ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია

ევროპის ჩემპიონატზე შვეიცარიასთან 1/8-ფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი ყოფილი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა: “ზოგიერთი ურთიერთობის წაშლა შეუძლებელია. ჩემს ზოგიერთ ფეხბურთელთან ისევ მაქვს ურთიერთობა და კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია. ჯგუფური ეტაპის გადალახვის შემდეგ ერთმანეთს კომპლიმენტები ვუძღვენით. მას არავინ არ იცნობდა, ან ცოტა ვინმე თუ იცნობდა. ახლა ის სამართლიანად ყველას მიერ […]

აშშ-ში დაგეგმილ ნატოს სამიტზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვიეს

აშშ-ში დაგეგმილ ნატოს შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვიეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მოადგილემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ო’ბრაიანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აღნიშნულ ღონისძიების ჩატარებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის გეგმავს, მათ შორის აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის. “ველი, რომ ორივე ქვეყანა მიიღებს ამაში მონაწილეობას” […]

მამარდაშვილმა დაასახელა მისი საუკეთესო მოგერიება ევრო2024-ზე

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ასახელებს მის საუკეთესო მოგერიებას ევრო2024-ზე. გიორგი მამარდაშვილი ესპანურ მედიასთან ამბობს, რომ გამორჩეული მოგერიება იყო პორტუგალიასთან მატჩში, როდესაც მან დიოგო დალოს არ გაატანინა გოლი. მამარდაშვილი, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი მოგერიება აქვს, ამბობს, რომ ეს ყველაზე რთული დარტყმული იყო, რომლის მოგერიებაც მოუწია. თუმცა პორტუგალიელს ეს გოლი რომც გაეტანა, მას რეფერი გააუქმებდა, […]

რუსეთმა დნეპრში საცხოვრებელი სახლი დაბომბა, დაღუპულია 1 ადამიანი

რუსეთმა დნეპრი დაბომბა, იერიშის შედეგად 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაზიანდა. ამ დროისთვის დაღუპულია 1 ადამიანი, არის 10-მდე დაშავებული, მათ შორის ერთი 7 თვის ბავშვი. გარდა ამისა, მაშველები იერიშის ადგილზე 2 ადამიანს ეძებენ. “მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ. ადამიანები ბინებიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან კაცი ამოიყვანეს. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. დაშავებულებზე სამედიცინო პერსონალი […]

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დამატებით ჩარტერულ რეისებზე, კიოლნი – თბილისის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება

„26 ივნისს უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შესაბამისად, ჩვენ ოპერატიულად დავიწყეთ იმაზე ზრუნვა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ქართული ფეხბურთის ქომაგებს გერმანიაში ჩასვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. დღეს შევძელით და გასაყიდად გამოვიტანეთ 4 ჩარტერული რეისი. შედეგმა აბსოლუტურ მოლოდინს გადააჭარბა – გაყიდვის დაწყებიდან 15 წუთში, ფაქტობრივად, ყველა რეისი სრულად იყო გამოსყიდული. ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან და არსებულ 4 […]

გია ხუხაშვილი – ოპოზიციამ ხელი მოაწერა „ერთიანობის დეკლარაციას“, წარმოუდგენელია, „ქართული ქარტიის“ ალტერნატივის შექმნა დაიწყეს, ეს აბნევს ადამიანებს – კეთილი ინებეთ და ცოტა სერიოზულად მოიქეცით

ხელი მოაწერეს „ერთიანობის დეკლარაციას“, წარმოუდგენელი რაღაცაა, „ქართული ქარტიის“ ალტერნატივის შექმნა დაიწყეს, ეს აბნევს ადამიანებს – კეთილი ინებეთ და ცოტა სერიოზულად მოიქეცით. რა დეკლარაციები აუტყდათ?, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიცია და „ერთიანობის დეკლარაციაზე“ საუბრისას განაცხადა. გია ხუხაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში „ოპოზიციის სერიოზული პრობლემა გვაქვს“. „მორალური სიცხადე, რაც შემოსულია ქართულ […]

თეონა აქუბარდია – პრემიერის მთელი ანგარიში სავსე იყო სიყალბით – ამის გამო შევედი ორი წუთით, რათა მისთვის მეთქვა, რამდენად ვნებს მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

მთელი ის ანგარიში სავსე იყო სიყალბითა და საკუთარი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობით , – ეს განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრემიერ ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა. აქუბარდიას განმარტებით, ის მხოლოდ ორი წუთით შევიდა სხდომაზე, რათა ეთქვა პრემიერისთვის, თუ როგორ ვნებს ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტს. „მთელი ის ანგარიში სავსე იყო […]

Forbes: რუსებმა ვოვჩანსკში, სავარაუდოდ, 83-ე სადესანტო ბრიგადა დაკარგეს

Forbes-ის ინფორმაციით, 9 მაისს – დღეს, როდესაც რუსეთი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებას აღნიშნავს – დაახლოებით 30 000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის ქალაქ ვოვჩანსკში ისე დამარცხდა, რომ ბრძოლის უუნარო გახდა. სტატიის თანახმად, “რუსეთის გამარჯვების დღეს”, 9 მაისს დაგეგმილი ეს შეტევა, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან, სავარაუდოდ, მიზნად ტერიტორიის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდებას ისახავდა, რათა მძიმე არტილერია ქალაქ […]

200-მდე ბრალდებული $2,75-მილიარდიანი თაღლითობისთვის ჯანდაცვის სფეროში

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 200-მდე ჯანდაცვის პროფესიონალს წაუყენა ბრალი, სხვადასხვა მაქინაციებში და თაღლითობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომლითაც მათ მთავრობა 2,75 მილიარდი დოლარით დააზარალეს. ”იუსტიციის დეპარტამენტი მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს დამნაშავეებს, რომლებიც ატყუებენ ამერიკელებს, იპარავენ გადასახადებს გადამხდელთა მიერ დაფინანსებული პროგრამებიდან და აყენებენ ადამიანებს საფრთხეში [საკუთარი] მოგების გამო,” – განაცხადა 27 ივნისს შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა. ორკვირიანი […]

ჩინეთმა ელექტრო მანქანების წარმოებაში 230 მლრდ-ის ინვესტიცია განახორციელა

ბოლო 15 წლის განმავლობაში, ელექტრო მანქანების წარმოებაში, ჩინეთმა სულ მცირე 230 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ SilkBridge სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ანალიზზე დაყრდნობით იუწყება. ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ დამატებითი ტარიფები დააწესა 38%-მდე ჩინურ ელექტრომობილებზე და ჩინეთი არასამართლიანი სუბსიდიების გამოყენებაში დაადანაშაულა. პრეფერენციები მოიცავს ინფრასტრუქტურის სუბსიდიებს, საგადასახადო შეღავათებს და ფასდაკლებებს. CSIS აღნიშნავს, რომ 230 […]