ლიტვის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს კადეტთა ნაკრების გოგონებმა 2 მედალი მოიპოვეს

საქართველოს კადეტთა ნაკრების წევრები იმყოფებიან ქალაქ კაუნასში, სადაც 20-23 ივნისს ტარდება ლიტვის ახალგაზრდული ჩემპიონატი ცურვაში. ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იმყოფება: ანასტასია მიქელაშვილი; სალი შერბაევა; ლუკა ჩადუნელი; დაჩი მესხიშვილი; აკაკი მღებრიშვილი და ერეკლე თათელაძე. ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს კადეტთა ნაკრების გოგონებმა. 200მ. თავისუფალი ყაიდით ცურვაში სალი შერბაევამ ვერცხლის, ანასტასია მიქელაშვილმა კი ბრინჯაოს […]

სახელმწიფო დეპარტამენტი – ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანმა აღიარა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით მიმდინარე პროგრესი და ხაზი გაუსვა შეთანხმების დაუყოვნებლად გაფორმების მნიშვნელობას. მან გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს შემდგომ ჩართულობას მხარეებისთვის სასარგებლო ნებისმიერი გზით“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის […]

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მოძრაობა განახლდა

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მოძრაობა განახლდა. მეტროსადგურში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ცნობისთვის, ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა, რამაც მეტროს შეფერხება გამოიწვია. მგზავრი კლინიკაშია გადაყვანილი.

ქუთაისის IV საერთაშორისო ფორუმის პირველ დღეს ქალაქების გაძლირებასა და მომავლისთვის მზადმყოფი ქალაქების მუნიციპალური სერვისების შესახებ იმსჯელეს

ქუთაისში მე-4 საერთაშორისო ფორუმის პირველი დღე დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დღის განმავლობაში რამდენიმე თემატური სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ მაღალი რანგის ადგილობრივი და უცხოელი მომხსენებლები. „თემაზე „ქალაქების გაძლიერება – სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა“ ისაუბრეს – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, რადიმ სრშენმა, […]

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. მეტრო სადგურ ვაჟაზე-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ ამ წუთებში მისი ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები. დამატებითი დეტალები უცნობია.

მისამართები, სადაც GWP-მ წყლის ცისტერნები განათავსა

ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი აქვეყნებს ჩამონათვალს, სად და როდის განთავსდება სასმელი წყლის ცისტერნები წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე. მისამართები, სადაც 21 ივნისს სასმელი წყლის ცისტერნები განთავსდა: · 09:30 – 13:00 – ვაკე, ნუცუბიძის ქ.N125 · 10:30 – 13:00 – ვაკე, ქავთარაძის ქ. N70-72 · 10:30 – 13:00 – ვაკე, მიხეილ შავიშვილის ქ.N1 · 10:30 – 14:00 – […]

სუს: ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებით, დაკავებულმა პირმა მიმდინარე წლის 6 მაისს განახორციელა შეტყობინება ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში, კანონმდებლობის შესაბამისად, […]

შსს: შშმ პირს სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ – დაკავებულია 4 ადამიანი

შეზღუდული შესაძლებლობების მოქალაქეს სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. “ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული მ.ე., 1990 წელს დაბადებული ლ.ა. და 1959 წელს დაბადებული ე.ლ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1972 წელს […]

ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს – არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წყარო არა ერთობის, არამედ პირიქით, დაყოფის?

არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წყარო არა ერთობის, არამედ პირიქით, დაყოფის? – ამ კითხვით მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს. ალუდა ღუდუშაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ერთობა ვერ შეინარჩუნა და შინაგანი ძალა ვერ იპოვა ისეთ საკითხზე, როგორიც ეროვნული ნაკრებია. „აქაც რომ გამოხშირვას აკეთებთ, ვის უნდა […]

შსს – დაკავებულმა პირებმა ადამიანით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს, გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე 4 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ადამიანით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს, მისი სისრულეში მოყვანის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე გადაიბირეს და მას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის […]