევან მაჭავარიანი პარლამენტის დეპუტატია 17 აპრილიდან. დღე, როცა ლევან მაჭავარიანმა სადეპუტატო მანდატი მიიღო, პარლამენტში დაძაბული იყო – ამ დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილებოდა „აგენტების კანონი“, რამაც ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა დედაქალაქის ქუჩებში. პირველი კანონპროექტი, რამაც […]

ათასწლეულის გამოწვევის კონკურსის ფინალისტები შვეიცარიიდან დაბრუნდნენ

ლიბერთის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ათასწლეულის გამოწვევის 2023 წლის კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი გუნდის წევრები, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრიდან (CERN) დაბრუნდნენ. შვეიცარიაში თბილისისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული გუნდის „Optical Visionaries“ წევრები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. მათ მიერ შეიქმნა რობოტი ოფთალმოლოგი, რომელიც მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას და უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. “ლიბერთი ტრადიციულად […]

ჩილეში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა

ჩილეში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ჩილეს სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის მატარებელი საცდელ რეისს ასრულებდა, როდესაც კერძო სარკინიგზო კომპანიის სატვირთო მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. „ჩვენ გამომწვევი მიზეზები უნდა დავადგინოთ და შესაბამისი ზომები მივიღოთ“, – განაცხადა ჩილეს […]

პუტინი-კიმ ჩენ ინის შეთანხმების პასუხად, სამხრეთ კორეამ შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განიხილოს – მედია

რუსეთსა და ჩრდ. კორეას შორის თანამშრომლობისა და თავდაცვის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სამხრეთ კორეამ შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განიხილოს – მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჩანგ ჰო-ჯინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ”მთავრობა გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას და გმობს შეთანხმების ხელმოწერას, ჩვენ ვგეგმავთ გადავხედოთ უკრაინისთვის იარაღით მხარდაჭერის საკითხს“ – თქვა ჩანმა და დასძინა, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა, […]

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს. გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს. აღნიშნული გადაწყვეტილებაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. წყარო: პირველი არხი