ბორელი საქართველოზე: გადავხედავთ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების გაწევას

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს, 24 ივნისს, საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხიც განიხილეს. ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს მთავრობა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილს წინააღმდეგ მიდის, ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და რომ ამის გამო, ევროკავშირი გარკვეულ ზომებს განიხილავს. „გავზრდით […]
ბასი: ქართული საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევალია

პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსურლებელმა ჯონ ბასმა, ბრიუსელში, პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ ისაუბრა. ჯონ ბასი, 2009-2012 წლებში, საქართველოში ამერიკის ელჩი იყო. ბასმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა საქართველოს ნატოსთან დაახლოების პერსპექტივებთან დაკავშირებით. “დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოში დრო დავყავით ან ვმუშაობდით ქართველებთან, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, რაც კიდევ ერთი მაგალითია […]
როიტერი: პროკურორები იუსტიციის დეპარტამენტს “ბოინგისთვის” კრიმინალური ბრალის წაყენების რეკომენდაციას აძლევენ

აშშ-ის პროკურორები იუსტიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებს „ბოინგისთვის“ სისხლის სამართლის ბრალის წაყენების რეკომენდაციას აძლევენ – წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, პროკურორებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაადგინეს რომ თვითმფრინავების მწარმოებელმა ორ ფატალურ ავარიასთან დაკავშირებული შეთანხმება დარღვია. იუსტიციის დეპარტამენტმა 7 ივლისამდე უნდა გადაწყვიტოს, „ბოინგის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს თუ არა. […]
ამაზე მკაფიოდ ვერ ვიტყვი: ეს კანონი აშორებს ქვეყანას ევროკავშირს, უმაღლესი პირები დეზინფორმაციას ავრცელებენ – ბორელი

საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების ნათქვამი, თითქოს კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობაზე“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს, დეზინფორმაციაა. „დასანანია, რომ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ ოფიციალური აქტორებისგან, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის ვისმენთ დეზინფორმაციას, თითქოს, – მართლაც გასაკვირია, – ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მინდა გარკვევით განვაცადო: არა! არა!“ […]
გიგი გიგიაძე – საქართველო ძალიან სწრაფი ნაბიჯებით შორდება ევროკავშირს, ევროპულ პერსპექტივას და ძალიან სწრაფად ინაცვლებს სხვა მიმართულებით

ძალიან მკაფიო გზავნილი იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რომ ევროკავშირი, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, აღარ იზიარებს და ვეღარ ხედავს ამ ხელისუფლებას ქართველი ხალხის ნების განმახორციელებლად , – ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგიაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა, რითაც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ […]
იუსტიციის სამინისტრო – ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს

დღეს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 186 ქვეყანას შორის უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში” – ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი. […]
სასტუმრო “ეიფორია” ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

სასტუმრო “ეიფორია” ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 22 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით იმართება. ბათუმში, 8-დან 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი FIDE-ს (ჭადრაკის მსოფლიო ორგანიზაციის) მიერ იმართება. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო თასი პირველად ტარდება. შეჯიბრში 37 ქვეყნის 288 მონაწილე ასპარეზობს და მათგან 51 ქართველი მოჭადრაკეა. ქართველი მოჭადრაკეებისთვის ეს ტურნირი სერიოზული […]
ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაური იური სოდოლი გაათავისუფლა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალ ლეიტენანტი იური სოდოლი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სოდოლის ადგილს ბრიგადის გენერალი ონდრეი გნატოვი დაიკავებს. ცოტა ხნით ადრე, სოდოლის წინააღმდეგ განცხადება დაწერა აზოვის შტაბის მეთაურმა ბოგდან კროტევიჩმა. უკრაინული მედიების ინფორმაციით, კროტევიჩმა სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს სოდოლოს რუსეთთან შესაძლო კავშირზე გამოძიების დაწყება სთხოვა. სოდოლს სამხედრო წრეებში ხშირად აკრიტიკებენ, მას რამდენიმე ჩავარდნილ საბრძოლო ოპერაციას […]
ჯონ ბასი – სამწუხაროა იმის ნახვა თუ როგორ ხდება მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ბიძინა ივანიშვილის მძევალი

სამწუხაროა იმის ნახვა თუ როგორ ხდება მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილების მძევალი , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა პოლიტიკურ საკითხებში, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა განაცხადა. „ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორ ხდება მთელი [ქართული] საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, უკმაყოფილების მძევალი“, […]
მამუკა მდინარაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წლებია ჩამოშლილია – ისინი ადგილებსაც გაყიდიან და ერთმანეთსაც

„ნაციონალური მოძრაობა“, ტელეპროდუქტი, ის უკვე წლებია, ჩამოშლილია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, პარტია უბრალოდ, სატელევიზიო სივრცეში არსებობს. „და იქიდან ასაზრდოებს თავის ამომრჩეველს, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ე.წ. ხუთიანის ფაქტორი მუშაობს. რა თქმა უნდა, ისინი ადგილებსაც გაყიდიან და ერთმანეთსაც, იმიტომ, რომ ეს არის მათი პოლიტიკური ცხოვრების წესი“, – […]