საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა „სტუდფესტი 2024“-ის რვა ნომინაციაში გაიმარჯვება მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალზე – “სტუდფესტი 2024” – ინტერმედიის, სპორტისა და ქართული ლიგის მიმართულებით გამართულ შეჯიბრებებსა და კონკურსებში, საერთო ჯამში, 8 ნომინაციაში პირველი ადგილი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, სტუდენტური ფესტივალის ჟიურიმ, ინტერმედიის მიმართულებით, საუნივერსიტეტო თეატრებს შორის ჩატარებულ კონკურსში საუკეთესო სპექტაკლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია […]
„არა მგონია, მოელოდით, რომ ვლადიმერ პუტინს მაღვიძარა დაეყენებინა და ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატებისთვის ეყურებინა“ – პესკოვი
კრემლი გაეცნობა ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის მიერ დებატების დროს გაკეთებულ განცხადებებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ მედიის ინფორმაცია ამ დებატებთან დაკავშირებით, მათ უფრო დეტალურად გავეცნობით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავეცნობით ყველა იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა“, – აღნიშნა პესკოვმა. ამასთან, მისი თქმით, მსგავსი ღონისძიება არ განეკუთვნება […]
„არა მგონია, მოელოდით, რომ ვლადიმერ პუტინს მაღვიძარა დაეყენებინა და ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატებისთვის ეყურებინა“ – პესკოვი

კრემლი გაეცნობა ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის მიერ დებატების დროს გაკეთებულ განცხადებებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ მედიის ინფორმაცია ამ დებატებთან დაკავშირებით, მათ უფრო დეტალურად გავეცნობით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავეცნობით ყველა იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა“, – აღნიშნა პესკოვმა. ამასთან, მისი თქმით, მსგავსი ღონისძიება არ განეკუთვნება […]
უკრაინის თავდასხმის შემდეგ რუსეთში ნავთობის რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის ტერიტორიაზე, ტამბოვის ოლქში, უკრაინელთა უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმას ხანძარი მოჰყვა. ცეცხლი რუჟბას მილსადენის სავთობის რეზერვუარში გაჩნდა, რომლის ჩაქრობაც, რუსმა მეხანძრეებმა რამდენიმე საათში მოახერხეს. რეგიონის გუბერნატორი მაქსიმ ეგოროვი ამბობს, რომ ცეცხლი საცავში გაჩნდა და ხანძრის დროს არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. ბოლო პერიოდში რუსეთის საწვავის ინფრასტრუქტურაზე უკრაინული იერიშები გახშირდა. მანამდე, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშები მიიტანა რამდენიმე […]
რუსეთი შავ ზღვაში ამერიკის “პროვოკაციების” წინააღმდეგ ზომებზე საუბრობს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა არმიის გენერალურ შტაბს უბრძანა, განიხილონ და წარადგინონ წინადადებები იმაზე, თუ როგორ შეიძლება შავ ზღვაზე მოქმედი ამერიკული სტრატეგიული დრონების „პროვოკაციებთან“ სწრაფად გამკლავება. განცხადებას პარასკევს, 28 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზრდილია ამერიკული დრონების აქტივობა. ეს კი სამიზნე ობიექტებზე სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შანსს ზრდის მაღალი […]
ზელენსკი: უკრაინა მალე წარადგენს ომის დასრულების დეტალურ გეგმას

დიპლომატიური გზა, რომელსაც უკრაინა ირჩევს, ჩვენი ინიციატივაა, ვინაიდან ამ ომის მსხვერპლი ჩვენ ვართ. მშვიდობის სამიტი დასრულდა და ახლა ჩვენ დეტალურად ვმუშაობთ სამი მიმართულებით: ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და მიმოცვლა. […]ჩვენ ახლო მომავალში მოვამზადებთ დეტალურ გეგმას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ომის დასრულების გეგმის წარდგენა, რომელსაც სამყაროს დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს.
თეგეტამ მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში $8.3 მილიონი განათავსა (რ)

თეგეტამ, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში $8.3 მილიონი განათავსა. თეგეტა, 2023 წლის დეკემბერში დამტკიცებული 20 მილიონი ევროს ექვივალენტი მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 28 ივნისს 8.3 მილიონი აშშ დოლარი განათავსა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტრანზაქცია 2024 წელს, ადგილობრივ ბაზარზე, პირველი აშშ დოლარში დენომინირებული კორპორატიული ემისიაა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი კვლავ გალტ & თაგარტია, რომლის […]
4 ქვეყანა ითხოვს სანქციებს და საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას – გრეგოროვა

ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა “მთავარ არხთან” ამბობს: “მე ვიცი, რომ ოთხი ქვეყანა – ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი მოითხოვენ სანქციებს, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას “უცხოელი აგენტების” კანონის საპასუხოდ, თუმცა ვიცი, რომ მათ უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვთ. მე იმედი მაქვს, რომ საბჭო ივლისში გაუგზავნის ძალიან ძლიერ სიგნალს საქართველოს მთავრობას და გარკვეულ ზომებს გაატარებს კიდეც. მე ვფიქრობ, რომ […]
კრემლი: ფონ დერ ლეიენის და კალასის ნომინაციის შემდეგ, ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობის ცუდი პერსპექტივა აქვს

ევროკავშირის ლიდერების მიერ ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენის კიდევ ერთი ვადით და ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელად ნომინაციის შემდეგ, კრემლმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის პერსპექტივა ცუდად გამოიყურება. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბლოკის გადაწყვეტილება, ფონ დერ ლეიენი მეორე ხუთწლიანი ვადით შეერჩია, ვერაფერს შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან […]
ალიევმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეექვსე მოწვევის მილი მეჯლისის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პრეზიდენტის ბრძანებულებით, მეექვსე მოწვევის მილი მეჯლისს 2024 წლის 1 სექტემბერს დაითხოვენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებენ.