სახალხო დამცველის განცხადებით, კარგი იქნება თუ საპატიმროებში პატიმრების რაოდენობა შემცირდება

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, კარგი იქნება თუ საპატიმროებში პატიმრების რაოდენობა შემცირდება. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, საპატიმროებში მსჯავრდებულ-ბრალდებულთა ოდენობის შემცირება, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. „სამწუხაროდ, საქართველო, პატიმრების რაოდენობის მიხედვით, ევროპაში, თურქეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა. 9500 მსჯავრდებულ-ბრალდებული გვყავს მთლიანობაში, რაც არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე. ვფიქრობ, რომ ეს მაჩვენებელი არის […]
ომბუდსმენი – 2016 წლამდე ყველა ეთერში იყო დებატები, 2016 წლის შემდეგ კი არ არსებობს – პარლამენტის წევრი ვალდებულია მოქალაქეების შეკითხვას უპასუხოს, რაც ამ შენობაში მედიის საშუალებით ჟღერდება

2016 წლამდე ყველა ეთერში იყო დებატები, 2016 წლის შემდეგ ეს დებატები არ არსებობს – პარლამენტის წევრი ვალდებულია მოქალაქეების შეკითხვას უპასუხოს, რაც ამ შენობაში მედიის საშუალებით ჟღერდება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პარლამენტში დაწესებულ მედიარეგულაციებს ეხება. მისივე თქმით, საზოგადოება სრულფასოვნად უნდა იყოს ინფორმირებული. „საქართველოში, […]
ირაკლი ქავთარაძე – „ნაციონალური მოძრაობა“, აწ უკვე, როგორც ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი, ხმის უფლებით შეხვედრებს ბრიუსელში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებთან გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აწ უკვე, როგორც ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი, ხმის უფლებით შეხვედრებს ბრიუსელში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებთან გამართავს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქავთარაძემ EPP-ში მიმდინარე შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ქავთარაძე აღნიშნავს, ევროპელი მეგობრები მზად არიან ქართველ ხალხს გევრდით დაუდგნენ. „დღეს შეხვედრები გვქონდა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებთან, ისინი […]
აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს მინიმუმ 1 ოქტომბრამდე არ გახსნის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 1 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა. დოკუმენტის მიღების მიზანია „ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენცია“. აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი 2020 წლის გაზაფხულიდან დაკეტილი აქვს. ბაქოში განაცხადეს, რომ საკარანტინო რეჟიმს შეინარჩუნებენ „იმდენ ხანს, რამდენიც აუცილებელი იქნება“. ქვეყანაში […]
ბახმაროში „ორბის” პროექტში სასტუმროს ნომრების რაოდენობა 66%-ით მცირდება – მთავრობის განკარგულება

ბახმაროში „ორბის” პროექტი იცვლება. სასტუმროს ნომრების რაოდენობა 66%-ით მცირდება, – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი. პროექტი, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტის მიზეზად იქცა, 2025 წელს უნდა დასრულებულიყო. ახალი განკარგულების მიხედვით კი, „ორბი ჯგუფის“ მრავალფუნქციური კომპლექსის ფუნქციონირების ვადამ 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. უცვლელად დარჩა სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცის, კომერციული და კვების ობიექტების მოწყობის ვალდებულება. განკარგულებაში […]
რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს არ სურს, რუსეთისთვის საფრთხის პლაცდარმად გამოიყენონ

რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი ალექსეი ოვერჩუკი ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად “აცნობიერებს”, რომ არ სურს რუსეთისთვის საფრთხის პლაცდარმად გამოიყენონ. მისივე თქმით, ეს დადებითად აისახება რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირზე. “თუ შევხედავთ საქართველოს… სულ უფრო მეტად აცნობიერებ საკუთარ თავს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც ცდილობს მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან. მათ ესმით, რომ არ სურთ გამოიყენონ როგორც პლაცდარმი რუსეთის […]
ისრაელის უზენაესი სასამართლოს თქმით, სავალდებულო გაწვევა ულტრაორთოდოქსებზეც ვრცელდება

ისრაელის უზენაესი სასამართლოს გარდამტეხი გადაწყვეტილებით, ისრაელის ჯარში სავალდებულო გაწვევა ულტრაორთოდოქს მამაკაცებზეც უნდა გავრცელდეს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ისრაელში დასრულდება მრავალწლოვანი სისტემა, რომელიც ულტრაორთოდოქს მამაკაცებს ჯარში მსახურობასთან მიმართებით რიგ შეღავათებს გულისხმობდა მაშინ, როცა ქვეყნის სეკულარულ ებრაულ მოსახლეობაზე სავალდებულო გაწვევა მოქმედებდა. სასამართლოს თქმით, სახელმწიფო კანონს “იურიდიული ძალის არმქონე შერჩევითობით აღასრულებდა, რომელიც კანონის უზენაესობისა და იმ პრინციპის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენდა, […]
ჰააგის სასამართლომ სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა

ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს ბრალი ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედებათ. „მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ […]
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები ქალაქ ვარნაში გამართული ფესტივალის გამარჯვებულები არიან

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები „ფერხისი“ და „იმედი“ ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გამართული ფესტივალის გამარჯვებულები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ფესტივალ-კონკურსში ანსამბლებმა პირველი ადგილი დაიკავეს. ორივე ბულგარეთში, კომპანიებმა “MAGICGROUP”-მა და “ART FEST ASSOCIATION “-მა მიიწვიეს. „ფერხისს” სამახსოვრო დიპლომებსა და მედლებთან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცა და ბულგარეთში, მომავალ წელს დაგეგმილ […]
პოლონეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

როგორც ცნობილია, „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ ეგიდით, მსოფლიოს მასშტაბით იგეგმება საერთაშორისო სამკითხველოების გახსნა. ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში დღეს პირველი ბიბლიოთეკა უკვე გაიხსნა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში. ამის თაობაზე „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. „დღეს პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. პროექტი „წიგნიერების გამავრცელებელმა საზოგადოებამ” ასოციაცია “საქართველოსთან” ერთად განახორციელა. დიდი მადლობა ჩვენი საზოგადოების […]