ხალხი ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც მისთვის სასარგებლო კანონებს მიიღებს, ხელისუფლება კი ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ხალხისთვის სასარგებლოა

ხალხი ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც მისთვის სასარგებლო კანონებს მიიღებს, ხელისუფლება კი ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ხალხისთვის სასარგებლოა როგორც ჩანს წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი დროშა კი იქნება – ეროვნული.“ – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარია, თუ ლგბტ პროპაგანდა მითია და […]
სალომე ზურაბიშვილმა ყველა უსამშობლო და პარაზიტი პოლიტიკოსი გააერთიანა და საკუთარი ფრთის ქვეშ შეისახლა, ახლა ბევრად მარტივია პოლიტიკური სანაგვისკენ ყველას ერთად გახვეტა

სალომე ზურაბიშვილმა ყველა უსამშობლო და პარაზიტი პოლიტიკოსი გააერთიანა და საკუთარი ფრთის ქვეშ შეისახლა, ახლა ბევრად მარტივია პოლიტიკური სანაგვისკენ ყველას ერთად გახვეტა ჯერ საკუთარი მაგინებელი შეიწყალა, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი წაახალისა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებისთვის კონსტიტუციაც კი დაარღვია და სამაგიეროდ, ნაც-მოძრაობამ გადაარჩინა იმპიჩმენტს. ახლა სხედან და გეგმავენ, როგორ მობანონ ბინძური სახეები ერთმანეთს, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, […]
ყაველაშვილი ცოტნე ივანიშვილის ფოტოზე: აბსოლუტურად არ წარმოადგენს პრობლემას

დეპუტატი და ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ნაკრების შეკრების დროს გერმანიაში ცოტნე ივანიშვილის ჩასვლა და ფოტოს გადაღება პრობლემას არ წარმოადგენს. მისი თქმით, ფეხბურთელებს ფოტოს გადაღებას ვერავინ დააძალებდა. “ჯერ ერთი, აბსოლუტურად არ წარმოადგენს პრობლემას, რომ თუ არის შესაძლებელი, ჩვენ დროსაც, ნებისმიერ დროს ხდებოდა ამა თუ იმ პიროვნებასთან შეხვედრა ორმაგი სურვილიდან გამომდინარე, თუ მოხდებოდა შეთანხმება ხელმძღვანელობასთან, […]
,, ვინ ითამაშებს და ვინ – არა, ჩემი გადასაწყვეტია” – ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გელზერკირხენის „ველტინს არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა: „აქ წინა შეხვედრებზე სასაუბროდ არ ვარ. წინ პორტუგალიასთან მატჩი გველის. რაც შეეხება ზივზივაძეს, ის მოედანზე თურქეთთან შემოვიდა, ჩეხეთთან კი სხვა მოთამაშის შეშვება ვამჯობინე. გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ საფეხბურთო შეხედულებებით ვხელმძღვანელობ. ვინ ითამაშებს და ვინ – არა, ჩემი გადასაწყვეტია. კიტეიშვილის თამაშს რაც შეეხება, პირველ ორ მატჩში […]
მიხეილ ყაველაშვილი – „ხალხის ძალა“ ყველაზე გაბედულები ვართ და ყოველთვის სიმართლეს ვიძახით

ეს პროცესები წინასწარ გვაქვს ნავარაუდები – ესეც გარედან ნაკარნახევი თემაა,- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა. ყაველაშვილის თქმით, საზოგადოებაზე მიმდინარეობს შანტაჟი, რომლის მიზანიც ხელისუფლების ცვლილებაა. „ხალხის ძალა“ ყველაზე გაბედულები ვართ და ყოველთვის სიმართლეს ვიძახით. სხვათა შორის, ეს პროცესები წინასწარ გვაქვს ნავარაუდები, როგორ განვითარდებოდა. ამ ძალებმა, რომლებიც თითქოს […]
თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ პროექტის მონაწილეებს სამხედრო მოსამსახურეებმა სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების საქმეში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას, სამხედრო ისტორიას, ასევე ისტორიულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს […]
მაია სანდუ – ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია

ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ X-ზე წერს. „დღეს, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებენ. ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერს მაია სანდუ. მოლდოვის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებსა და ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის […]
გვარამია: 8 ივლისამდე უნდა მივიღოთ სწორი კონფიგურაცია, რითაც წარვდგებით ამომრჩეველთან

ერთიანობის ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართული პროდასავლური ოპოზიციის ძალიან სერიოზული წარმატება. ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი არის მაინც ორი – პირველი არის ის, რომ 8 ივლისამდე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სწორ კონფიგურაციაზე, რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე და ეს არ არის აუცილებლად ერთიანი სია. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ პასუხისმგებლობით და რაციონალურად […]
სლოტი რუსულ კანონზე: ეს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო დააშორებს

ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის პოზიციით და მიღებული კანონით. ვფიქრობ, რომ ეს [რუსული კანონი] მათ კიდევ უფრო დააშორებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რადგან მათ მართლაც სწამთ მათი მომავალი ევროკავშირშია. ამიტომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ერთი მხრივ ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ საქართველოს მთავრობის, რომ ეს არ არის […]
ჰააგის სასამართლომ შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) რუსეთ-უკრაინის ომში დანაშაულების ჩადენის ბრალდებით რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა. რუს მაღალჩინოსნებს უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოქალაქეებზე იერიშის ხელმძღვანელობა და ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები ედებათ ბრალად. ICC-ის მოსამართლეების დადგენილებით, არსებობს “გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ბრალდებულ […]