ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლოში ელისაშვილის გუნდის წევრები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული […]
ალეკო ელისაშვილი – დღეს ტელევიზორის ყიდვას ვაპირებდი და უცბად მითხრეს, „უნდა წაგიყვანონო“, მეგონა საცემრად მივყავდი – უცხოელებმა, ალბათ, ამათ „ქეჩოში მისცეს“ ან რამე მსგავსი

მადლობა ყველას, ვინ ამ ხნის განმავლობაში რუსთაველზე ჯიუტად იდგა და აპროტესტებდა. ახლა უფრო მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები ხელისუფლებიდან გავყაროთ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა ის სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის იბრძოლებს. „ეს არაფერს არ ნიშნავს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ იანვრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა და არაფერი […]
გურამ მაჭარაშვილი – თუ ზურაბიშვილი საჭიროდ ჩათვლის, რომ სხვა ყველაფერთან ერთად სააკაშვილს მიბაძოს და თავისი ადმინისტრაციის შენობის სახურავზე აძვრება, როგორც სააკაშვილი აძვრა კიევში, როცა აპატიმრებდნენ, ძალიან კარგი სანახავი იქნება

თუ ზურაბიშვილი ჩათვლის საჭიროდ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად სააკაშვილს მიბაძოს და თავისი ადმინისტრაციის შენობის სახურავზე აძვრება, როგორც სააკაშვილი აძვრა კიევში, როცა აპატიმრებდნენ, ძალიან კარგი სანახავი იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის გეგმებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არასერიოზულია, რომ სერიოზული კომენტარები გაკეთდეს სალომე ზურაბიშვილის „ფეხების გაფშეკაზე“, რომ ის […]
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვწუხვარ, საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამო – შეშფოთებული ვარ საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიტოვების გამო

მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ნამდვილად ვწუხვარ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამო, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარეს ბუენომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს სამი საკითხი: პირველი, რა თქმა უნდა, […]
Financial Times-ის ღვინის კრიტიკოსმა ახალი წლის დღესასწაულისთვის საუკეთესო წითელი ღვინოები დაასახელა

Financial Times-ის ღვინის კრიტიკოსმა ჯენსის რობინსონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რომელი წითელი ღვინოები მოუხდება საახალწლო სადღესასწაულო სეზონს. ჩამონათვალი გამოქვეყნებულია კრიტიკოსის ვებგვერდზე. როგორც რობინსონი წერს, მის პირად რეიტინგში შეტანილი ღვინოების საცალო ფასი ბოთლზე 7,95 ფუნტიდან 120 ფუნტამდე მერყეობს. სულ ჩამონათვალში 72 ღვინოა.
Daliani – ქართული „კონიაკი“ სპეციალურად რუსული ბაზრისთვის Bolero & Company-სგან

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქართული კომპანია Bolero & Сompany სპეციალურად რუსეთის ბაზრისთვის კონიაკის წარმოებას იწყებს. რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, კონიაკი Daliani სასმელი ბრენდის მფლობელ Stellar Group-ის დაკვეთით დამზადდება, რომელიც რუსეთში არაყ Veda-ს და ბრენდ Old Barrel-ით არის ცნობილი. Stellar Group-მა „კომერსანტს“ დაუდასტურა, რომ კონიაკის ბრენდი კომპანიას ეკუთვნის, თუმცა ლიცენზიით ქართველი მწარმოებლის ქარხანაში ჩამოისხმება. „როსპატენტის” მონაცემებიდან ირკვევა, რომ […]
იოზვიაკი: EU დღეს არ დააწესებს სანქციებს საქართველოში, უნგრეთი და რამდენიმე წინააღმდეგია

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი დღეს საქართველოში ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს. მისივე ცნობით, უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია. “ევროკავშირი დღეს არ დაუწესებს სანქციებს საქართველოში ოფიციალურ პირებს. უნგრეთი და კიდევ რამდენიმე წინააღმდეგია. რაც შეიძლება მოხდეს, არის უვიზო რეჟიმის შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ ამას შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს”- წერს იოზვიაკი.
კალაძის თქმით, ნაძვის ხე საზეიმო ღონისძიების გარეშე დღეს აინთება

თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხე საზეიმო ღონისძიების გარეშე აინთება. კალაძის თქმით, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება მთავარი ნაძვის ხე. კალაძეს ნაძვის ხის ანთება და ღონისძიება 14 დეკემბერს ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც გადადო.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პარლამენტთან განთავსებული ნაძვის ხე საზეიმო ღონისძიების გარეშე აინთება

დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება მთავარი ნაძვის ხე, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კახა კალაძემ მიზეზად „რადიკალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“ დაასახელა. “რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში. 14 დეკემბერს, 19:00 საათზე უნდა გამართულიყო საზეიმო ღონისძიება, სადაც ჩვენს […]
ალეკო ელისაშვილი პროკურორებს – ახლა არ გავიპარები უცხოეთში? სამარცხვინო!

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის საკითხზე იმსჯელებენ. ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ალეკო ელისაშვილმა პროკურორებს რეპლიკით მიმართა – „ახლა არ გავიპარები უცხოეთში? სამარცხვინო!“ ბრალდების მხარე მისი 5 000-ლარიანი […]