„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო

„საქკაბელი“, როგორც საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, ინოვაციების დანერგვასა და საწარმოო ხაზის გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი – ბრონირებული კაბელი წარადგინა. ბრონირებულ NAYBY კაბელს გამძლეობა გამოარჩევს. წარმოების პროცესში გამოყენებული ორმაგი გალვანიზებული ფოლადის/ალუმინის ბრონი უზრუნველყოფს კაბელის მედეგობას მაღალი მექანიკური დატვირთვის წერტილებში, როგორებიცაა: მიწისქვეშა კომუნიკაციები, გვირაბები, მაგისტრალები, სადინრები და სხვ. გარდა ამისა, აღნიშნული […]

სუს-ი – დაკავებულია პირი, რომელმაც ბათუმის სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სუს-ში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა მიმდინარე წლის 6 მაისს ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ განახორციელა შეტყობინება. „მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის […]

გურამ მაჭარაშვილი – სალომე ზურაბიშვილი „ვეტოვუმენად“ არის წოდებული

სალომე ზურაბიშვილმა დააგროვა ვეტოები – „ვეტოვუმენად“ არის წოდებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნებისმიერ წარმატებას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს. „რა თქმა უნდა, ის, რომ ზურაბიშვილი სხვის დავალებას ასრულებს გასაგებია და როდესაც პარლამენტში მობრძანდება „ბატონი იმიტომ“, იმას აუცილებლად შევეკითხები, რატომ […]

ლევან დავითაშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანია „ჯეორჯიან პროდაქტს“-ს 10 წლის იუბილე მიულოცა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომპანია „ჯეორჯიან პროდაქტს“-ის 10-წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმოს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ კომპანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია. ინფორმაციის თანახმად, „ჯეორჯიან პროდაქტსი“ შინაური ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც […]

ვახტანგ ცინცაძემ სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროში ევროკავშირის ტვინინგ-პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძემ ევროკავშირის დაფინანსებული ტვინინგ პროექტის, – “საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად” დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. მისი თქმით, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის […]

მედია – სამხრეთ კორეის საგარეო უწყება რუსეთის ელჩს დაიბარებს

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვის მიზნით, რუსეთის ელჩის დაბარებას გეგმავს, – ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს დღეს დაიბარებს, რათა მას გადასცეს სეულის პოზიცია ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც მოსკოვმა და ფხენიანმა ორი დღის წინ მოაწერეს […]

ოთარ შამუგია საჩხერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთში „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით“ მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება […]

8 (21) ივნისი წმიდა მოწამე თევდორე მღვდლის ხსენების დღეა

წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი, კველთელი XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი ქალაქ ბაღდადის გამო. 1609 წლის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან შემოესია საქართველოს. ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ II (ხს. 21 ივნისს). ის […]

ქართველების იმედი პლეი-ოფს უკავშირდება – კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მახვილგონიერება…

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში სულისშემძვრელი ფინალისა და დამატებით დროში მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხებს დაუპირისპირდება – შაბათს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე. გიორგი მიქაუტაძის გოლმა ქართველი გულშემატკივრები კი აღაფრთოვანა, მაგრამ სამწუხაროდ, უფრო მეტი არ გამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდს მეტოქის კარისკენ 14 დარტყმა ჰქონდა, რაც დებიუტანტებისთვის სერიოზული ამბავია. ახლა ქართველების მთავარი ფიქრი პლეი-ოფს უკავშირდება. […]

კიევში დაჭრილი ყაზახი ჟურნალისტის ცოლი აცხადებს, რომ პოლიციამ თავდამსხმელები იპოვა

კიევის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში რჩება ყაზახეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აიდოს სადიყოვი. ის უკრაინის დედაქალაქში 18 ივნისს დაჭრეს. ჟურნალისტის ცოლმა, პუბლიცისტმა ნატალია სადიყოვამ დღეს, 21 ივნისს, ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ უკრაინის პოლიციამ იპოვა თავდამსხმელები, ყაზახეთის მოქალაქეები მეირამ კარატაევი და ალტაი ჟაყანბაევი. ნატალია სადიყოვას თანახმად, ეს პირები მკვლელობის დაკვეთის შესასრულებლად კიევში […]