ფეხბურთის ომი – “ომის მესამე დღეს საქმეში აშშ ჩაერთო” – გიორგი კობერიძე

რადგან ევროპის ჩემპიონატი აქტიურად მიმდინარეობს მოდი გავიხსენოთ საინტერესო პოლიტიკური მოვლენა, რომელიც სწორედ ფეხბურთს უკავშირდება. 1969 წლის 14 ივლისს ელ-სალვადორი ჰონდურასში შეიჭრა. მიზეზი კი ფეხბურთის ორი მატჩი გახლდათ, რომელიც 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევებისას ტარდებოდა. კონფლიქტს ოფიციალურად ფეხბურთის ომი ეწოდება. ყველაფერს წინ ივნისის თვეში ჩატარებული ორი მატჩი უძღოდა. ერთი ჰონდურასის დედაქალაქში ჩატარდა, ხოლო მეორე ელ-სალვადორში. ორივე […]

ცაჰკნა: განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირის კურსს სულ უფრო შორდება

საქართველოს ელჩს ესტონეთში, ზურაბ ხამაშურიძეს შევხვდი და ტალინში ახალ პოზიციაზე წარმატებები ვუსურვე. მიუხედავად გეოგრაფიული მანძილისა, ესტონეთი და საქართველო ყოველთვის იზიარებდნენ განსაკუთრებულ კავშირს, ამიტომ, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირის კურსს სულ უფრო შორდება.

მარგუს ცაჰკნა – განსაკუთრებით სამწუხაროა იმის დანახვა თუ როგორ შორდება საქართველო ევროკავშირისკენ კურსს

განსაკუთრებით სამწუხაროა იმის დანახვა თუ როგორ შორდება საქართველო ევროკავშირისკენ კურსს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “შევხვდი საქართველოს ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს და ტალინში მის ახალ თანამდებობაზე წარმატება ვუსურვე. გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, ესტონეთი და საქართველო ყოველთვის განსაკუთრებულ კავშირს იზიარებდნენ. შესაბამისად, განსაკუთრებით სამწუხაროა იმის დანახვა თუ როგორ შორდება საქართველო ევროკავშირისკენ […]

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს. „აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საქმეში. […]

სალომე ზურაბიშვილი პორტუგალიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში პორტუგალიის პრეზიდენტს, მარსელო რებელო დე სოუზას და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატს, ანტონიო კოსტას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება მიულოცეს და საქართველოს ევროპული გზის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვეს.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინის შესახებ ნაიჯელ ფარაჟის მოსაზრებები ამაზრზენი და ახლომხედველია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ბრიტანელი მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსის, ნაიჯელ ფარაჟის მიერ ახლახან გამოთქმულ მოსაზრებებზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. გასული კვირის ბოლოს ფარაჟმა ბრიტანეთის მედიაში განაცხადა, რომ დასავლეთმა, ევროკავშირისა და ნატოს სახით, აღმოსავლეთისკენ გაფართოების გადაწყვეტილებით მოახდინეს პუტინის პროვოცირება, თავს დასხმოდა უკრაინას. მისი აზრით, პუტინს მისცეს საბაბი იმისთვის, რასაც ის […]

“ეს შემდგარი ერია და მას ვერავინ დააჩმორებს და ჩაიდებს ჯიბეში” – სააკაშვილი

საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი გულშემატკივარი ადგილზე, გერმანიაში და ყველა სხვაგანაც. ჩვენები აჩვენებენ ორგანიზებულობის და ცივილიზებულობის უმაღლეს პილოტაჟს. ეს არის ნამდვილად შემდგარი ერი და მას ვერავინ დააჩმორებს და ვერ ჩაიდებს ჯიბეში. ეს ის შემთხვევაა, როცა გუნდს და მაყურებელს ერთნაირად სჯერათ საკუთარი ძალების და ერთადაა […]

“ყადაღას რომ ამხსნის მერე გადავიხდი და ეგეთი აფერისტობები არ მიიღება” – ოქრუაშვილი

თქვენ ვინ რა პირობა დადეთ მოგების შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ იმან ის 30 მილიონიანი თავანი დროზე ჩააბაროს თორემ სპროსი იქნება. … ჯგუფიდან გასვლაზე 30 მილიონს თუ დაპირდა, ესპანეთთან მოგებაზე 50-ზე ნაკლებად ვერ გამოვა “ი” კაცი. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი ყადაღას რომ ამხსნის მერე გადავიხდი და ეგეთი აფერისტობები არ მიიღება.

„რა საფრთხეს ხედავს ივანიშვილი ევროპულობაში?“ – ესტონელი პარლამენტარი

ესტონეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მსგავს კანონებს როგორც წესი კიდევ უფრო მეტად შემზღუდავი კანონმდებლობა მოჰყვება ხოლმე, „ოცნების“ რიტორიკა კი „გასაოცრად ჰგავს“ რუსულ რიტორიკას.

აზერბაიჯანული ნავთობის ისრაელისთვის მიწოდების გამო, თურქეთში საპროტესტო გამოსვლები ხშირდება და იზრდება

ისრაელის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგოს დაწესების შესახებ, თურქეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადების მიუხედავად, ანკარა ისრაელისთვის აზერბაიჯანული ნავთობის მიწოდებას აგრძელებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ერდოღანისთვის ამ ვაჭრობის პოლიტიკური ფასი იზრდება.