მინიმუმ 42 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად

მინიმუმ 42 ადამიანი დაიღუპა შაბათს ისრაელის არმიის მიერ ქალაქ ღაზის რაიონებზე განხორციელებული იერიშების შედეგად. ამის შესახებ იტყობინება ღაზის სექტორის მთავრობა, რომელსაც აკონტროლებს პალესტინური დაჯგუფება ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული). ერთ-ერთი შეტევა განხორციელდა ალ-შატიში, ღაზის სექტორში არსებული ლტოლვილთა რვა ისტორიული ბანაკიდან ერთ-ერთზე. დაიღუპა 24 ადამიანი, განუცხადა Reuters-ს ღაზის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. კიდევ 18 პალესტინელი […]
“ეს არის გიორგი გახელაძის ფოტო… დააფიქსირა ვაკის პარკის კამერამ” – ახალი ინფორმაცია გაუჩინარებული პროფესორის საქმეზე

დაკარგული პროფესორის გიორგი გახელაძის შესახებ მორიგი ინფორმაცია და ფოტო ვრცელდება, რომელიც კამერიდან არის ამოღებული. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, ფოტო დააფიქსირა ვაკის პარკის კამერამ. “ყურადღება! ამჯერად ვტვირთავ ფოტოს და ინფორმაციას! მეგობრებო, ეს არის გიორგი გახელაძის, ჩვენი ირმა მალაციძის Irma Malatsidze მეუღლის ფოტო, რომელსაც ოჯახი ეძებს. ფოტო დააფიქსირა ვაკის პარკის კამერამ (შესვლის დრო: 19 ივნისი, დღის პირველი […]
მარნეულის კულტურის ცენტრში მოძრაობის „თეატრის“ სპექტაკლი „ვოიცეკი“ გაიმართა

მარნეულის კულტურის ცენტრში მოძრაობის „თეატრის“ სპექტაკლი „ვოიცეკი“ გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სპექტაკლი, მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, წელს მარნეულში პირველად მიმდინარეობდა. ფესტივალის ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი იყო ჩინეთის მოცეკვავეთა ასოციაციის, პეკინის უნივერსიტეტის სპექტაკლი „კვლავ გაერთიანება და დამშვიდობება” და AlphaZTL-ის პრეზენტაცია-ვორქშოფი იტალიელი […]
ირანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პოპულარულ რეპერ თომაჯ სალეჰის სასიკვდილო განაჩენი

ირანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პოპულარულ რეპერ თომაჯ სალეჰის სასიკვდილო განაჩენი. ამის შესახებ 22 ივნისს განაცხადა მისმა ადვოკატმა. სალეჰი 2022 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. 2023 წელს ირანის უზენაესმა სასამართლომ მას ექვსი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ ქალაქ ისპაანის სასამართლომ გადასინჯა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და რეპერს მიმდინარე წლის აპრილში სიკვდილი მიუსაჯა. „როგორც მოსალოდნელი იყო, უზენაესმა სასამართლომ […]
ცნობილია დღევანდელ თამაშზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

დღევანდელ თამაშზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. „ჯვაროსნები“ ჩეხეთის ნაკრებს ჰამბურგში ეთამაშებიან. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა – მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე. ნახეთ სრულად:
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა ერთ პირს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა, გამოძალვა და სქესობრივი კავშირის იძულება – ეს არის ის დანაშაულები, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წაუყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ივნისს დააკავეს. შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ მან უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურებითაც დაემუქრა, რისთვისაც დაზარალებულს სხვადასხვა […]
საფრანგეთის ჩემპიონატზე ნიკა ჭიჭიაშვილმა თავისი კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა

საფრანგეთის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს რეკორდსმენმა ნიკა ჭიჭიაშვილმა 100 მ. ბატერფლაით ცურვაში თავისი კარიერის საუკეთესო შედეგი 0:53.52 დააფიქსირა და საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა, გააუმჯობესა რა მის მიერვე ნაჩვენები შედეგი(0:54.55). ნიკამ 788 ქულა მოიპოვა და საქართველოს მიმდინარე აბსოლუტურ რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
გრიგოლ გეგელია – საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ, ევროპა საუბრობს არამხოლოდ სავიზო სანქციებზე, არამედ ფინანსური ზომების მიღებაზეც

„ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ალდეს“ მიერ მიღებული რეზოლუცია მკაფიოდ მოუწოდებს ევროკავშირის მთავრობებს, რომ სანქციები დაუწესდეს „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას. როგორც გეგელია აღნიშნავს, საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ, ევროპა საუბრობს არა მხოლოდ სავიზო სანქციებზე, არამედ ფინანსური და ეკონომიკური ტიპის ზომების მიღებაზეც. „დღეს „ალდემ“ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის 9 წევრი სახელმწიფოს […]
ხალხის აზრი და მოთხოვნა ყოველთვის გასათვალისწინებელია – მეჰმეთ მელექი “რუსულ კანონზე”

საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მაღაზია „BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორის მეჰმეთ მელექის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “რუსული კანონის” მიღება საქართველოში თურქულ ინვესტიციას არ შეაფერხებს, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ხალხის მოთხოვნები გაითვალისწინოს – ამის შესახებ მელექმა BMG-სთან, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისას ისაუბრა.
ჩინეთის ბანკების რუსულმა ფილიალებმა დოლარში და ევროში გადახდები შეაჩერეს – Reuters

მოსკოვის ბირჟაზე ამერიკული სანქციების ახალი ტალღის შემდეგ, ჩინეთის უმსხვილესი საკრედიტო ინსტიტუტების შვილობილმა ბანკებმა რუსეთში სავალუტო ტრანზაქციები შეზღუდეს, ამის შესახებ Reuters წერს. ამრიგად, ჩინეთის ბანკების რუსული შვილობილი კომპანიები აღარ ახორციელებენ ტრანზაქციებს დოლარსა და ევროში, კერძოდ, საუბარია სავაჭრო ხელშეკრულებების მომსახურების ოპერაციებზე. „ჩინურ საწარმოებს, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას რუსეთის ფედერაციასთან, ბევრი უკვე გადავიდა ეროვნულ ვალუტაში გადახდებზე. დოლარი და ევრო […]