რა გავლენა იქონია ლაგოდეხში 22 ივნისის სტიქიამ ბიო მეურნეობა „ფონაზე“?

ბიო მეურნეობა „ფონა“ გაყიდვების მენეჯერი, მარია გოგოთიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ლაგოდეხში მოსულ სტიქიას მათ კულტურებზე გავლენა არ ჰქონია. მისი ინფორმაციით, რეგიონში ძირითადად ვენახებია დასეტყვილი. შესაბამისად, პრობლემა ძირითადად მევენახეობა-მეღვინეობას შეეხო. “ჩვენს ტერიტორიაზე არაფერი მომხდარა, რადგან ტყის პირას გვაქვს კულტურები გაშენებული. უბრალოდ, უხვი ნალექი იყო. უხვმა ნალექმა ცხადია ცოტათი მცირე მცენარეებზე იმოქმედა, თუმცა ისე არა, რომ ზარალის […]

“თუ შეცდომას დაუშვებ, დე ლაურენტისი გადაგყლაპავს – აგენტს გამოცდილება აკლია” – იტალიელი ჟურნალისტი

Sportitalia-ს ჟურნალისტმა იოლანდა დე რიენცომ “ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ საკუთარი მოსაზრება Radio 1 Station-თან, პროგრამაში “საფეხბურთო კლუბი” გამოთქვა: “მისცემს თუ არა “ნაპოლი” კვარაცხელიას წასვლის უფლებას? მე თავისი ნების საწინააღმდეგოდ არავის დავაბრკოლებდი და კლუბმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია საჭირო დროს ფეხბურთელების გაყიდვა. ამის მაგალითი კულიბალია. მანა მაროტას და ჯუნტოლის შემდეგ ყველაზე კარგი სპორტული დირექტორია. […]

“2 მილიონი ოცნებას გადავუხადე თუ პირადად ივანიშვილს?” – ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და სახელისუფლებო პროპაგანდას პასუხობს: „აუხდენელი ოცნების“ პროპაგანდამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მე, კახა ოქრიაშვილი, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ბატონ ხაბეიშვილთან, რათა 2 მილიონად ვიყიდო ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. 1. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარმადგინა, რა გამოდის, 2 მილიონი პარტიას გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს? 2. დღეს იხილება საქართველოს საკითხი ევროკავშირში. […]

“ოცნებამ” დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ…” – კორტნი

“ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას”, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი X-ზე წერს. “ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას. ავტორიტარული მმართველობის ამჟამინდელი ტალღა ქართველების ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს არ უარყოფს. ეს არც დასავლეთს დააბრკოლებს ამ ამბიციების მხარდაჭერაში, – დაწერა […]

როგოზინი მიიჩნევს, რომ დაღესტნის ტერაქტთან უკრაინასა და NATO-ს კავშირი არ აქვს

დაღესტანში მომხდარ ტერაქტების სერიას რუსეთის ყოფილი ვიცეპრემიერი და ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი წარმომადგენელი დმიტრი როგოზინი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და NATO-ს დაღესტანში მომხდარ ტერაქტებთან კავშირი არ აქვს. “დუმის დეპუტატი გაჯიევი თვლის, რომ რესპუბლიკაში მომხდარი ტერაქტის უკან უკრაინისა და NATO-ს ქვეყნების სპეცსამსახურები დგას. მე მიმაჩნია, თუ თითოეულ ტერაქტს, რომლის მიზეზი ნაციონალური და რელიგიური უთანხმოება, სიძულვილი […]

გიორგი გახარია – ჯოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების” ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია

ჯოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების” ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია , – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში განაცხადა. გახარიამ შეაფასა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე მედიასთან გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, “თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, საქართველოსთვის ევროკავშირის […]

ზურაბ ჩიკვილაძე უცხოელ პარტნიორებთან ერთად „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს“ ეწვია

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და კომისიის წევრები ლევან აბაშიძე და ნათია მოდებაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორთან, თუბა ოზუთოქთან და კოორდინატორის მოადგილესთან, მუჰამმედ ემრე ეზბერთან, ერთად ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს“ ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკრებულოს წევრებმა და […]

კვლავ მღელვარებაა ახალ კალედონიაში, დაწვეს რამდენიმე შენობა

მას მერე, რაც საფრანგეთის სამხრეთი წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე, ახალ კალედონიაში ვითარება ამასწინანდელი მღელვარების შემდეგ დამშვიდდა, წუხელ სიტუაცია კვლავ გამძაფრდა მთავარ კუნძულ გრანდ ტერსა და პატარა კუნძულებზე, ილ დე პინსა და მარეზე, სადაც დამიწყო არეულობა, თავს დაესხნენ პოლიციას და ცეცხლი წაუკიდეს შენობებს, იტყობინება ადგილობრივი მმართველობა. მღელვარების მიზეზი პარიზის მიერო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც ფრანგ მოქალაქეებს მეტ […]

თამბაქოს ბიზნესს სადა შეფუთვაზე გადასვლის ვალდებულება, შესაძლოა, რამდენიმე თვით გადაუვადდეს – კანონპროექტი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ბიზნესისთვის თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის ვალდებულების გადავადებას ითვალისწინებს. კანონის მიხედვით, კერძო სექტორისთვის ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვით განთავსების ვალდებულება რეგულაციის რამდენჯერმე გადავადების შედეგად მიმდინარე წლის 31 ივლისიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა იმის გამო, რომ […]

რუსებმა პოკროვსკს რაკეტებით დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა – 34

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკის „ისკანდერ-მ“ ტიპის ორი რაკეტით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაშავდა 34 ადამიანი. „მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა – ეს არის პოკროვსკზე თავდასხმის წინასწარი შედეგები. დაჭრილებს შორის ორი ბავშვია, 12 და 13 […]