საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ შოიგუს და გერასიმოვის დაპატიმრების ორდერები გასცა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისთვის, სამშაბათს, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის სერგეი შოიგუს და წამყვანი გენერლის, ვალერი გერასიმოვის დაპატიმრების ორდერები გასცა. ამით, მოსკოვის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ჯარების გაგზავნის შემდეგ, მაღალი რანგის რუსი ეჭვმიტანილების წინააღმდეგ გაცემული დაპატიმრების ორდერების რაოდენობა რვამდე გაიზარდა. მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც უკრაინელი […]
მოძრაობა ზოდის გადარჩენისთვის აქტივისტს კოტე აბდუშელიშვილს თავს დაესხნენ

სოფელი ზოდის გადარჩენისთვის მოძრაობის კიდევ ერთ წევრს, სამოქალაქო აქტივისტ კოტე აბდუშელიშვილს თავს დაესხნენ. აქტივისტი ჰყვება, რომ 3 ადამიანი თბილისში, 51-ე სკოლასთან დაესხა თავს. ის ამბობს, რომ თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და გაქცევა მოახერხეს. “თავდასხმა მოხდა ჩემზე 51-ე სკოლის წინ. მცემეს, მე მგონი ტვინის შერყევაც მაქვს. გადარჩენილი ვარ, პატრული მოსულია. დაზიანებები მაქვს, წამაქციეს და მირტყამდა 3 ადამიანი. […]
5 კომპანია, რომლებმაც 2023 წელს ღვინის მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირებით სახელმწიფოსგან ₾243 ათასი მიიღეს

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით“ 2023 წელს სულ ხუთმა კომპანიამ ისარგებლა. ამის შესახებ BM.GE-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დამტკიცდა და 2022 წლიდან ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ექსპორტიორ კომპანიებს 600 000 ლარამდე თანადაფინანსების მიღება შეეძლოთ, თუმცა წელს თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა თითოეულ ბენეფიციარზე 300 000 ლარამდე შემცირდა. პროგრამაში მონაწილეობისთვის […]
ხატია დეკანოიძე – კონფიგურაციები უნდა მორჩეს, ოპოზიციის სტრატეგია მალე უნდა ჩამოყალიბდეს – ყველა პარტიას უნდა ესმოდეს პასუხისმგებლობა, რომ ოპოზიციის გაფანტული ხმები, რომლებიც ბარიერს მიღმა დარჩება, „ქართული ოცნების“ მხარეს წავა

კონფიგურაციები უნდა მორჩეს. უამრავი ადამიანი კითხულობს, თუ როგორი იქნება ოპოზიციის სტრატეგია, საარჩევნო გეოგრაფია, ეს მალე უნდა ჩამოყალიბდეს , – ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფის – „ევროოპტიმისტები“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. როგორც დეკანოიძემ ერთობის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა, ”ერთიანობის ქარტიას“ ხელი იმიტომ არ მოაწერა, რომ ის პარტიული დეკლარაციაა, ამიტომ პოლიტიკურ ჯგუფს ამაზე არ უმსჯელია. […]
მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა. პირველი მთავრობათაშორისო კონფერენცია დღეს, 25 ივნისს, ლუქსემბურგში გაიმართა. მოლდოვას პრემიერ-მინისტრი, დორინ რეჩაქნი წარმოადგენდა, ევროკავშირის დელეგაციას კი ბელგიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი. შეხვედრას ესწრებოდა ოლივერ ვარჰეი, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში. “ვულოცავ მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გარდამტეხი ნაბიჯის გადადგმას. მოლაპარაკებების გახსნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ორ წელში დასტურია, […]
ვენეციის კომისია გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მოსაზრებებს აქვეყნებს

ვენეციის კომისია ორ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება. ვენეციის კომისიის შეფასებები ვებგვერზე 24 ივნისს გამოქვეყნდა. ვენეციის კომისია გენდერული კვოტების გაუქმებაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ მოსაზრებაში „ძალიან შეშფოთებულია“, რომ შესწორებები მიღებულ იქნა დაჩქარებული პროცედურით, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის, სამოქალაქო […]
ალავერდის ტაძარი სტიქიის შემდეგ – ტერიტორიას მძიმე ტექნიკით ასუფთავებენ

ალავერდის სამონასტრო კომპლექსში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მიიყვანეს ახმეტის მერიის მძიმე ტექნიკა, რომელსაც ალავერდის ეზოდან გააქვს მოგლეჯილი ხეები და სახურავის ნამტვრევები. ალავერდის სამონასტრო კომპლექსში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მიიყვანეს ახმეტის მერიის მძიმე ტექნიკა, რომელსაც ალავერდის ეზოდან გააქვს მოგლეჯილი ხეები და სახურავის ნამტვრევები. სტიქიამ, რომელსაც ადგილობრივებმა “ტორნადო” უწოდეს, დააზიანა ალავერდის ტაძრის მთავარი გუმბათი. გუმბათს თუნუქი მთლიანად […]
რუსეთში ევროკავშირის ათობით წამყვანი მედიასაშუალების ვებგვერდებზე წვდომა იბლოკება

რუსეთში ათეულობით წამყვანი ევროპული მედიასაშუალების ვებგვერდებზე და სხვა მედია რესურსებზე წვდომა დაიბლოკება. ამის შესახებ სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა და მას საპასუხო ზომა უწოდა ევროკავშირის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სამ რუსულ მედიასაშუალებაზე წვდომა იბლოკება. საერთო ჯამში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში შედის ევროკავშირის 25 ქვეყნის (გარდა ხორვატიისა და ლუქსემბურგისა) 81 მედია ორგანიზაცია. მათ […]
ჩინეთი პოლონეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად 15-დღიან უვიზო რეჟიმს აწესებს

ჩინეთი პოლონეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად 15-დღიან უვიზო რეჟიმს აწესებს. ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრელებს სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მიესალმება ჩინეთის ბაზარზე მეტ ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქტის შესვლას და ორმხრივი ინვესტიციების გაფართოებას. თავის მხრივ, დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მტკიცედ იცავს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და […]
პესკოვმა ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს „ორლესლიანი მახვილი“ უწოდა

კრემლმა ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მე-14 პაკეტი უკანონოდ გამოაცხადა და მათ „ორლესლიანი მახვილი“ უწოდა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვები უკანონოა, ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის „ორლესლიანი მახვილი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც სანქციების ახალ, მე-14 პაკეტს ეხება. როგორც მან აღნიშნა, „ეს შეზღუდვები ბევრ რამეში ბუმერანგის ეფექტს […]