სომხეთმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა

სომხეთმა პარასკევს, 21 ივნისს, განაცხადა, რომ პალესტინის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამის გამო, ისრაელმა სომხეთში თავისი ელჩი დაიბარა და “მკაცრი საყვედური” გამოუცხადა. ათეულობით ქვეყანამ აღიარა პალესტინის სახელმწიფო. პალესტინელებს სჯერათ, რომ აღიარებები მათ ბრძოლას საერთაშორისო ლეგიტიმაციას ანიჭებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისრაელის ომი “ჰამასის” წინააღმდეგ, რომელიც უკვე მეცხრე თვეა მიმდინარეობს, მზარდი საერთაშორისო კრიტიკის წინაშე დგას ღაზაში სისტემატური განადგურების კამპანიისა […]

ბაიდენმა აშშ-ში “კასპერსკის” პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვა, რუსეთთან კავშირების გამო, აკრძალა

ბაიდენის ადმინისტრაციამ ხუთშაბათს, 20 ივნისს, გამოაცხადა, რომ გეგმავს შეერთებულ შტატებში რუსული “კასპერსკის ლაბორატორიის” მიერ დამზადებული ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვის აკრძალვას. ამერიკის კომერციის მდივანმა ჯინა რაიმონდომ თქვა, რომ რუსეთის გავლენა კომპანიაზე უსაფრთხოების მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს ამერიკისთვის. პროგრამული უზრუნველყოფის პრივილეგირებულმა წვდომამ კომპიუტერის სისტემებზე შეიძლება მისცეს მას საშუალება მოიპაროს სენსიტიური ინფორმაცია ამერიკული კომპიუტერებიდან, ან დააინსტალიროს მავნე პროგრამები და […]

ბევრ საქმეში პასუხისგებაში პოლიციელი არის მისაცემი – ქუჩაში ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ შიში იმისა, რომ უკანონობას ჩაიდენენ და შემდეგ ამაზე პასუხს აგებენ

ბევრ საქმეში პასუხისგებაში პოლიციელი არის მისაცემი – ქუჩაში ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ შიში იმისა, რომ უკანონობას ჩაიდენენ და შემდეგ ამაზე პასუხს აგებენ ამას ერთი ახსნა აქვს მხოლოდ, რაც განპირობებულია იმ საქმეების შინაარსით, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მოცემული და მარტივად რომ ავუხსნათ თქვენ მაყურებელს, ეს არის ის საქმეები, სადაც ძირითადად დომინანტობს სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, იქნება […]

საქართველომ 5 თვეში 209 119 ტრაილერი გაატარა – რამდენია გზათსარგებლობიდან შემოსავალი?

საქართველოს სატრანზიტო ტრაილერებიდან მიღებული შემოსავალი გაეზარდა. წელს 5 თვეში ქვეყნის გზებით 209,119 სატრანზიტო გადამზიდავმა ისარგებლა. მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გზათსარგებლობის საფასური 73.191 მლნ ლარი იყო. წლიურად ზრდა 4%-ია. მთლიანობაში ქვეყნის გზებით წელს 8,383 -ით მეტმა ტრაილერმა ისარგებლა. რაც შეეხება უშუალოდ მაისის მონაცემს, ქვეყანაში 46,625 ტრილერმა გაიარა, მათ ბიუჯეტში 16,318,915 ლარი გადაიხადეს. თითო ტრაილერი საქართველოს გზით […]

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დასანიშნი წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დასანიშნი წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად პრეზიდენტმა დამოუკიდებელი კომისია შექმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წლის 22 ივლისს უფლებამოსილების ვადა ეწურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს. „2024 წლის 21 ივნისს გამოცხადდა კონკურსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის […]

„თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა

ნარჩენების მართვის ეფექტიანობა, ეკომეგობრული ინიციატივები და თეგეტას გარემოსდაცვითი პოლიტიკა – ამ საკითხებზე „თეგეტა აკადემიაში“ დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს. მოსწავლეებს „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა და კომპანიის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ დოლიძემ უმასპინძლეს. შეხვედრის მთავარი მიზანი მოსწავლეების დებატების ეროვნული ტურნირისთვის მომზადება იყო, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკაზე გაიმართება და მასში ახალგაზრდები […]

„თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა

ნარჩენების მართვის ეფექტიანობა, ეკომეგობრული ინიციატივები და თეგეტას გარემოსდაცვითი პოლიტიკა – ამ საკითხებზე „თეგეტა აკადემიაში“ დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს. მოსწავლეებს „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა და კომპანიის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ დოლიძემ უმასპინძლეს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8001 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8001 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8001 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8001 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9916 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0045 ლარს შეადგენდა. […]

“ასეთი მოაჯირები აყენია ევროპის მეტროებში – უნდა დაყენდეს თუ არა თბილისის მეტროშიც?” – ჩემი ქალაქი მკლავს

არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩემი ქალაქი მკლავს, აქვეყნებს ფოტოს და წერს: ასეთი მოაჯირები აყენია ევროპის მეტროებში – თუმცა არა ყველაში. უნდა დაყენდეს თუ არა თბილისის მეტროშიც? პ.ს. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციას რომ მორჩებიან მერე.

კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე უკანონო თევზჭერას აკრძალული საშუალების – ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 4 კილოგრამამდე თევზი. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, […]