ბოლო 3 წელიწადში სარემონტო მასალების წარმოებაში „თიბისი ბანკის“ ინვესტიცია ₾1 მლრდ-ზე მეტია – გიორგი დარჩიაშვილი

ბოლო 3 წელიწადში სარემონტო მასალების წარმოებაში „თიბისი ბანკის“ ინვესტიცია ₾1 მლრდ-ზე მეტია – ამის შესახებ “თიბისის” მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დარჩიაშვილმა BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დეველოპერულ სექტორში სამშენებლო მასალების კუთხით ძირითადად ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია გამოიყენება, თუმცა სარემონტო მასალების კუთხით იმპორტირებული პროდუქტი დომინირებს, რაც 70%-ს შეადგენს. ამის […]

კვარიათში, მაშველებმა ზღვაში დაკარგული მეორე ადამიანიც გარდაცვლილი იპოვეს

კვარიათში, მაშველებმა ზღვაში დაკარგული მეორე ადამიანიც გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “აჭარა თაიმსი” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ზღვაში დაკარგულებს სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი გუშინ, 28 ივლისს, იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ზღვაში სამი ადამიანი შევიდა, სამაშველო ჯგუფმა ერთის გადარჩენა შეძლო.

სერგო ჩიხლაძე – 36 ქვეყნის მოწოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოურ გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს, მორიგი მცდელობაა იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, 36 ქვეყნის მოწოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოურ გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს, მორიგი მცდელობაა იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს. „დასავლეთში, ჩვენ მეგობრებს ძალიან კარგად ესმით, რომ რუსული კანონი რეალურ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედიას და არის ავტორიტარიზმის ინსტრუმენტი, როგორც რუსეთში და სხვა მსგავს ქვეყნებშია. ასევე, ეს არის […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ევროკავშირის შემფასებელთა მისია პოზიტიურად აფასებს საქართველოს აგრარულ სექტორში მიღწეულ პროგრესს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის შემფასებელთა მისიასთან შეხვედრა გამართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეოთხე ფაზის 2023 წლისთვის აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი განახორციელეს, რომელიც სურსათის უვნებლობის და სოფლის განვითარების კომპონენტებს მოიცავს. „შემფასებელთა მისიამ […]

სახალხო დამცველმა სტრასბურგში ოფიციალური შეხვედრები გამართა

26-29 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო’ფლაერთისთან, ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდენტთან ვერონიკა ბილკოვასთან, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანთან მეთიუ მორისთან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან სიოფრა ო’ლირსა და […]

სომეხთა ეკლესია ქრისტეს თორმეტ მოციქულსა და მეცამეტე მოციქულ პავლეს იხსენიებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას მოციქულთა ხსენების დღეს ულოცავს. „სომეხთა სამოციქულო წმ. ეკლესია დღეს იესო ქრისტეს რჩეულ 12 მოციქულსა და მეცამეტე მოციქულის, პავლეს იხსენიებს. 12 მოციქული ქრისტეს მოწაფეები და ქრისტეს მოძღვრების პირველი გამავრცელებლები იყვნენ, მათ იესოს მოძღვრება უქადაგეს სხვადასხვა ერებს. ქრისტეს მცნებათა უდიდესი მქადაგებელი იყო პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ აღიარა […]

,,გაზრდილ ხარჯებს პროდუქტი ვერ იტანს, შეიძლება, ფასებს გადავხედოთ” – “გორგიას” დირექტორი

“გორგიას” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიას ლოგისტიკური ხარჯები გაეზარდა. როგორც თორნიკე გურული BMG-სთან აღნიშნავს, ფასები ჯერ არ გაზრდილა, თუმცა პროდუქციის გაძვირება მოსალოდნელია. “კურსი შეიცვალა, ლოგისტიკური ხარჯები გაიზარდა. გაზრდილ ხარჯებს პროდუქტი ვერ იტანს. მომწოდებლებთან მოლაპარაკებებით, ვცდილობთ, ფასები შევინარჩუნოთ. თუ კურსი მკვეთრად მოიმატებს, იძულებული ვიქნებით, ფასები დავაკორექტიროთ”, – აცხადებს თორნიკე გურული. თორნიკე გურულის თქმით, იანვარ-ივნისში გაყიდვები 20%-მდე […]

დაზარალებულის ოჯახს დაოჯახებულ კაცთან მისი ურთიერთობის შესახებ აცნობა – სსს-მ 1 ქალი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2 ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე სასტუმროს ადმინისტრატორი, 1994 წელს დაბადებული ქალი ამხილეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი თბილისში, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სტუმრების პირად ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა. 2024 წლის 25 მაისს, სასტუმროს სპეციალურ პროგრამაში ნახვის გზით, […]

პირადი ცხოვრების ინფორმაციის გავრცელებაზე სასტუმროს ადმინისტრატორს ბრალი წარედგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2 ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე მხილებულია 1994 წელს დაბადებული ქალი. გამოძიების თანახმად, ბრალდებული ქალი თბილისში, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სტუმრების პირად ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა. 2024 წლის 25 მაისს, სასტუმროს სპეციალურ პროგრამაში ნახვის გზით, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის დაბრუნება შევძელით

რუსეთის ტყვეობიდან 10 უკრაინელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის დაბრუნება შევძელით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, გათავისუფლებულ 10 მშვიდობიან მოქალაქეს შორის ერთ-ერთი ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, ნარიმან ჯელიალია, რომელიც ყირიმში 2021 წელს დაატყვევეს. უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების […]