თეონა აქუბარდიას, სავარაუდოდ, მიხეილ ყაველაშვილმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, სავარაუდოდ, მიხეილ ყაველაშვილმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქუბარდია სხდომაზე, სადაც პრემიერმა წლიური ანგარიში წარადგინა, კითხვის დასასმელად შევიდა. მან პრემიერი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ კობახიძე თავადაა ანტიდასავლური დეზინფორმაციის მთავარი გამხმოვანებელი, რასაც მისი თქმით, ევროკავშირი ღიად ამბობს. დეპუტატმა თქვა, რომ “ოცნებამ” ჩაკეტა ევროკავშირისა და NATO-ს კარი და […]
სანიოლი: ჩემი მომავალი? არასდროს იცი რა მოხდება, თუმცა საქართველოში ბედნიერი ვარ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ საქართველოში მუშაობით ბედნიერია. კითხვაზე, რა გეგმები აქვს მომავალში ფრანგ მწვრთნელს, სანიოლი ამბობს, რომ მომავალზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა საქართველოში ყოფნით კმაყოფილია. „ჩემთვის პატივია ვიყო იმ ბიჭების მწვრთნელი, რომლებმაც ამდენი სიხარული მომანიჭეს ამ 3.5 წლის განმავლობაში. ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში, ბედნიერი ვარ რომ მონაწილეობას ვიღებ ამ […]
პრემიერის ანგარიშის მოსმენას აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არ ესწრებოდნენ

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩი არ ესწრებოდნენ. ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციონერმა დეპუტამა თეონა აქუბარდიამ, რომელიც სხდომათა დარბაზში პროტესტის გამო მხოლოდ რამდენიმე წუთით შევიდა. „ქვეყნის კონსტიტუცით განსაზღვრული საშინაო და საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალების გამო დღეს თქვენ აქ ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების დემარშის, არამედ […]
მე-10 მოწვევის პარლამენტის ბოლო საგაზაფხულო სესია დაიხურა

დღეს, 28 ივნისს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო ბოლო სხდომა გაიმართა. სხდომის დამთავრებამდე დეპუტატებმა საქართველოს ჰიმნი მოისმინეს. სესია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენით დაიხურა. სხდომაზე ბოიკოტის გამო არ იმყოფებოდნენ ოპოზიცინერი დეპუტატების უმრავლესობა. საქართველოს კანონმდებლობით, სესიის დახურვის შემდეგ პარლამენტში შესაძლებელია დაინიშნოს რიგგარეშე სხდომები. საშემოდგომო სესია სექტემბერში იხსნება, თუმცა ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები იმართება.
ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აზერბაიჯანის პარლამენტის, მილი მეჯლისის დათხოვნისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ. რიგგარეშე არჩევნები 2024 წლის 1 სექტემბრისთვის დაინიშნა. მილი მეჯლისმა 21 ივნისს მიმართა პრეზიდენტს შესაბამისი წინადადებით. ალიევი, თავის მხრივ, დაინტერესდა მილი მეჯლისის დათხოვნის კონსტიტუციურობით და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა მიიჩნიეს, რომ ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. პარლამენტის […]
არჩილ თალაკვაძე – დემოკრატიისთვის შეუთავსებელია, როდესაც ოპოზიციას არ უნდა, რომ ოპოზიცია იყოს

პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში სწორად აღნიშნა, რომ წარმატებები ფეხბურთში, წარმატებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირდაპირ გამოხატავს ქვეყნის განვითარების დონეს. რასაკვირველია, ეს შედეგები ვერ იქნებოდა მიღწეული თუ ქვეყანაში არ არის მშვიდობა და უსაფრთხოება, თუ ქვეყანაში არ არის სათანადო ეკონომიკური ზრდა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგა. არჩილ თალაკვაძის […]
ირაკლი კობახიძე – მერვედფინალისთვის მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი, განვაგრძობთ მუშაობას, რომ მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება

ჩვენ მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე. ბილეთები დაიდო გასაყიდად და მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება. „მე კიდევ ერთხელ მინდა ვუსურვო წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს. ძალიან დიდია ინტერესი ამ მატჩის მიმართ. ჩვენ მივიღეთ სასწრაფო […]
სურსათის ეროვნული სააგენტო – ქობულეთის ერთ-ერთ საშაურმეში აღებულ ნიმუშებში დაბინძურებული აერობული მიკროორგანიზმები, ობისა და საფუარის სოკოები აღმოჩნდა

ქობულეთის ერთ-ერთ საშაურმეში აღებულ ნიმუშებში დაბინძურებული აერობული მიკროორგანიზმები, ობისა და საფუარის სოკოები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო კონტროლი 8 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა. „სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ ქალაქ ქობულეთში, საშაურმეში ,,გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის […]
ამერიკული სასწავლო პროგრამები, რომელსაც Webster University Georgia-ში შეისწავლით

Webster University Georgia ახალი სასწავლო წლისთვის პროგრამების განახლებული კატალოგით ემზადება. აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, Webster University Georgia საკუთარ არჩევით სიაში მონიშნონ და ამერიკული განათლებისა და დიპლომის მიღების შესაძლებლობა არ დაკარგონ. უნივერსიტეტში მესამე აკადემიური წლისთვის 4 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო პროგრამაზე მიმდინარეობს რეგისტრაცია. მშვნელოვანია, რომ Webster University Georgia-ს თითოეული პროგრამა აკრედიტებულია როგორც საქართველოში, […]
GITA – ს ორგანიზებით, გურჯაანის ტექნოპარკი „ღვინოთონი 3.0“-ს უმასპინძლებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 2024 წლის 13-14 ივლისს, გურჯაანის ტექნოპარკში, ,,ღვინოთონი 3.0″ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას GITA ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჰაკათონის (ინოვაციური პროექტების კონკურსი) მიზანია მეღვინეობის სექტორში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. „ჰაკათონი განკუთვნილია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით, […]