აუდიტის სამსახურმა სამინისტროებს 62 რეკომენდაცია მისცა

აუდიტის სამსახურმა სამინისტროებს 62 რეკომენდაცია მისცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი შვიდი უწყების 2022 წლის ფინანსური აუდიტისა და ერთი სააგენტოს პროექტის დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტის ანგარიშები განიხილა. კერძოდ, დღეს განხილული იყო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის […]

უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, EU რუსეთის გაყინული აქტივებით უკრაინას დაეხმარება — POLITICO

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა, რომ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის სამხედრო დახმარებას მოხმარდეს. გამოცემა ოთხ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირველი ტრანში, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდანაა, დაახლოებით 1.4 მილიარდ ევრომდეა. მათივე ცნობით, თანხა მოხმარდება საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების პირდაპირ შესყიდვას. აქამდე უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის რუსეთის გაყინული აქტივების მოხმარებას უნგრეთი ბლოკავდა. […]

კახა ოქრიაშვილი – საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდაში ნახტომი კი არა, გარღვევა აქვთ. თუმცა, მათივე მონაცემებით, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 230 ლარს შეადგენს და ივლისიდან უნდა გაიზარდოს. ამ თანხით საქართველოში ღირსეულად ცხოვრებაც შეუძლებელია, პერსპექტივაზე ხომ საერთოდ საუბარი არ არის. ეს მაშინ, როცა ესტონეთში […]

ბევრად უკეთ გამოიყურება – სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. ლევან იოსელიანის თქმით, ის შეხვდა როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე იმ დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანილ სხვა ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, თუმცა თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც დამხვდა, დღეს ბევრად უკეთ გამოიყურება… რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა ჩემთან მას არ გაუჟღერებია, მათ […]

ჯოზეფ ბორელი – უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან სამხედრო დახმარების პირველ ტრანშს მომავალ კვირას მიიღებს

უკრაინა სამხედრო დახმარების პირველ ტრანშს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან მომავალ კვირას მიიღებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ეს თანხა არის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული ყოველგვარი ბლოკირების გარეშე. ჩვენ გვაქვს ეს შემოსავალი გაყინული აქტივებიდან და უნდა ვეძებოთ გზა, რომ გამოვიყენოთ, […]

GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სვანეთში ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სვანეთში გამოვლინდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. „გამარჯვებული პროექტები: Srout – ოფლაინ/ონლაინ მობილური აპლიკაცია, რომელიც შექმნილია მოგზაურთა უსაფრთხოების გასაძლიერებლად კემპინგის, მოგზაურობის ან ტურიზმის დროს. ENGURI – პროექტი მიზნად ისახავს საბიუჯეტო ორგანიზაციებში სამუშაოს ავტომატიზირებას (workflow automation), რომელიც, ხელოვნური […]

ქართველმა მოსწავლეებმა ამერიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე რობოტიკის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს რობოტიკის გუნდმა ნიუ – იორკის, როჩესტერის ტექნოლოგიების ინსტიტუტის გენიოსების საერთაშორისო ოლიმპიადაზე – Genius Olympiad – რობოტიკის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ოლიმპიადაში მსოფლიოს 67 ქვეყნის 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც 8 სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის მეცნიერებაში, რობოტიკაში, კოდინგსა და ბიზნესში უნდა წარმოედგინათ საკუთარი ნამუშევარი. წლევანდელი ოლიმპიადის მთავარი თემა ეკოლოგიური გამოწვევების ინოვაციური გადაჭრა იყო, რომელიც დღეს […]

მექაში ჰაჯის შესრულების დროს სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა 1300-ს მიაღწია

მექაში ჰაჯის მსვლელობისას სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა 1300-ს მიაღწია. მექაში ჰაერის ტემპერატურამ დღესასწაულის დროს 52 გრადუსს მიაღწია, რაც მომლოცველთა ნაწილის დაღუპვის მიზეზი გახდა. საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამსახურების თქმით, სულ სიცხისგან 2000-დე ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან საუდის არაბეთის, ეგვიპტის, იორდანიის, ირანის, ინდონეზიისა და სენეგალის მოქალაქეები. 21 ივნისს, ტუნისის რელიგიური საკითხების მინისტრი ჰაჯის დროს დაღუპული ტუნისელების გამო […]

ჩინური ბანკის შვილობილი რუსული ფილიალი რუსეთის ბანკებთან მუშაობას წყვეტს

მედია კომერსანტის ცნობით, ჩინური ბანკის შვილობილი რუსული ფილიალი Bank Of China, აშშ-ს მიერ დასანქცირებულ რუსულ ბანკებთან ოპერაციებს შეაჩერებს. ბანკი სხვა არასანქცირებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას გააგრძელებს. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ მიღებულ სანქცირებულთა სიაში შეყვანა Bank Of China-სთვის შეერთებულ შტატებში აქტივების გაყინვას და ამერიკელ კონტრაქტორებთან დოლარში ანგარიშსწორების აკრძალვას ნიშნავს. Bank Of China-ს საბანკო ბიზნესი ორ ქვეყანას შორის ფინანსური […]

რუსეთმა ბირთვული დოქტრინის განახლებაზე მუშაობა დაიწყო

რუსეთმა ბირთვული დოქტრინის განახლებაზე მუშაობა დაიწყო რუსეთმა ბირთვული დოქტრინის განახლებაზე მუშაობა დაიწყო. როგორც კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი განმარტავს, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „მიმდინარეობს მუშაობა დოქტრინის ამჟამინდელ რეალიებთან შესაბამისობაში მოსაყვანად“. მისი თქმით, განხილვაშია ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროის ცვლილების საკითხი. აღნიშნულზე ცოტა ხნის წინ საუბრობდა, დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ანდრეი კარტაპოლოვიც, რომ განახლებულ […]