GITA-მ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეცამეტედ გამოაცხადა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეცამეტედ გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, დაინტერესებულ პირებს 1 ივლისიდან საშუალება ეძლევათ, გრანტების პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით ინოვაციური ბიზნეს იდეა წარადგინონ, რომელთა შეფასებას სააგენტოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შემფასებლები განახორციელებენ. პირველ ეტაპზე 150 სტარტაპი შეირჩევა, რომელიც […]
ორი იტალიური კლუბი გიორგი ქოჩორაშვილის დამატებით დაინტერესდა

ევრო 2024-ზე შთამბეჭდავად ასპარეზობის შემდეგ “ლევანტეს” ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი იტალიური კლუბების სატრანსფერო სამიზნეა. La Stampa-ს ცნობით, გიორგის დამატებით “ლაციო” და “ტორინო” ინტერესდებიან. გამოცემის ინფორმაციით, “არწივები” ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტია და მოთამაშის აგენტთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ქოჩორაშვილის გარდა, “ლაციო” ლოუმ ჩაუნას (სალერნიტანა), ტიჯანი ნოსლინისა (ვერონა) და ფისაიო დელე-ბაშირუს (ჰატაისპორი) დამატებას განიხილავს. თუმცა კლაუდიო ლოტიტოს სურს, რომ გიორგი […]
„თეგეტა ჰოლდინგმა“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით კაპიტალის ბაზარზე მორიგი წარმატებული ემისია განახორციელა

20-მილიონიანი მულტისავალუტო ემისიის ფარგლებში „თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 8.3 მილიონი აშშ დოლარი წარმატებით განათავსა. აღნიშნული ტრანზაქცია ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე წელს, დოლარში დენომინირებული პირველი კორპორაციული ემისიაა. ტრანში ფიქსირებული 8.5% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ობლიგაციების სრული ძირის დაფარვა გათვალისწინებულია ორი წლის შემდეგ. კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება. მანანა ხინაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „მოხარულები […]
კობახიძე და კალაძე კიოლნში ხაბიბ ნურმაგომედოვს ესაუბრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ცოტნე ივანიშვილი კიოლნში UFC-ს (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი ) ყოფილ ჩემპიონს, დაღესტნელ სპორტსმენს, ხაბიბ ნურმაგომედოვს შეხვდნენ. არაფორმალურ ვითარებაში მიმდინარე შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. უცნობია, რა საკითხებზე ისაუბრეს მათ. კობახიძე, კალაძე, ივანიშვილი და ნურმაგომედოვი საქართველო-ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების […]
მედია: კანიე უესტი სექტემბერში მოსკოვში კონცერტს გამართავს

რუსული მედიების ინფორმაციით ჰიპ ჰოპ არტისტი სექტემბერში დაგეგმილი კონცერტისთვის სივრცის შესარჩევად იყო ჩასული. 30 ივნისს მოსკოვში ჩასულმა ჰიპ ჰოპ შემსრულებელმა მოსკოვი უკვე დატოვა. ჩამოსვლის თარიღი უესტმა რუსი დიზაინერის, გოშა რუბჩინსკის დაბადების დღეს დაამთხვია. რუბჩინსკი უესტის ტანსაცმლის ხაზის, Yeezy-ს მთავარი დიზაინერია. მომავალი კონცერტის სავარაუდო თარიღია 6 სექტემბერი. იე, იგივე კანიე უესტი მოსკოვში 30 ივნისს ჩავიდა. ინფორმაცია […]
გიორგი კაჭარავა – არჩევნების მიუხედავად აშშ-ს სტრატეგიული ხედვები საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დიდ რყევებს არ განიცდის

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა. – ბატონო გიორგი, გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების პირველი საჯარო დებატები გაიმართა. მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის ამ დებატებმა უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა მათზე, ვინც პოლიტიკითაა დაინტერესებული და ამ დებატებს თვალი ადევნა. სხვისი არ ვიცი, და ამ დებატებმა მე სსრკ-ს ბოლო პერიოდი გამახსენა. კერძოდ […]
ესტონეთის საელჩო – საქართველოს ეროვნული ნაკრების შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია – მადლობა ბიჭებს

საქართველოში ესტონეთის საელჩო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მადლობას უხდის. საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ქართველი ფეხბურთელების თავდადება სხვა ქვეყნებისთვის მაგალითია. „მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას! მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მადლობა ბიჭებს!“, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.
გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს. მათივე განმარტებით, აშშ-ში ლილუაშვილის ვიზიტი ყოველწლიურია. „ეს იყო ყოველწლიური ოფიციალური ვიზიტი, ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი იყო უსაფრთხოების მიმართულებით. თავადაც თქვა [12 ივნისს, პარლამენტში] – გრძელდება პარტნიორობა და ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებსო – ამასთან დაკავშირებით იყო წასული“,- აცხადებენ სუს-ში.
ვარლამ ებანოიძე – სებ-ის სურვილია, მანდატის ფარგლებში, ხელი შეუწყოს სტარტაპების შემოსვლას მაღალრეგულირებად სფეროში

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა თბილისში გამართულ რიგით მესამე საინვესტიციო ეკოსისტემის ღონისძიებაში მიიღო. ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის, ევროპის ბიზნეს ანგელოზების ქსელისა და გლობალური ბიზნეს ანგელოზების ქსელის მხარდაჭერით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, სამდღიანმა სამიტმა მეწარმეებს, სტარტაპერებს, ანგელოზ ინვესტორებსა და სფეროთი დაინტერესებულ 700-ზე სტუმარს […]
„თეგეტა ჰოლდინგმა“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით კაპიტალის ბაზარზე მორიგი წარმატებული ემისია განახორციელა

20-მილიონიანი მულტისავალუტო ემისიის ფარგლებში „თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 8.3 მილიონი აშშ დოლარი წარმატებით განათავსა. აღნიშნული ტრანზაქცია ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე წელს, დოლარში დენომინირებული პირველი კორპორაციული ემისიაა. ტრანში ფიქსირებული 8.5% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ობლიგაციების სრული ძირის დაფარვა გათვალისწინებულია ორი წლის შემდეგ. კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება. მანანა ხინაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „მოხარულები […]