ირაკლი კობახიძე – ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაციის შექმნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულია ის მხარდაჭერა, რომელიც გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საფეხბურთო ნაკრების მიმართ

ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაციის შექმნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულია ის მხარდაჭერა, რომელიც გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საფეხბურთო ნაკრების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან დიდია ქართველ ფეხბურთელებში ჟინი და მოგების სურვილი შემდეგ თამაშზეც. „ზოგადად ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაციის შექმნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, […]
ირაკლი კობახიძე – პარლამენტში მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, გვექნება საუბარი სამომავლო გეგმებზეც

თებერვალში წარდგენილ ანგარიშში მქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე, აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 28 ივნისს, პარლამენტში მოხსენების წარდგენას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებსაც, თუმცა დეტალური გეგმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იქნება ცნობილი. „ტრადიციულად, ეს მოხსენება […]
პრემიერი – დღეს ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს – საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ბოლო დღეებში ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც ამით იყო გამორჩეული. დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს , – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, რაც დაფასებას იმსახურებს. „ბოლო დღეებში, ყველა ფეხბურთით, ყველა სპორტით […]
მუსიკოსები კაფე მზიურისთვის ! – 1 ივლისს 20:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართება

კაფე მზიურის მხარდასაჭერად 1 ივლისს 20:00 საათზე მუსიკალური აქცია სახელად “მუსიკოსები კაფე მზიურისთვის” გაიმართება. “როგორც იცით, ჩვენი კაფე საფრთხეშია და მის გადასარჩენად თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, “მზიურის კაფეს” ირგვლივ ერთიანდებიან ჩვენი მეგობრები, ადამიანები, ვინც ახლოს იცნობენ ჩვენს საქმიანობას, ვისთვისაც ჩვენი სოციალური მიზნები და მიღწევები მნიშვნელოვანია. ჩვენთან დაუკრავენ: · ნიკა კოჩაროვი, · რეზო […]
“შვილმკვდარი სიკვდილის პირას ვიყავი, ლარიც არ მქონდა, დახმარებისთვის მოგმართეთ…” – რას წერს მოქალაქე მერს

თბილისის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, მოქალაქე, ნელი ხოდელი, წერს: ბატონო კახა, უღირსი ადამიანები წინა მთავრობაში ნამდვილად იყო, საქართველოს რკინიგზაში 7 იანვრის თარიღით დაიწერა ბრძანება და სამშენებლო განყოფილება (ნოქსი) გააუქმა ეზუგბაიამ, ოცზე მეტი კაცი უმუშევარი დატოვა, ერთმანეთზე უკეთესი ინჟინრები. თქვენ ხომ უკეთესები ხართ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რწმენა მქონდა. ახალ შვილმკვდარმა ქალმა, რომელსაც საუკეთესო […]
“ქვეყანა იქნება წარმოდგენილი” – კობახიძე არ ამბობს, ვინ გაემგზავრება NATO-ს სამიტზე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე არ ამბობს, NATO-ს სამიტზე ვინ იქნება წარმოდგენილი ხელისუფლებიდან. ალიანსის სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში ჩატარდება. კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ქვეყანა სამიტზე წარმოდგენილი იქნება, თუმცა დეტალები ზუსტდება. “ამ საკითხებზე იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. ჯერჯერობით არაფერი დეტალები არაა დაზუსტებული, დაზუსტდება და მოგახსენებთ. ქვეყანა იქნება წარმოდგენილი NATO-ს სამიტზე”, – […]
“ბაკაშვილის მეღვინეობა” ახალი მარნის მშენებლობას მიმდინარე წელს დაასრულებს

საოჯახო ბიზნესი, ბაკაშვილის მეღვინეობა სოფელ საქობოში, კახეთში მდებარეობს. მეღვინეობა მომხმარებელს 6 სახის ღვინოს, კერძოდ ქისის, ხიხვს, რქაწითელს, მწვანეს,მალბეკსა და კაბერნე ფრანს სთავაზობს. გასულ წელს კი კომპანიამ ქვევრში დაყენებული, ჟოლოს ღვინოს წარმოებაც დაიწყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, აკო ბაკაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, სულ ახლახანს, ახალი მარნის მშენებლობა დაიწყო, რაშიც დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ. მისივე ცნობით, […]
გადაზიდვები ისევ გაძვირდა

“გადაზიდვების ღირებულება შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, ორჯერ გაიზარდა”, – ამის შესახებ 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით, საზღვაო გადაზიდვების გაძვირების ფონზე, კომპანიამ ალტერნატიული გზების ძებნა დაიწყო. “ჩინეთი აქტურად ავითარებს “ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივას”, ამის საშუალებით კონტეინერების შემოტანა რკინიგზით დავიწყეთ. ფასი იგივე ჯდება. ჩინური პორტი “ცინდაო” რომ ავიღოთ, იქიდან 40-ფუტიანი კონტეინერის თბილისამდე ჩამოტანა $9005 […]
გილოცავთ გამარჯვებას – საქართველოს ფეხბურთის ნაკრები, შეიძლება ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითია – პატრიარქი

,,გლოცავთ და გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, შეიძლება ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითია”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიასპორისადმი მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ანდრია გვაზავამ წაიკითხა. როგორც პატრიარქის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს ეკლესია დიასპორის გვერდითაა. „ყველას გულითადად მოგესალმებით, განსაკუთრებით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, გლოცავთ და გილოცავთ […]
ილია II: გლოცავთ და გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას

“გლოცავთ და გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, შეიძლება ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითია და დადასტურება იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად”. – საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის მონაწილეთათვის პატრიარქ ილია II-ის მიმართვას ავრცელებს. “არაერთხელ მითქვამს, რომ უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი თქვენგანი საქართველოს სახეა. ამიტომაც უნდა ეცადოთ თქვენი ცხოვრებითა და […]