კვარაცხელია 7.9 ქულით პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშეა – Sofascore

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მეორე გოლი კი 57-ე წუთზე მიქაუტაძემ გაიტანა. UEFA-მ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.9 ქულით შეაფასა. 7.8-აა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის – გიორგი მამარდაშვილის შეფასება, 7.4 – მიქაუტაძის. ევრო 2024-ის ჯგუფური […]

“ჩვენი ინფორმაციით, TEMU-ს საქართველოში გაშვებიდან ერთ თვეში 20 000 გზავნილი იყო” – ასოციაცია

საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა TEMU-მ მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად რამდენიმე თვეში ქართველი მომხმარებლის ყურადღებაც მიიპყრო. მარტივი ბიზნეს მოდელი, რომელიც ჩინეთიდან საქართველოს ნებისმიერ წერტილში ამანათის სახლამდე მიტანას გულისხმობს, ქართველებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა. თუმცა იაფი სერვისი ადგილობრივ ბიზნესს ძვირი დაუჯდა. უპრეცედენტოდ მაღალ მოთხოვნას ქართული საფოსტო და საკურიერო კომპანიები ვერ სწვდებიან. ამანათები გვიანდება, უკმაყოფილო მომხმარებლების რიცხვი კი […]

ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად – აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავს. „საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და მერვედფინალში გავიდა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.

ვულოცავ საქართველოს – არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში – პრეზიდენტი

გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს. არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც რწმენა, მიზანდასახულება, დაუზოგავი თავგანწირვა და გამარჯვების ჟინია, იქ გამარჯვებაცაა! გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს … არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში… შემართებით!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ […]

გელათის მონასტერი ვიზიტორებისთვის დროებით იკეტება

გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დროებით იკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლესში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში. გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და […]

ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად – აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავს. „საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და მერვედფინალში გავიდა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.

რაჭაში ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა – რას გთავაზობთ „დაკიდულა?“

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში, სასტუმრო და რესტორანი “დაკიდულა” გაიხსნა. პროექტი 9 ეკომეგობრულ კოტეჯს და სარესტორნო სივრცეს აერთიანებს. როგორც პროექტის თანადამფუძნებელმა ზუკა მანჯგალაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 მლნ ლარს აღემატება. „დაკიდულა“ სტუმრებს მიმდინარე თვიდან იღებს. ამ დროისთვის განთავსების ფასი ორ პერსონაზე საუზმით 190 ლარია. “ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს პრემიუმ კლასის […]

საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები საქართველოსა და გერმანიაში – რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი?

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის 31 დეკემბერს შეავსო, რომლის მიხედვითაც ყოფილი ფეხბურთელი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრი ფლობს 3 მიწის ნაკვეთს და 2 სახლს საქართველოსა და გერმანიაში. აღსანიშნავია, რომ სახლი და მიწა ბერლინში 2014 წლის მერე აქვს შეძენილი. დეკლარაციის მიხედვით, მის მეუღლეს, თამარა წულეისკირს აქვს კიდევ 1 ბინას […]

რა ღირს ავია ტაქსის მომსახურება საქართველოში

საქართველოში ავია ტაქსის მომსახურების მიღება ნატახტრის აეროპორტიდან არის შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს საფრენი აპარატი და მისთვის სასურველ ადგილას (ქვეყნის შიგნით) გადაადგილდეს. მომსახურებაში შედის, როგორც მგზავრთა გადაყვანა, ისე სატვირთო გადაზიდვები, ავია გასეირნება, ავია გადაღება და სხვა. რაც შეეხება ღირებულებას, 1 საათის ფასი 250-იდან 3000 დოლარამდე (ეკვივალენტი ლარში) მერყეობს. უფრო ზუსტად, კონკრეტული მოდელის საფრენი აპარატით […]

Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, 4-5 ივლისს, ახმეტაში ჩატარდება

Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSMEs), განკუთვნილი საგანმანათლებლო ლექციების ციკლია, რომელიც ფინანსური განათლების პროექტის* ფარგლებში შეიქმნა. მოდულზე რეგისტრაცია და მონაწილეობა შეუძლიათ კახეთში მცხოვრებ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს (MSMEs), სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, მომავალ ანტრეპრენერებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს. პროექტი ფოკუსირდება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა თემებზე და ემსახურება მათ გაძლიერებას. […]