ლევან იოსელიანი, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, სტრასბურგში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტს ვერონიკა ბილკოვას შეხვდა. საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, შეხვედრაზე ვენეციის კომისიასა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს. მათივე ინფორმაციით, ასევე ისაუბრეს კომისიის მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნის, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დასკვნის თაობაზე.

“ახალის” და “ოცნების” წევრები შეთანხმდნენ მერიის დისკრედიტაციისათვის” – რა ხდება წალენჯიხაში?

წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს და წერს რომ წალენჯიხის საკრებულოს წევრები, მათ შორის, ქართული ოცნებიდან და ორი დეპუტატიც წარსულში ნაციონალური მოძრაობიდან და ამჟამად, ახალიდან, მხარს არ უჭერს იმ შტატის დამატებას, რომელი შტატის დამატებასაც კანონი ითხოვს და არ დამატების შემთხვევაში კი ჯარიმას ითვალიწინებს. პარტია ,,ახალის” წევრებმა ავთანდილ გაბელიამ, ეკა სამუშიამ და ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ”, ერთობლივად, შეთანხმებული ქმედებით […]

კახა გოგოლაშვილი – ჯერჯერობით, ევროკავშირი თავს იკავებს საქართველოსთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ თემაზე ოპტიმიზმის საფუძველი შეიძლება გვქონდეს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. – ბატონო კახა, მიმდინარე კვირას ევროპულ საბჭოში და ევროპის საბჭოში შეხვედრები გაიმართა. ვნახეთ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაც საქართველოს თემაზე. ამ თემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით. მანამდე, საუბრის დაწყება მინდა გთხოვოთ იმაზე, ევროპარლამენტში არჩევნების შემდეგ რა სურათი გვაქვს ევროპარლამენტში? სავარაუდოდ, როგორი […]

მმართველი გუნდი „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს

მმართველი გუნდი „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს პერიოდში დააინიცირებს და პირველი მოსმენით, ივლისში მიიღებს. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო „ამნისტიის კანონს“ საბოლოოდ, სამივე მოსმენით სექტემბერში მიიღებს. „ვმუშაობდით აქტიურად, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. უკვე არის შედგენილი შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია საქართველოს სისხლის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაიწყოს მოლაპარაკებები აგრესორ ქვეყანასთან – რუსეთთან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაიწყება მოლაპარაკებები აგრესორ ქვეყანასთან – რუსეთის ფედერაციასთან, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ შესაბამისი განცხადება კიევში, სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა პირც მუსართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „რა თქმა უნდა, უკრაინა გადაწყვეტს. ყველაფერი რომ მხოლოდ უკრაინაზე ყოფილიყო დამოკიდებული, ომი არ იქნებოდა. სამწუხაროდ, ოკუპანტი რუსეთია და პუტინს ომი სურდა და ამ დროისთვის […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია – „ჩვენი შრომითი უფლებები“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კონფერენცია „ჩვენი შრომითი უფლებები“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, კონფერენცია გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. სტუდენტებს წარმატებები უსურვეს დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მირანდა გურგენიძემ. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის თქმით, […]

დიმიტრი პესკოვი – არა მგონია, მოელოდით, რომ ვლადიმერ პუტინს მაღვიძარა დაეყენებინა და ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატებისთვის ეყურებინა

კრემლი გაეცნობა ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის მიერ დებატების დროს გაკეთებულ განცხადებებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ მედიის ინფორმაცია ამ დებატებთან დაკავშირებით, მათ უფრო დეტალურად გავეცნობით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავეცნობით ყველა იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა“, – აღნიშნა პესკოვმა. ამასთან, მისი თქმით, მსგავსი ღონისძიება არ განეკუთვნება […]

კობახიძის თქმით, ამნისტიის კანონის მიღებას აპირებენ

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. როგორც მან პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, პატიმრების რაოდენობა უნდა შემცირდეს და ამ მხრივ ევროპულ მაჩვენებელს უნდა დავუახლოვდეთ. “ვმუშაობდით აქტიურად, იუსტიციის სამინისტრო იყო პირველ რიგში ჩართული. უკვე არის შედგენილი, მომზადებული სია მუხლებისა, პუნქტებისა სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას. გეგმაში გვაქვს, […]

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ზედიზედ მესამე შეხვედრაზე წლიური განაკვეთი 50%-ზე შეინარჩუნა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ზედიზედ მესამე შეხვედრაზე წლიური განაკვეთი 50%-ზე შეინარჩუნა თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ზედიზედ მესამე შეხვედრის შემდეგ ძირითადი საპროცენტო განაკვეთი არ შეცვალა. ბანკის მენეჯმენტის ივნისის სხდომის შემდეგ, შვიდდღიანი რეპო ოპერაციების განაკვეთი შენარჩუნდა წლიურ 50%-ზე. ეს არის ყველაზე მაღალი დონე 2002 წლის შემდეგ. გადაწყვეტილება დაემთხვა ანალიტიკოსებისა და ეკონომისტების უმეტესობის პროგნოზებს, იუწყება Trading Economics. ცენტრალური ბანკის შეტყობინებაში […]

„ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება და ჯანდაცვა, შემოგთავაზებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს“ – პრემიერი

„ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება, ასევე ჯანდაცვა. შემოგთავაზებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს ამ მიმართულებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მისი თქმით, არის რამდენიმე გამოწვევა, რომლებზეც მუშაობა მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოუწევს. “მინდა ვისაუბრო ძირითად გამოწვევებზე, რომლებთანაც მოგვიწევს შეჭიდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, პირველი, ეს არის დემოგრაფია. მიუხედავად […]