რუსეთი აშშ-ს სევასტოპოლზე თავდასხმაში ადანაშაულებს და “შედეგებით” ემუქრება

მოსკოვი აშშ-ს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ამერიკული რაკეტებით დაბომბვაში ადანაშაულებს და შესაძლო “შედეგების” შესახებ აფრთხილებს. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti ავრცელებს. პესკოვის თქმით, “დრო გვაჩვენებს”, თუ რა შედეგები მოჰყვება მოსკოვის მხრიდან უკრაინის არმიის მიერ ამერიკული ATACMS რაკეტების გამოყენებას. “რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საომარ მოქმედებებში პირდაპირ ჩართულობას, […]
ისრაელის ტანკები რაფაში წინ მიიწევენ, ღაზაში მოკლულია პალესტინელთა ჯანდაცვის მაღალჩინოსანი

ღაზის სექტორში ისრაელი კიდევ უფრო დაწინაურდა. ისრაელის ტანკები რაფაში, ქალაქის სიღრმისკენ მიიწევენ. სექტორის დაბომბვის დროს, მოკლულია პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. რაფაში, რომელიც ეგვიპტის საზღვართან მდებარეობს, ისრაელი უკვე აკონტროლებს ქალაქის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებს. ამჯერად, ისრაელი მოქმედებებს მისი დასავლეთის და ჩრდილოეთ რეგიონების გასაკონტროლებლად ატარებს. ადგილზე თვითმხილველები მძიმე ბრძოლების თაობაზე იტყობინებიან. პალესტინელთა განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაზე […]
ყირიმზე კიევის “ატაკამსებით” თავდასხმის გამო, რუსეთი აშშ-ს შურისძიებას ჰპირდება

კრემლმა პირდაპირ დაადანაშაულა შეერთებული შტატები ყირიმზე თავდასხმაში, უკრაინისთვის აშშ-ის მიერ მოწოდებული ATACMS რაკეტების გამოყენებით. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 151 კი – დაშავადა. მოსკოვმა ოფიციალურად გააფრთხილა აშშ-ის ელჩი, რომ ამას შურისძიება მოჰყვება. ”თქვენ უნდა ჰკითხოთ ჩემს კოლეგებს ევროპაში და უპირველეს ყოვლისა ვაშინგტონში, პრესმდივნებს, რატომ ხოცავენ მათი მთავრობები რუს ბავშვებს. უბრალოდ დაუსვით მათ ეს […]
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დემეტრე გამსახურდიას კონცერტი გაიმართება

28 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დემეტრე გამსახურდიას კონცერტი გაიმართება. დასწრება უფასოა. დემეტრე გამსახურდია ქართველი მუსიკოსია, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში მოღვაწეობს. “დემეტრე გამსახურდიას კომპოზიციები იყენებენ მრავალ აკუსტიკურ და ელექტრონულ ელემენტს, რომლებიც ისეთ ჟანრებში გვხვდება როგორიც არიან ემბიენთ, ნოიზ, მეტალი, ფილმის მუსიკა, ეთნომუსიკა და თანამედროვე კლასიკური მუსიკის რეპერტუარი. ქართული ბგერათა განრიგის […]
“როგორ უნდა მოთხოვო მკაცრად, როდესაც შენ კორუფციულად ფული გაქვს აღებული?!” – გახარია თბილისის ნაწილის უწყლოდ დატოვებაზე

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია თბილისის მოქალაქეთა დიდი ნაწილის უწყლოდ და გრაფიკით წყლის მიწოდებაზე საუბრისას, ხელისუფლების უნიათობაზე, კორუფციაზე საუბრობს და ამბობს: ხელისუფლების არაეფექტურობა და უნიათობა, რა თქმა უნდა, აისახება არა მხოლოდ მათი ამომრჩევლის მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არამედ მათდამი დამოკიდებულებაზე. ყველაფერი ძალიან ბანალურად არის, ეს არის არაეფექტური მმართველობა და უბრალოდ ჩამოშლილი სისტემა, რომელსაც არ შეუძლია შესაბამისი სწრაფი და […]
ევროკავშირი კრძალავს ინვესტიციებს და ტექნოლოგიების გადაცემას რუსული LNG-ის ახალი პროექტებისთვის

ევროკავშირის ხელისუფლება, როგორც სანქციების მე-14 პაკეტის ნაწილი, აკრძალავს ახალ ინვესტიციებს და ტექნოლოგიების ტრანსფერებს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტების დასასრულებლად, იუწყება ევროკავშირის საბჭო. გარდა ამისა, ევროკავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შემოიღოს „შეზღუდვები რუსული LNG-ის იმპორტზე ევროკავშირის ტერმინალებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული გაზსადენის სისტემასთან“. ახალი სანქციები ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა.
GWP: წიწამურთან დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია

კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია. მათივე ცნობით, მომხმარებლებს წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. “სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია. მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგადაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით. ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური […]
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს

კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩონში გაიხსნა გაერო-სა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს მიერ ორგანიზებული სახელმწიფო სერვისების ყოველწლიური მსოფლიო ფორუმი, რომელშიც საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს წელს 50 ქვეყნის 1200-მდე წარმომადგენელი ესწრება. ფორუმი გახსნეს ეკონომიკურ და სოციალურ […]
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადება განიხილა და ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპების დაარღვევა დაადგინა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭომ 23 ივნისს განიხილა მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადება ტელეკომპანია “იმედისა” და “POSTV-ის” ჟურნალისტების წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მარიამ ქართველიშვილმა, ხატია ქვათაძემ, ლევან ჯავახიშვილმა, ქეთი ქაშაკაშვილმა, ლევან კვატაშიძემ, ვარლამ წიკლაურმა, ქეთი მამრიკიშვილმა, ანა შანიძემ და ანა აშორდიამ ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები დაარღვიეს. კერძოდ, ქარტიის თანახმად, სადავო მასალები ეთერში 2024 წლის 31 […]
“შთამბეჭდავი შემადგენლობით შევალთ პარლამენტში” – პრორუსული პარტიები საარჩევნოდ გაერთიანდნენ

ის კი არა, რომ ბარიერს გადავლახავთ, ჩვენ შთამბეჭდავი შემადგენლობით შევალთ საქართველოს პარლამენტში – ამბობს პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი. საარჩევნოდ პრორუსული კონსერვატიული პარტიები გაერთიანდნენ და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ირმა ინაშვილის თქმით, სახელისუფლებო პარტია წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ებრძოდა არა ენმ-ს, არამედ კონსერვატიულ ფლანგს. “ქართული ოცნება ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ებრძოდა არა ნაციონალურ მოძრაობას […]