ვახტანგ ცინცაძემ სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროში ევროკავშირის ტვინინგ-პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძემ ევროკავშირის დაფინანსებული ტვინინგ პროექტის, – “საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად” დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. მისი თქმით, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის […]

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები ცნობილია

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ნახევარფინალის შედეგები უკვე ცნობილია. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელს მარტის თვიდან მიმდინარეობს და მასში 92 გუნდმა და 392 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების, მეცნიერების და ინოვაციების პოპულარიზება. წელს, საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან, კონკურსში მონაწილე 92-მა გუნდმა წარმოადგინა პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და […]

იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, სხვადასხვა დადგენილებისა და საკადრო ცვლილების მისაღებად ახლა ცესკოს წევრთა ხმების 2/3 იქნება საჭირო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ მოგროვდება […]

სამხრეთ კორეა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის გაფორმებული სამხედრო შეთანხმების ფონზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას გადახედავს. ამის შესახებ სამხრ. კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჩანგ ჰო ჯინმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. ჩანგ ჰო ჯინის თქმით, სეული ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მის უშიშროებას საფრთხეში აყენებს, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად პასუხს აუცილებლად გასცემს. აქამდე, სეული უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის გადაცემაზე […]

უკრაინის გენშტაბი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კრასნოდარის მხარეში, Shahed-ის დრონების საცავებს წარმატებით დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა წუხელ კრასნოდარის მხარეში წარმატებით დაარტყეს Shahed-136/Geran-2 ტიპის დრონების საცავებსა და გამოსაყენებლად მოსამზადებელ ადგილებს და ამ უპილოტო საფრენი აპარატების საკონტროლო და საკომუნიკაციო პუნქტებს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, საბრძოლო მუშაობის შედეგად, აფეთქებების სერია და ხანძარი დაფიქსირდა. ამასთან, გენერალური შტაბის ინფორმაციით, წუხელ, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა აფიპსკის, ილსკის, […]

ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ–ის ელჩის განცხადებას პასუხობს

საქართველოში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას პაუსხობს ანაკლიის პორტის ინვესტორ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. პრესსპიკერი კრიტიკას “აბსურდულს” უწოდებს. “საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მტკიცებები, როგორიცაა ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიაში” (CCCC) წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის სამხედრო მანქანის ნომერ პირველი ბანკირი და […]

“ჩინეთის წინამძღოლობით შექმნილია ავტოკრატიული ღერძი, რუსეთი კი უმცროსი პარტნიორია” – გიორგი კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: გუშინ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში იყო. რამდენიმე თვის წინ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიას განვიხილავდით, რომელშიც რუსეთის მომავლის რამდენიმე სცენარი ისახებოდა. ერთ-ერთი სწორედ რუსეთის ჩრდილოკრეიზაცია გახლდათ. ჩინეთზე დამოკიდებული, ბირთვული იარაღის მქონე ტოტალიტარული სახელმწიფო. ამ სცენარით მიდის ყველაფერი. [ბმულს კომენტარებში მივუთითებ] მეტიც, რუსი პროპაგანდისტები ღიად ამბობენ: “ჩრდილოეთ კორეაზე თავისუფლად და […]

2024 წელს მეწარმეობის განვითარებაზე 300 მლნ ლარია გამოყოფილი, უცნობია ეს თანხა ვინ მიიღო – IT

2024 წელს მეწარმეობის განვითარებაზე 300 მლნ ლარია გამოყოფილი, უცნობია ეს თანხა ვინ მიიღო, – ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წერს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ორჯერ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია სსიპ „აწარმოე საქართველოდან“ 2021-2023 წლებში დაფინანსებული საწარმოების შესახებ, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღო. „კორუფციული რისკების მონიტორინგისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი საწარმოები დაფინანსდა […]

LC Waikiki-ს, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, ვალდებულებები დაუწესდა – კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ შპს „ელსივაიკიკი გესთნ“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა: გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია. მათ […]

4 რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მივიტანეთ იერიში – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, 21 ივნისის ღამეს, ღამით დრონებით დაარტყეს 4 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთში, ასევე სარადარო სადგურებსა და ელექტრონულ დაზვერვის ცენტრებს ბრაიანსკის რეგიონსა და ყირიმში. უწყების ცნობით, აფიპსკის, ილსკის, კრასნოდარისა და ასტრახანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ ინფორმაცია მტრის სამიზნეებზე თავდასხმის შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ზუსტდება. ნავთობის ბაზებზე უკრაინამ იერიში გუშინაც მიიტანა.