სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფრანკფურტსა და მადრიდში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებში მიიღო მონაწილეობა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფრანკფურტში “დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის” (IPCAN) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში და მადრიდში „სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის“ (ICIN) შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის ომბუდსმენი, ფედერალური პოლიციის კომისარი, გერმანიის უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. […]
გაასაჩივრებს თუ არა ომბუდსმენი რუსულ კანონს საკონსტიტუციოში? — იოსელიანის პასუხი

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დღეს, 25 ივნისს, პარლამენტში განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აუცილებლად წარუდგენს საკუთარ პოზიციას რუსულ კანონთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სარჩელი იქნება ეს, თუ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით. ასე უპასუხა მან დამოუკიდებელი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას კითხვას, აპირებს თუ არა რუსული კანონის გასაჩივრებას საკონსტიტუციოში. დეპუტატის კითხვას რეპლიკით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და […]
21-მდე გაიზარდა დაღესტანში სავარაუდო ისლამისტების მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი

ბოლო მონაცემებით, 21-მდე გაიზარდა 23 ივნისს მაჰაჩყალასა და დერბენტში მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, სინაგოგებსა და საგზაო პოლიციის პოსტზე ორმაგი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დერბენტის რაიონის ხელმძღვანელ მავსუმ რაჰიმოვის განცხადებით, სამშაბათს საავადმყოფოში კიდევ ერთი დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა. 21-ე დაღუპული, სერჟანტი ნარიმან ნასრულაევი 24 წლის იყო. ის რეანიმაციაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, დერბენტის საავადმყოფოს ცნობით, რეანიმაციაში ხუთი ადამიანი რჩება: […]
როგორ იქმნება მომხმარებლის საყვარელი ნაყინები „სტრაჩატელა“ და „კრემბრულე“ – „პალომა“ ბაზრის წილის ზრდას აგრძელებს

ნაყინი – ეს მხიარულების ჯადოსნური ფორმულაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს უყვარს და აბედნიერებს. სწორედ ამიტომ დღეს ნაყინის ერთ-ერთ გამორჩეულ ქართულ ბრენდზე მოგიყვებით. „პალომა“ გახლავთ ბრენდი, რომელმაც მომხმარებელს ბაზარზე არსებული სტანდარტული პროდუქციის პარალელურად ნაყინის ჭიქებში განსაკუთრებული არომატები – „სტრაჩატელა“ და „კრემბრულე“, ამავდროულად კი უშაქრო ნაყინი შესთავაზა. „პალომას“ დირექტორის გიორგი ჭიჭიკოშვილის განმარტებით, ბრენდის პროდუქცია უმაღლესი ხარისხის ევროპული […]
სახალხო დამცველი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი – განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი. განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, დღემდე არ დამტკიცებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის სტანდარტები. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ – „კომუნიკაცია და ქსელები“ (IEEE BlackSeaCom) მუშაობა დაიწყო

XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კომუნიკაციების სფეროში უახლესი მიღწევები და კვლევებია. თუმცა გასათვალისწინებელია ტექნოლოგიური განვითარების თანმდევი პროცესი – ინფორმაციის გავრცელების საფრთხე. IEEE-ის ეგიდით, რომელიც მსოფლიოში სანდო „ხმაა“ საინჟინრო, გამოთვლითი და ტექნოლოგიური ინფორმაციის მიმართულებით მომუშავე მეცნიერთათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ მეტად მნიშვნელოვან და აუცილებელ თემებზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვა მიუთითებს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი IEEE დიდი ოჯახის ღირსეული […]
ლევან იოსელიანის განცხადებით, 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა. „სიღარიბე ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა […]
დანიის საგარეო უწყება – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დანია 21 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დანია 21 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანიის მიერ თანხების გამოყოფა 2030 წლამდე იგეგმება და მიზანს ადმინისტრაციული სტრუქტურებისა და კანონმდებლობის შექმნაში უკრაინისა და მოლდოვის დახმარება წარმოადგენს. მომავალში დანიის მხარდაჭერა დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდება. „ევროკავშირის წარმატებულ გაფართოებას ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტი […]
დანიის ელჩი: ჩვენი პოზიციაა, რომ ამ კანონმა ზიანი მოუტანა ევროპულ პერსპექტივას

საქართველოში დანიის საელჩო 2022 წელს გაიხსნა. ჩვენ არ დავიხურებით, არსად წავალთ. ამ ქვეყანაში საელჩო იმიტომ გავხსენით, რომ მხარი დაგვეჭირა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, კიდევ უფრო ძლიერად. არ უნდა მივატოვოთ საქართველო, უნდა გავაძლიეროთ მისი მხარდაჭერა. რაც შეეხება მაღალი დონის შეხვედრებს და ურთიერთობებს, ეს ალბათ შედგება, თუმცა ამ ყველაფერს თან უნდა ახლდეს ნათელი და ზუსტი მესიჯები. ჩვენი პოზიციაა, […]
იოსელიანი: წელს სამართალდამცავები მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ

2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის შინაარსის და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა. ამ წელსაც იყო შეკრების დაშლის მიზნით გამოყენებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებების გატარების შემთხვევები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, 2024 წელს 2023 წლისგან განსხვავებით, ჩემს მიერ მონახულებულ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს იმას, […]