ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობას ალან ბერსე დაიკავებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობას ალან ბერსე დაიკავებს. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს. „ვულოცავთ ალენ ბერსეს, რომელიც ახლახან ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით აირჩიეს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. ბერსე მოვალეობის შესრულებას 18 სექტემბრიდან შეუდგება.

Lufthansa ბილეთების ფასს აძვირებს

გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa Group-მა განაცხადა, რომ კლიმატის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდილი ხარჯების გამო ავიაბილეთებზე დამატებით გადასახადს დააწესებს საჰაერო ხაზის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, დამატებითი გადასახადი 1-დან 72 ევრომდე იქნება. ამ გზით შეგროვებულმა თანხებმა Lufthansa-ს უნდა მისცეს საშუალება დაფაროს CO2-ის ემისიის შეძენის ხარჯები ევროპული ETS სისტემის ფარგლებში. გარდა ამისა, „მწვანე“ საავიაციო ნავთი, რომელსაც სულ უფრო ხშირად იყენებენ ავიაკომპანიები, უფრო […]

უმცროსი ბორჯღალოსნები ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ

უგულშემატკივრე უმცროს ბორჯღალოსნებს 2024 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც „ბ“ ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ. ტურნირს 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა, სტელენბოში და ქეიფთაუნი უმასპინძლებს. ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს შარშანაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა, სადაც საქართველომ აქამდე საუკეთესო შედეგი აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან, შარშან ირლანდიამ ფინალში ითამაშა […]

მარკ რუტე NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი იქნება

NATO-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ინიშნება – ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყებს და ის იენს სტოლტენბერგს შეცვლის. ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას ათი წლის განმავლობაში იკავებდა.

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებულ ოთარ ცინდელიანის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული 14 წლიდან ნარკოტიკებზეა დამოკიდებული

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებულ ოთარ ცინდელიანის ადვოკატის, კლარა შუკვანის განცხადებით, ბრალდებული 14 წლიდან ნარკოტიკებზეა დამოკიდებული. ადვოკატის თქმით, მკვლელობა გენდერის ნიშნით არ მომხდარა. “პირველ რიგში, მშობლებს და ახლო ნათესავებს ვუსამძიმრებ, ძალიან ცუდი ტრაგედია მოხდა, ეს არის ტრაგედიაა. სამწუხაროდ, დღეს ნარკოტიკული საშუალებები ნებადართულია, რის შედეგადაც ასეთი შედეგი მივიღეთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამწუხაროდ, […]

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია, ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით

ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს, რადგან რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, არამედ მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები არიან. „ისინი რას […]

ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს – ალბათ, სჯობდა კითხვაზე ისევ გეპასუხათ: რატომ? – იმიტომ – მომაწერეთ კითხვა, რომელიც საერთოდ არ დამისვამს

ალბათ, სჯობდა კითხვაზე ისევ გეპასუხათ: რატომ? – იმიტომ – მომაწერეთ კითხვა, რომელიც საერთოდ არ დამისვამს, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, აბსურდია იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც არ დასმულა. „ბატონო გიორგი, უნდა ვაღიაროთ, რომ ალბათ სჯობდა კითხვაზე გეპასუხათ: რატომ? – იმიტომ. ეს უფრო […]

ბექა ოდიშარია გიორგი მსხილაძეს – გასაგებია, რომ ლობირებთ კონკრეტულ ძალას, თუმცა პატივსაც არ გცემენ იმდენად, რომ მობრძანებულიყვნენ და მხარი დაეჭირათ დასწრებით მაინც, იმიტომ, რომ უშინაარსო ბოიკოტში არიან

გასაგებია, რომ ლობირებთ კონკრეტულ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან აფილირებულ NGO-ებს და მათ დაკვეთას ასრულებთ ახლა, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ პატივსაც არ გცემენ იმდენად, რომ მობრძანებულიყვნენ და მხარი დაეჭირათ დასწრებით მაინც, იმიტომ, რომ უშინაარსო ბოიკოტში არიან,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს, რომელიც საარჩევნო კოდექსში […]

პროკურორი 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე – დაცვის მხარის შეკითხვები იყო ერთი გარემოების მანიშნებელი, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოეხდინათ გარდაცვლილის მშობლების

თავად დაზარალებულს [ქეთევან ჯავახიშვილს] აქვს ფსიქოლოგთან ნათქვამი, რომ მასზე ბრალდებულის [ოთარ ცინდელიანის] მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა,- ამის შესახებ 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, დაცვის მხარის კითხვები მოკლულის მშობლების დისკრედიტაციის მოხდენას ემსახურებოდა. „დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ გარდაცვლილის მშობლები. დედის ჩვენებით დადასტურდა მნიშვნელოვანი გარემოება, ბრალდებული სისტემატურად […]

შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას – ეტყობა, როგორ კითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნებს

ქალბატონო თეონა [აქუბარდია], ეტყობა, როგორ კითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნებს – შეიძლება არ იცით, რომ ამ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა არ არსებობს,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, რომელმაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე ისაუბრა და მას „დასკვნა“ უწოდა. ეს სიტყვა აქუბარდიამ მაშინ გამოიყენა, როდესაც „საარჩევნო […]