„იმედია, თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს” – პრეზიდენტი

ვიმედოვნებთ, თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. „ვულოცავ მარკ რუტეს ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა […]
,,რა სიმბოლურია, რომ დღეს პორტუგალიას ვეთამაშებით“ – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია: ,,რა სიმბოლურია, რომ დღეს პორტუგალიას ვეთამაშებით. ევროპა ხომ სწორედ ლისაბონიდან თბილისამდეა. ჩვენ არ დავიჯერეთ, რაშიც თავგამოდებით გვარწმუნებდნენ, თითქოს საქართველო ,,პატარა სოფელია”. ჩვენ გვჯერა, რომ ევროპის დედაქალაქი თბილისია. უფრო მეტიც, მისი აღმოსავლეთი კარიბჭის გასაღები სწორედ ჩვენ გვიჭირავს. როგორც ბორის პაიჭაძეს ერთხელ სერგო კოტრიკაძისთვის უთქვამს, ახლაც ასეა – ჩვენი მეკარე ფეხბურთის კარს კი არა, […]
უმცროსი ბორჯღალოსნები ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ

უგულშემატკივრე უმცროს ბორჯღალოსნებს 2024 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც „ბ“ ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ. ტურნირს 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა, სტელენბოში და ქეიფთაუნი უმასპინძლებს. ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს შარშანაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა, სადაც საქართველომ აქამდე საუკეთესო შედეგი აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან, შარშან ირლანდიამ ფინალში ითამაშა […]
ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სუმოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს

პოლონეთში, ევროპის ჩემპიონატზე, ჭაბუკმა სუმოისტებმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს. ამ ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები 4 სუმოისტით იყო წარმოდგენილი და მათ 5 მედალი – 2 ოქრო 🥇 2 ვერცხლი 🥈 და 1 ბრინჯაო მოიპოვეს. გამორჩეულად იასპარეზა დავით აქუბარდიამ. მან თავის წონით კატეგორიაში 90 კგ-ში პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მან ასევე იასპარეზა აბსოლუტურ […]
„კასპერსკის ლაბორატორია“: Android მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა გაორმაგდა

„კასპერსკის ლაბორატორია“: Android მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა გაორმაგდა „კასპერსკის ლაბორატორიამ“ 2024 წლის პირველ კვარტალში აღკვეთა 10,1 მილიონი თავდასხმა მავნე პროგრამების, რეკლამის ან არასასურველი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით Android-ისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 4,95 მილიონი ასეთი შეტევა. კომპანიის მონაცემებით, მობილური მოწყობილობებისთვის ყველაზე გავრცელებული საფრთხე მიმდინარე წლის იანვარ-მარტში იყო სარეკლამო პროგრამა (AdWare) — აღმოჩენილი საფრთხის მთლიანი […]
BTU AI ჰაკათონი დასრულდა – 15 000-ლარიანი საპრიზო ფონდი სამ გამარჯვებულზე გადანაწილდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტური ჰაკათონი „ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში“ გაიმართა. ჰაკათონის საპრიზო ფონდი 15,000 ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხა გადანაწილდა სამ გამარჯვებულ გუნდზე, რომლებიც საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ. მონაწილე გუნდებმა ორი ეტაპი გაიარეს. თავდაპირველად, ჟიურის წარუდგინეს ერთგვერდიანი დოკუმენტი თავის პროექტის შესახებ, რომლის საფუძველზეც მეორე ტურში გადასული გუნდების სია ჩამოყალიბდა. მეორე ტურში მოხვედრილმა გუნდებმა […]
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. პროექტს დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარუდგენს. თავდაპირველად ის კოლეგებს სახალხო განხილვის შედეგებს აცნობს. ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 […]
CNN: აშშ სამხედრო კონტრაქტორების უკრაინაში გაგზავნას განიხილავს

CNN-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია სამხედრო კონტრაქტორების უკრაინაში განლაგებაზე დე ფაქტო აკრძალვის მოხსნისკენ მიდის, რათა უკრაინელებს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის სისტემების შენარჩუნებასა და შეკეთებაში დაეხმარონ. CNN-ის თანახმად, ინფორმაცია ამის შესახებ „საკითხის მცოდნე“ ოთხმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა. „ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ბაიდენის ადმინისტრაციის უკრაინის პოლიტიკაში, რადგან აშშ ეძებს გზებს, რათა უკრაინის სამხედროებს რუსეთის წინააღმდეგ […]
ჯულიან ასანჟი ავსტრალიაში ჩავიდა

ჯულიან ასანჟი ავსტრალიაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ჯულიან ასანჟს აეროპორტში მისი ოჯახის წევრები დახვდნენ. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქმის დასრულებით მოხარულია. შეგახსენებთ, დღეს, Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლო მოსმენა აშშ-ის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე გაიმართა. ასანჟს ბრალი დიდი რაოდენობით […]
27 ივნისს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ რიგით პირველი კონცერტი გაიმართება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით, 27 ივნისს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში “ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ” რიგით პირველი კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამარ ლიჩელი – ფორტეპიანო “ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ” ორგანიზატორი, ლიზი რამიშვილი – ჩელო, გიორგი შავერზაშვილო კომპოზიტორი, კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, […]