ექსკლუზიური ხელშეკრულება მადრიდის ატლეტიკოსთან – რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ქაცარავა

შეიძლება, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ – ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჩემი აქტივობა ძირითადად ოკუპაციას უკავშირდება და ნაკლებად სპორტს, რომელიც ჩემი 2017 წლამდე ცხოვრების ძირითადი შემადგენელი ნაწილი იყო. რამდენიმე თვის წინ, ჩემს შვილთან, მიხეილ ქაცარავასთან ერთად, დავაარსე სპორტული მენეჯმენტის კომპანია – GSMG – GEORGIAN SPORT MANAGEMENT GROUP. ჩვენი პირველი პროექტი კი მადრიდის ატლეტიკოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულებაა, რომლის განხორციელება […]

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს. „აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საქმეში. […]

ევროკავშირმა და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეხვედრა ბრუსელში შედგა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ეს შეთანხმება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, 10 წლის განმავლობაში, უკრაინას სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება გაუწიონ. შეხვედრაზე უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს ესტონეთთან […]

„აგენტების კანონი“ არჩევნებზე უარყოფითად აისახება – PACE-ს რეზოლუცია

27 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუცია მიიღო საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ. რეზოლუციას 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5- წინააღმდეგი იყო. საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციით გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქვეყნის ერთგულებისა და მისი მზადყოფნის შესახებ, შეასრულოს ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებები. ასამბლეა იზიარებს და […]

რუტე: იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდება

შეიძლება აქ ვისაუბროთ მოკლედ. ვღელავ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზის გამო, ბოლო დროის გადაწყვეტილებების გამო. მოკლედ ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, ვფიქრობ, ის შესანიშნავი ლიდერია, მაგრამ მან ვერ შეძლო… ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეულ იქნა, სამწუხაროდ. იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება, მაგრამ NATO-სთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, მეამაყება, რომ ამირჩიეს გენერალურ მდივნად, მაგრამ ნატოზე კომენტარებს 1-ელ ოქტომბრამდე […]

“ფინანსურად მარტო მე და ივანიშვილს დაგვარტყა ამ მოგებამ” – ლიკლიკაძე

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძემ, რომელმაც გუშინ, მატჩამდე, პირობა დადოს, რომ თუ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას მოუგებდა, 50 ლარს დახარჯავდა მეგობრებში, სოციალურ ქსელში, წერს: ფინანსურად მარტო მე და ბიძინა ივანიშვილს დაგვარტყა ამ მოგებამ. თქვენ რა გენაღვლებათ, იზეიმეთ ერო, ჩვენ კი გვაქვს გასასროლი 30 მილიონ 50 ლარი.

“ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი სამზადისია გადამწყვეტი ბრძოლის წინ” – კახა მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია: მისი უდიდებულესობა – ფეხბურთი ყველას ერთად, მთელ ქვეყანას ევროპისკენ გვექაჩება!!! თავად ევროპელებმა ფართოდ გაგვიღეს კარი!!! უსამართლობა იქნება, ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ გახდეს!!! ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი სამზადისია გადამწყვეტი ბრძოლის წინ, მავანის გამო, მოჯადოებულ წრეში აღმოჩენილთათვის, სწორედ ამ მოჯადოებული წრის გასარღვევად და სამშვიდობოს გასაღწევად!!!

ევროკავშირი უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას აფორმებს

ევროკავშირმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში, მათ შორის, იარაღის მიწოდების, სამხედრო წვრთნების, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისა და განაღმვითი სამუშაოების შესრულების კუთხით. შეთანხმება იმ ხელშეკრულებების მსგავსია, რომლებიც ბოლოს უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის გაფორმდა, რუსეთის აგრესიისგან დასაცავად. დოკუმენტში ნათქვამია, […]

გასულ კვირაში აშშ-ში ნავთობის მარაგები 3,59 მლნ ბარელით გაიზარდა

გასულ კვირას შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგები 3,59 მილიონი ბარელით გაიზარდა და 460,7 მილიონი ბარელი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში. ბენზინის მარაგი 2,65 მლნ ბარელით გაიზარდა და 233,89 მლნ ბარელი შეადგინა. კომერციული დისტილატების მარაგები შემცირდა 377 ათასი ბარელით, 121,26 მლნ ბარელამდე. ექსპერტები ნავთობის მარაგების 2,82 მლნ ბარელით, ბენზინის მარაგების 1,5 მლნ ბარელით და […]

“განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირის კურსს სულ უფრო შორდება” – ესტონეთი

შევხვდი საქართველოს ელჩს ესტონეთში, ზურაბ ხამაშურიძეს შევხვდი და ტალინში ახალ პოზიციაზე წარმატებები ვუსურვე. მიუხედავად გეოგრაფიული მანძილისა, ესტონეთი და საქართველო ყოველთვის იზიარებდნენ განსაკუთრებულ კავშირს, ამიტომ, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირის კურსს სულ უფრო შორდება.