1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8001 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8001 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8001 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8001 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9916 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0045 ლარს შეადგენდა. […]

პესკოვი: აშშ-სთან დიალოგი აუცილებელია, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზეც

“ჯამში, დიალოგი [აშშ-სთან] ძალიან საჭიროა, რადგან პრობლემები მატულობს. ბევრი პრობლემაა გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით” – ამბობს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი. პესკოვის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის საუბარი აუცილებელია შეეხოს გლობალური უსაფრთხოების ბევრ საკითხს, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსაც. “ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ყოვლისმომცველი დიალოგისთვის, რომელიც ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსაც და […]

8 ადამიანის ინტოქსიკაცია – სეს-მა ერთ-ერთი საშაურმიდან ნიმუშები აიღო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქობულეთში საშაურმეში “გივის შაურმა ნაკვერჩხალზე” (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა. “ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, რომელიც ფუნქციონირებს სურსათის […]

მინსკი 2-ის შეთანხმებას გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი, ხელი მოაწერა უკრაინის მთავრობამ, გარანტირებული იყო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ და იცით რა? ამ შეთანხმებას დასცინოდნენ აშშ-ის მთავრობის შიგნით

მინსკი 2-ის შეთანხმებას გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი, ხელი მოაწერა უკრაინის მთავრობამ, გარანტირებული იყო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ და იცით რა? ამ შეთანხმებას დასცინოდნენ აშშ-ის მთავრობის შიგნით ჩვენ დავამხეთ მთავრობა უკრაინაში იმ დაპირების საპირისპიროდ, რაც ევროკავშირმა გასცა და სხვათა შორის, ამ შეთანხმების მონაწილეები იყვნენ რუსეთი, აშშ და ევროკავშირი. აშშ-მა კი რამდენიმე საათის შუალედში, მხარი […]

25 ივნისს უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოები და დაადასტურა, რომ პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციები ორივე ქვეყანასთან 25 ივნისს, ლუქსემბურგში გაიმართება. ამის შესახებ ბელგია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში იუწყება. „ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირის ზოგადი პოზიციები, მათ შორის მოლაპარაკებების ჩარჩოები. ეს გზას უხსნის მოლაპარაკებების დაწყებას 25 ივნისს ლუქსემბურგში“, — ნათქვამია განცხადებაში. 🇺🇦🇲🇩 The […]

რუსი პატიმარი ოპოზიციონერის, ილია იაშინის წერილი „აგენტების კანონზე“, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები

რუსიმა ოპოზიციონერი აქტივისტი ილია იაშინი, რომელიც ამჟამად რუსეთში პატიმრობაში იმყოფება ომის გაპროტესტების გამო, ღია წერილს ავრცელებს, სადაც რუსეთში მოქმედ „უცხოეთის აგენტებზე“ კანონზე საუბრობს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაინება. იაშინი იხსენებს, თუ როგორ დაიწყო აღნიშნული ცვლილებების განხილვა რუსეთში და რა ტრანსფორმაცია განიცადა მან წლების განმავლობაში. ილია იაშინის წერილს „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ: „უცხოური გავლენის აგენტების” კანონის პირველი […]

დიმიტრი პესკოვი – ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ვლადიმერ პუტინის ვიზიტებზე დასავლეთის რეაქცია გაუგებარია – მოსკოვი არასდროს არავისთან თანამშრომლობს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ

კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ვიეტნამში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო ვიზიტებზე დასავლეთის რეაქცია პროგნოზირებადი იყო,- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ეს იმიტომ, რომ რუსეთის ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური აქტივობა, თუნდაც ის კონცენტრირებული იყოს ჩვენი ქვეყნის უშუალოდ მიმდებარე რეგიონებში, უკიდურესად მტრულად აღიქმება“, – აღნიშნა პესკოვმა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, დასავლეთის ასეთი რეაქცია სრულ გაუგებრობას იწვევს, რადგან, […]

სალაშქრო ფესტივალს აჭარა ივლისის ბოლოს უმასპინძლებს

პირველ სალაშქრო ფესტივალს აჭარა 23-28 ივლისს უმასპინძლებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ფესტივალის მონაწილე 100-მდე მოლაშქრეს საშუალება ექნება აჭარის ალპურ ზონაში მდებარე 45 კილომეტრიანი მარშრუტი დალაშქროს. „ზღვიდან მთამდე“ ასე ჰქვია ფესტივალს, რომლის სალაშქრო მარშრუტი ჩირუხის მთიდან დაიწყება და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი […]

გონჩარენკო არავინ არ არის, მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ – ალუდა ღუდუშაური

გონჩარენკო არავინ არ არის, მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ – ალუდა ღუდუშაური გონჩარენკო არავინ არ არის, ის თავის დროზე სწორედაც რუსული ინტერესების გამტარებელი იყო – მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა. […]

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ქალაქ თბილისში გასაღებულ იქნა, ჯამში, 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული. გამოძიება მიმდინარეობს […]