როგორია დივიდენდის განაწილების მნიშვნელოვანი ასპექტები

როგორია დივიდენდის განაწილების მნიშვნელოვანი ასპექტები, რა არის დივიდენდი და რატომ უნდა იცოდეს მეწარმე სუბიექტმა დივიდენდის განაწილებასთან დაკავშირებული იმ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ რომლებიც ამ საკითხებს უკავშირდება, ამ და სხვა თემაზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად ECOVIS GEORGIA-ს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელმა, ადვოკატმა და მედიატორმა ანა სამსონიამ ისაუბრა, მისი განმარტებით დივიდენდი არის შესაძლებლობა, როდესაც […]

კლეიტონი კანონზე: 5 წელი იყო დისკუსიები ბრიტანეთში, რამდენ ხანს გრძელდებოდა საქართველოში?

კანონი ჩვენთან ჯერ ამოქმედებული არაა. მისი ისტორია იწყება 2018 წლიდან, როდესაც რუსეთმა დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მკვლელობა სცადა. პარლამენტმა ეს საქმე გამოიძია და ანგარიში გამოაქვეყნა. ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობა რომელიც ეხება უცხოურ გავლენას და ბრიტანეთში საბოლოოდ მიღებული იქნა 2023 წელს, მაგრამ ის ჯერ არ ამოქმედებულა. 5 წელი მიმდინარეობდა დისკუსია მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ სწორი კანონი მიგვეღო, […]

ირაკლი კობახიძე – პარტნიორების მიმართ ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით, ეს ეხება აშშ-სა და ევროკავშირს – მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები მათი მხრიდან, ჩვენ ველოდებით

ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით, ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ეს ეხება ევროკავშირს , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი, იქიდან მოყოლებული შეიქმნა […]

ირაკლი კობახიძე – შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში, ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარშემო

შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა ქვეყნის საერთაშორისო დონეზე პოზიციების წარმოჩენის კუთხით. „შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა […]

პრემიერი – ველოდებით, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები – იყო ჭარბი განცხადებები გარკვეულ ზომებთან დაკავშირებით, რეალურად, ასეთი ნაბიჯები იქნებოდა კონტრპროდუქტიული, ვფიქრობ, ყველას ყველაფერი ძალიან კარგად აქვს გააზრებული

საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხარე ელოდება, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები. „ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები. საბოლოო ჯამში, თქვენ ნახეთ, რომ […]

ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე სტოლტენბერგს შეცვლის ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე

ნატოს 32-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე, წერს Politico. მარკ რუტე შეცვლის ნატოს მოქმედ ხელმძღვანელს, ნორვეგიელ იენს სტოლტენბერგს. ოფიციალური დანიშვნა სავარაუდოდ ივლისში გაიმართება ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე. რუტეს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება. ბოლო ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებოდა რუტეს, იყვნენ სლოვაკეთი და უნგრეთი. მათ მისი კანდიდატურა სამშაბათს, 18 ივნისს დაამტკიცეს. […]

88 წლის ასაკში მსახიობი დონალდ საზერლენდი გარდაიცვალა

88 წლის ასაკში კანადელი მსახიობი დონალდ საზერლენდი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია, მსახიობს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. პირველი როლი 1963 წელს შეასრულა. მაყურებელმა მსახიობი 1967 წელს გამოსული Dirty Dozen-ში შესრულებული პინკლის როლით გაიცნო. 1970-იანებში გამორჩეული მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა ფილმებში M*A*S*H და Kelly’s Heroes. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: Klute, Don’t Look Now, The Day of […]

თბილისში, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, სადაც აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობისას, საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოძრაობა “დაფიონის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ცეცხლაძემ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისკენ მოუწოდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა კი ამის უფლება არ მისცა. როგორც პატრულის თანამშრომელმა ცეცხლაძეს განუმარტა, გზის გადაკეტვას მომიტინგეების დაჯარიმება მოყვებოდა, ცეცხლაძე კი ცდილობდა, […]

ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიზანი არ არის ვინმეს უფლებების შელახვა. ერთადერთი იკრძალება პროპაგანდა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ მავნე ზემოქმედებისგან

ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიზანი არ არის ვინმეს უფლებების შელახვა. ერთადერთი იკრძალება პროპაგანდა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ მავნე ზემოქმედებისგან პარტია ხალხის ძალის საერთაშოპრისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს. როგორც დეპუტატი ამბობს, კანონი ახალგაზრდა თაობის მავნე ზეგავლენისგან დაცვას ისახავს მიზნად. სეფაშვილი ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის […]

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია. როგორც ბორელი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული სანქციები მიზნად ისახავს, პუტინის ხელისუფლებისთვის აგრესიული ომის წარმართვა გაართულოს. “შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, ინდივიდუალური და სექტორული ზომების ძლიერ ნაკრებზე, რომელმაც ომში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ძალისხმევებს ძირი უნდა გამოუთხაროს. სანქციების სამიზნეა: სამხედრო-სამრეწველო თავდაცვითი […]