“მამარდას ჰაიპი ჩათვალეთ გასამმაგდა, მისი ფასი 50 მილიონამდე ავა”– Gaius Marius Oboba

შევეცდები, რაც შესაძლებელია მოკლედ ავხსნა, რა ბენეფიტები დაგვეყარა თავზე გუშინდელი ისტორიული მოგების და ფლეიოფში გაღწევის შემდეგ. ფეხბურთი უზარმაზარი სპორტული ინდუსტრიაა, შესაბამისად არც დაგვესიზმრება ისეთი პიარი. ევრო კიდევ მუნდიალის მერე ყველაზე დიდი საფეხბურთო ფორუმი. თითოეული ნაკრების წევრი კი არა, სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც აღარ შეხედავენ, როგორც ვიღაცეებს, მათ უკვე აქვთ ჰაიპი, რომ მინიმუმ, საფეხბურთო ქვეყნიდან არიან. (დიდი […]
ივანიშვილი ნაკრებს ულოცავს, გუნდს 30 მილიონი ლარი გადაეცემა – ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნაკრებს დაწესებული ჯილდო – 30 მილიონი ლარი გადაეცემა. “ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო […]
პარლამენტმა უზენაესის წევრად სამი ახალი მოსამართლე დაამტკიცა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად სამი ახალი მოსამართლე დაამტკიცა. მათგან ერთი, გიზო უბილავა მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება, დანარჩენი ორი – ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი კი 18 ოქტომბრიდან. ეს გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმიტომ მიიღო, რომ დღემდე უზენაესში მხოლოდ ერთი მოსამართლის ვაკანსია არსებობდა, დამატებით 2 ვაკანსია კი 18 ოქტომბრიდან გაჩნდება. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოქტომბერში გამოთავისუფლებულ ადგილებზე დასანიშნად […]
3 ფაქტორი, რომელმაც სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა 2020 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დააზარალა

3 ფაქტორი, რომელმაც სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა 2020 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დააზარალა კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise ანგარიშში – „კავკასიის მაკროეკონომიკური ტენდენცია“ 3 მთავარ ფაქტორს ასახელებს, რამაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკები 2020 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დააზარალა. ანგარიშის თანახმად, პანდემიიდან მოყოლებული რუსეთ-უკრაინის ომამდე, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელო იყო. ამ პერიოდში რეგიონმა, პანდემიის გარდა, რამდენიმე უარყოფითი […]
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ 30 მაისს მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი თავდაპირველ ვერსიით მიიღო. პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 30 მაისს 80 ხმით მიიღო, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი ვეტო 13 ივნისს დაადო. მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, „საარჩევნო კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, […]
კლოდ კერნი – გვსურს საქართველოს ხელისუფლებას შეკითხვა დავუსვათ, იგი ძალიან მარტივია და ასე ჟღერს: კვლავ ხართ თუ არა ევროპული მომავლის ერთგული და ხართ თუ არა მზად თქვენი ვალდებულებები შეასრულოთ?

გვსურს საქართველოს ხელისუფლებას შეკითხვა დავუსვათ, იგი ძალიან მარტივია და ასე ჟღერს: კვლავ ხართ თუ არა ევროპული მომავლის ერთგული და ხართ თუ არა მზად თქვენი ვალდებულებები შეასრულოთ? – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა, კლოდ კერნმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს. „ძვირფასო კოლეგებო, „უცხოური […]
პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე გუშინ გაიმართა, კენჭისყრა კი დღეს შედგა. პაკეტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. დეპუტატებმა ასევე, კენჭი უყარეს „საქართველოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის პროექტს – „ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. […]
ედიტ ესტრელა – საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანად ითვლებოდა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ეს აღქმა შეცვალა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი”, რომელიც ასევე ცნობილია უცხოური აგენტების შესახებ კანონის სახელით, შეუთავსებელია დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა, ედიტ ესტრელამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც ასევე ცნობილია […]
„საქართველოს ბანკის“ IT დირექტორმა ტაშკენტში AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

„საქართველოს ბანკის“ IT დირექტორმა, ვაჟა მანტუამ ტაშკენტში AWS-ის (Amazon Web Services) აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეებს „საქართველოს ბანკის“ მიღწევები მთავარი სცენიდან გაუზიარა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაზე, სახელწოდებით „ლიდერობის ახალი ეპოქა – აღმოაჩინე, წარმოიდგინე და მიაღწიე წარმატებას“ ბიზნეს ლიდერებმა და ინოვატორებმა მონაწილეობა მიიღეს. ინფორმაციის თანახმად, ექსკლუზიურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე დისკუსია გაიმართა სწრაფად […]
სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერთის შეხვდა. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა კომისარს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. „სახალხო დამცველმა მაიკლ ო’ფლაერთის საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გააცნო და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა […]