თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ

თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ პროექტის მონაწილეებს სამხედრო მოსამსახურეებმა სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების საქმეში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები ეცნობიან საქართველოს ისტორიას, სამხედრო ისტორიას, ასევე ისტორიულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. კითხვარები […]

Red Wings-მა სოჭი-ბათუმის მიმართულებაზე პირდაპირი ფრენები დაიწყო

22 ივნისს სოჭი-ბათუმის მიმართულებაზე რუსულმა Red Wings- მა პირველი ფრენა შეასრულა. ფრენები კვირაში 2 სიხშირით, 100 ადგილიანი თვითმფრინავით შესრულდება. პირველ რეისზე მგზავრთა რაოდენობა 90 იყო. მგზავრობის დრო დაახლოებით 55 წუთია. ადრე სოჭიდან ბათუმის მიმართულებით რეისები არ ხორციელდებოდა, ეს ახალი მიმართულებაა სოჭის აეროპორტისთვის. ბათუმის გარდა Red Wings Airlines გეგმავს რეგულარულ ფრენებს სოჭის აეროპორტიდან კიდევ 9 შიდა […]

მამუკა ხაზარაძე – “ლელოს” პოზიცია ერთიან სიაზე ცნობილია, ეს თემა დასრულებულია – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ძალასთან, რომელიც საქართველოს რუსულ ხელისუფლებას ჩამოაშორებს, ვითანამშრომლოთ

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ლელო” ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს, იმისათვის, რომ საქართველოს “რუსული ხელისუფლება მმართველობიდან ჩამოაშორონ”. მისივე თქმით, “ლელოს” პოზიცია არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობასთან დაკავშირებით ცნობილია და “ეს თემა დასრულებულია”. “ლელოს” პოზიცია ერთიან სიასთან დაკავშირებით ცნობილია. ეს თემა დასრულებულია. ნებისმიერი თანამშრომლობა, პარტნიორობა იმისათვის, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოვაშოროთ, ჩვენთვის არის მისასალმებელი, მისაღები. ყველაფერს […]

სახალხო დამცველი – სამწუხაროა, რომ ცარიელ დარბაზში მიწევს ანგარიშის წარმოდგენა – უცნაურია, როგორ შეიძლება არ აინტერესებდეთ პარლამენტის წევრებს პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია ასახული

სამწუხაროა, რომ ასეთ ცარიელ დარბაზში მიწევს ანგარიშის წარმოდგენა – უცნაურია, როგორ შეიძლება არ აინტერესებდეთ პარლამენტის წევრებს ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია ასახული , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი ყოველწლიური მოხსენების დასკვნით სიტყვაში განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც სხვადასხვა უწყებამ, ისე პარლამენტმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რადგან „ეს ქვეყანას […]

ანა წითლიძე გაბრიელიუს ლანდსბერგისს – საქართველოში არსებული სიტუაცია ძალიან მძიმეა – როგორ შეუძლია ევროპის საბჭოს წვლილი შეიტანოს ამ არჩევნების მართლაც სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად?

საქართველოში არსებული სიტუაცია ძალიან მძიმეა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორ შეუძლია ევროპის საბჭოს წვლილი შეიტანოს ამ არჩევნების მართლაც სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად? – ამ კითხვით საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს მიმართა. წითლიძის განმარტებით, ევროკავშირში […]

რუსეთმა იეჰოვას მოწმეებს “ექსტრემიზმისთვის” ამ დრომდე ყველაზე გრძელვადიანი სასჯელი დაუწესა

ნიუ-იორკში დაფუძნებული იეჰოვას რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლის, ჯაროდ ლოპესის ცნობით, რუსეთის სასამართლომ იეჰოვას სამ მოწმეს “ექსტრემისტული საქმიანობისთვის” პატიმრობა მიუსაჯა, რაც დევნის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრი სასჯელია. ლოპესის ინფორმაციით, იეჰოვას რელიგიური ჯგუფის წევრებს, ნიკოლაი პოლევოდოვს რვა წელი და ექვსი თვე, ვიტალი ჟუკს რვა წელი და ოთხი თვე და სტანისლავ კიმს რვა წელი და ორი თვე მიესაჯათ. […]

ოვერჩუკი: საქართველოს არ სურს გამოიყენონ, როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა პრიმაკოვის ფორუმზე საქართველოზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ “არ სურს გამოყენებული იყოს, როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ” და ამას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ კავშირებზე პოზიტიური გავლენა აქვს. “თუ შეხედავთ საქართველოს… იგი უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან. მათ […]

ჯარში მყოფ პოლიტიკოსზე ერთადერთი ასოციაცია ზელენსკიზე მოგდით, მანდ ჩანს, ვინ არის თქვენთვის საფიცარი – პაპუაშვილი აქუბარდიას

ჯარში მყოფ პოლიტიკოსზე ერთადერთი ასოციაცია ზელენსკიზე მოგდით, მანდ ჩანს, ვინ არის თქვენთვის საფიცარი, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას. ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თეონა აქუბარდიამ აღნიშნა: „რას ეუბნებით ჯარისკაცებს? ბატონო შალვა, თქვენ რომ იყავით ჯარში წასული სამხედრო მაისურით, ზელენსკის სტილში, რა უთხარით […]

ჰააგის სასამართლომ სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის სასამართლომ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა. დაკავების ორდერები უკრაინაში ინტერვენციისას ჩადენილი დანაშაულებისთვის გაიცა. ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შოიგუსა და გერასიმოვს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთის არმიის მიერ, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე […]

„შედეგები კარგია“ – თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მკურნალობაზე

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მედიკამენტ „ვოსორიდიტით“ მკურნალობა გასული წლის ბოლოდან დაიწყო და მასში პაციენტების პირველი ჯგუფი წლის ბოლოს ჩაერთო. ბავშვებს კარგი შედეგები აქვთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მკურნალობის პროცესში იყო გვერდითი მოვლენების ერთეული შემთხვევები, რაც კლინიკაში იმართა და ახლა უკვე ქვეყანა გადავიდა დეცენტრალიზებულ მოდელზე. თამარ გაბუნიას განმარტებით, მკურნალობას […]