ირაკლი კობახიძე – ევროინტეგრაციის გზაზე გვქონდა ოთხი მთავარი კონკრეტული შედეგი და ოთხივე შედეგი ქვეყანამ სწორედ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მიიღო

ჩვენ თანმიმდევრულად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, ყველაზე მეტად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის 2030 წელს სწორედ საქართველო იქნება მზად. „ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვქონდა ოთხი მთავარი კონკრეტული შედეგი და ოთხივე შედეგი ქვეყანამ […]

კობახიძის მოსმენაზე პარლამენტში ონლაინმედიას არ შეუშვებენ

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 28 ივნისს, პარლამენტში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს და შენობაში ონლაინმედიის აკრედიტებული ჟურნალისტების შესვლა იკრძალება. პარლამენტის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტებს შეუშვებენ, რომლებსაც შესაბამისი აკრედიტაცია აქვთ. 28 ივნისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოსმენაა დაგეგმილი. მანამდე ამგვარი ნორმა პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას მოქმედებდა: საქართველოს პარლამენტის […]

კობახიძე ნინოწმინდის პანსიონზე: თუ რამეა გამოსაძიებელი, შესაბამისი უწყებების საქმეა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის პანსიონსა და გაეროს კომიტეტის დასკვნაზე საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობით უდგება ბავშვთა უფლებების დაცვას. “გამოძიება არის შესაბამისი უწყებების საქმე. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ვალდებულებას იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე. მომავალშიც ამ სულისკვეთების გაგრძელდება მუშაობა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, თუ რამე არის გამოსაძიებელი ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე”, – […]

პრემიერი – სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა – თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე

სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ რაიმე გამოსაძიებელია, ეს შესაბამისი საგამოძიებო უწყებების საქმეა. „გამოძიება არის შესაბამისი უწყებების საქმე. სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა […]

პრემიერი – ყალბი აჟიოტაჟი იყო შექმნილი კანონის გარშემო, არარსებულ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ კონკრეტული ადამიანები, ეს ყველაფერი წარსულია – ვფიქრობ, ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს

ჩვენ ამ ერთწლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს იყო მეოთხე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი იყო ასოცირების შესახებ შეთანხმება, შემდეგ – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ეს საანგარიშო წელი გამორჩეული […]

პრემიერი აცხადებს, რომ მთავარია საქართველო ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი, კონკრეტულად, ვინ გაემგზავრება, მოგვიანებით დაზუსტდება

საქართველო ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტულად ვინ წავა ნატო-ს სამიტზე, მოგვიანებით დაზუსტდება. „იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე, დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. შემდეგ მოგახსენებთ დეტალებს. ქვეყანა ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ნატოს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს ჩატარდება.

ირაკლი კობახიძე – როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას, რაც კატეგორიულად მიუღებელია

ლგბტ პროპაგანდა არის რისკების შემცველი საზოგადოებისთვის, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე. აქედან გამომდინარე, ლგბტ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს შეეხებოდა. პრემიერის თქმით, თითოეული ადამიანის უფლებები, განურჩევლად ცხოვრების წესისა, უნდა იყოს დაცული, თუმცა გამომდინარე იქიდან, […]

კობახიძის თქმით, ივანიშვილმა ნაკრებს პირველი 30 მილიონი გადასცა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პორტუგალიასთან მოგებული მატჩისა და ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს პირველი 30 მილიონი ლარი უკვე გადასცა. ამის შესახებ მან 27 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ჯილდოს შესახებ ფეხბურთელებს შეხვედრის დროს უთხრეს. მისივე სიტყვებით, ნაკრების წევრებს შეახსენეს, რომ იგივე განმეორდება მომდევნო თამაშის მოგების შემთხვევაშიც. “ეს […]

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს – კობახიძე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ჯილდო გადასცეს, როგორც “უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს”. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 27 ივნისს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. “დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფოს ვალია დიასპორაზე ზრუნვა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა და […]

ლუკაშენკამ მთავრობის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოაცხადა

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 27 ივნისს მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცვლილებები გაატარა საკვანძო მნიშვნელობის პოზიციებზე. როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA იტყობინება, ლუკაშენკას თქმით, „უნდა გაიზარდოს ეფექტიანობა“ და შემცირდეს ბიუროკრატია. ლუკაშენკას საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა ბელარუსის ყოფილი ელჩი რუსეთში დმიტრი კრუტოი. ეს თანამდებობა მარტის შემდეგ თავისუფალი იყო. ლუკაშენკამ ასევე გამოცვალა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი […]