კახა კალაძე – დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ – როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე ნაკრების შემადგენლობას

დარწმუნებული ვარ იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შანსები ჯერ კიდევ აქვს. მან ქართველ ფეხბურთელებს 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში წარმატებები უსურვა. „მინდა შევეხო […]

ბარსელონა საბინაო დეფიციტის გამო ტურისტებზე ბინების გაქირავებას აკრძალავს

ბარსელონას მერია საბინაო დეფიციტის შევსებას ტურისტებზე ბინების გაქირავების აკრძალვით აპირებს. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ჟაუმე კოლბონიმ განაცხადა, რასაც Bild ავრცელებს. შეზღუდვის მიზანია, ახალგაზრდებსა და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებს ქალაქში ცხოვრების საშუალება მიეცეთ, რადგან ბარსელონაში ადგილობრივებისთვის საცხოვრებლის დაქირავება სულ უფრო რთული ხდება. ქალაქში ყოველწლიურად, დაახლოებით, 7 მლნ ტურისტი ჩადის, რომელთა უმეტესობაც ნაქირავებ ბინებში ჩერდება. „2029 წლიდან […]

რუსეთის ქალაქ ფრიაზინოში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობაში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ქალაქ ფრიაზინოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, „პლატანის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შენობაში ხანძრის დროს ცხრა ადამიაი იმყოფებოდა. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. დანარჩენი ექვსი ადამიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 130 მაშველი და 50 ტექნიკა მუშაობდა, მათ შორის ორი სახანძრო ვერტმფრენი.

პენტაგონი ამბობს, რომ უკრაინა სამიზნეების ამორჩევის შესახებ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას

Reuters-მა გაავრცელა აშშ-ის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა 24 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინა სამიზნეების ამორჩევის შესახებ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ეს განცხადება პენტაგონმა გაავრცელა მას მერე, რაც კრემლმა პირდაპირ დაადანაშაულა აშშ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლზე განხორციელებულ თავდასხმაში, რომელიც მისი თქმით, აშშ-ის მიერ მიწოდებული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა. თავდასხმას ემსხვერპლა ცოტა, ოთხი ადამიანი და დაშავდა – 151. “უკრაინა საკუთარ გადაწყვეტილებებს […]

ანა ნაცვლიშვილი – გამოსავალი არის „ქართული ოცნების“ ცვლილებაში – გასაღები ჯერ კიდევ არის ხალხის ხელში

თუ არ იქნება ცვლილება, საქართველოს წინაშე ევროპის კარი დაიკეტება და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება, რისთვისაც თაობები მედგრად დგან და იბრძვიან – ეს ამოცანა იქნება ჩაჩეხილი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომლითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ ლუქსემბურგში გაკეთებული განცხადება შეაფასა. […]

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოლოგანთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. სამართალდამცავებმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

შსს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 24 ივნისს გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომლის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს […]

,, ამის გამო ჩვენ კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ“ – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „რაც უნდა კრიტიკული იყოს დღეს ვინმე, თან იმის გამო, რომ საქართველომ გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ისევე როგორც კანადამ ბოლო დღეებში, ისევე როგორც საფრანგეთმა რამდენიმე კვირით ადრე, ამის გამო ვერავინ უნდა იფიქროს ვინმეს დასჯა. რომელიმე თქვენგან გახსენდებათ კანადაში აქციები „არა რუსულ […]

ბასი: ქართული საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ივანიშვილის მძევალია

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის მისწრაფებები ერთ ინდივიდს – ბიძინა ივანიშვილს ჰყავს მძევლად აყვანილი. “ღრმად შემაწუხებელი და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ მთელი ქართული საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია”- აღნიშნავს ის. ბასის თქმით, “საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როდესაც […]

მდინარაძე: ჩვენ დავძლევთ ზურაბიშვილის ვეტოს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, საპარალემენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, დაძლევს. მდინარაძე ისევ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის “მესიჯი” სპეკულაციურია და “პრეზიდენტის ხელმძღვანელობით არის დალაგებული”. “ჩვენ დავძლევთ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაადო ჩვენ მიერ მიღებულ კანონს. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუსმენ კომენტარებს, აბსოლუტურად, […]