დიდუბის ავტოსადგური სერტიფიცირებისთვის ემზადება, მოთხოვნების 90-95% შესრულებული აქვს – მფლობელი

დიდუბის ავტოსადგურის მფლობელ ნესტორ მიქატაძისთვის პირველი კლასის ავტოსადგურების 10 000 ლარად სერტიფიცირება მისაღებია. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სერტიფიცირების ტარიფებს შეეხებოდა.

,,ქვეყანა ათი წელიწადია ვერ გასცდა BB რეიტინგს” – რომან გოცირიძე

,,ქვეყანა ათი წელიწადია ვერ გასცდა BB რეიტინგს” – რომან გოცირიძე პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს რეიტინგის კომპონენტის ცვლილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი შეფასებით, საქართველოს რეიტინგი 2019 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა. ,,Fitch-ის რეიტინგი, რომელიც მანამდე იყო BB-, 2019 წელს შეიცვალა და გახდა BB, პერსპექტივის მაჩვრნებლით “სტაბილური”. შემდგომ პერიოდში მისი, პერსპექტივა ანუ იგივე ქვერეიტინგი, […]

ევროკავშირი რუსული წარმოშობის ქვების იმპორტის აკრძალვამდე მოჭრილ ბრილიანტებს სანქციებისგან ათავისუფლებს

ევროკავშირი რუსული წარმოშობის ქვების იმპორტის აკრძალვამდე მოჭრილ ბრილიანტებს სანქციებისგან ათავისუფლებს ევროკავშირმა, სანქციების მე-14 პაკეტის ფარგლებში, რუსული უხეში და გაპრიალებული ბრილიანტების რეგულირების დეტალები განმარტა. კერძოდ, სანქციები არ ვრცელდება ბრილიანტებზე, რომლებიც მდებარეობდა ევროკავშირის ან მესამე ქვეყნის (მაგრამ არა რუსეთში) ტერიტორიაზე ან იყო მოჭრილი მესამე ქვეყანაში რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვის ძალაში შესვლამდე, განაცხადა ევროკავშირის საბჭომ. 2024 წლის იანვრიდან […]

ლევან იოსელიანი – საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, უფრო ეფექტურად მოახდინონ სულ მცირე, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში ჩანან – დაუსჯელობით არ წაახალისონ პროცესი, რომელიც მოქალაქეებზე თავდასხმას გულისხმობს

საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, უფრო ეფექტურად მოახდინონ სულ მცირე, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში ჩანან. დაუსჯელობით არ წაახალისონ ეს პროცესი, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობებს. იოსელიანის განმარტებით, ადამიანები, რომლებიც ძალადობაში არიან ჩართულები, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული. „ნებისმიერი ასეთი ფაქტი დასაგმობია, სახელმწიფომ ეფექტურად უნდა მოახდინოს რეაგირება ნებისმიერ ფაქტზე, როცა მოქალაქეებზე […]

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა 18:00 საათზე გაიმართება.

რას ამბობს სახალხო დამცველი სააკაშვილის მონახულების შემდეგ?

სახალხო დამცველმა სააკაშვილი მოინახულა. როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ საუბარი არ ყოფილა და ეს მასზე არ არის დამოკიდებული: მისი ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორც დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთესად გამოიყურება. მის დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა. ეს არ არის არც ჩემი, […]

“მოვკვდი, ყველაფერი დავკარგე…” – პოლ პოგბა დისკვალიფიკაციაზე

31 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ განაცხახა, რომ დისკვალიფიკაციის მიღების შემდეგ რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს. “მე აღარ ვარსებობ. ეს დასასრულია და პოლ პოგბა მოკვდა. ვგრძნობ, რომ ყველაფერი დავკარგე. რასაც მივაღწიე, ყველაფერი წამართვეს”, უთხრა პოგბამ Guardian Nigeria-ს. ინფორმაციისთვის, გასული წლის აგვისტოში პოგბას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია იმიტომ მისცეს, “უდინეზესთან” მატჩის შემდეგ ტესტოსტერონის ძალიან დიდი დონე აღმოაჩნდა.

“ბაიერნი” კიმიხის გარეშე რჩება? – იოზუა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, “ბაიერნი” გუნდის ნახევარმცველის, იოზუა კიმიხის გაყიდვას გეგმავს. 29 წლის ფეხბურთელს მიუნხენელებთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, მის გახანგრძლივებას არ აპირებს და “რეკორდმაისტერს” უნდა, რომ გამოცდილი ფეხბურთელიდან ფინანსური სარგებელი მიიღოს. კიმიხის დამატებით არაერთი მსოფლიო გრანდი ინტერესდება. მათ შორის “რეალი”, “ბარსელონა”, “სიტი” და “არსენალი” არიან.

„საპასუხო ზომები მთავრობისა და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ“ — ევროკავშირის მინისტერიალი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი ემხრობა ზომების მიღებას საქართველოს ხელისუფლების და არა — ხალხის წინააღმდეგ. მათ შორის, განიხილება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის შენგენის ზონაში მოგზაურობის შეზღუდვა. „მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“, — განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა […]

მაღალი რანგის პირებისთვის შენგენის სავიზო შეზღუდვები განიხილება – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰნკა აცხადებს, რომ „აგენტების კანონის“ მიღებისა და ბოლოდროინდელი მოვლენების პასუხად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა ზომებთან ერთად, განიხილავენ საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წევრებისათვის შენგენის ვიზების შეჩერებას. ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ საგარეო საქმეთა საბჭოზე (FAC). დღის განმავლობაში, სხვა საკითხებთან ერთად, ისინი საქართველოში […]