ფეხბურთელები სცენიდან მიმართავენ გულშემატკივარს, იქნება გრანდიოზული ფეიერვერკი – მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, “მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართება ღონისძიება, სადაც გულშემატკივარს ექნება საშუალება, მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს”. მისი თქმით, 22:00 საათზე დაიწყება ღონისძიება, ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით. “მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ამ უდიდესი დადებითი ემოციებისთვის და შესანიშნავი თამაშისთვის, რომელიც მათ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენეს. […]
POLITICO: შოლცი ნაცისტური დანაშაულების მსხვერპლი პოლონელებისთვის კომპენსაციას დააანონსებს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში გერმანია-პოლონეთის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგას გეგმავს, მათ შორის, ნაცისტური დანაშაულების მსხვერპლი დღემდე ცოცხალი პოლონელებისთვის ფინანსური კომპნესაციის გადაცემას. ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს. “მოსალოდნელია, რომ კანცლერი გარკვეული ნაბიჯების შესახებ ისაუბრებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლონეთში ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლები გახდნენ და დღემდე ცოცხლები არიან და მაგალითად, არ აქვთ ადეკვატური ჯანმრთელობის […]
კიტეიშვილი: დარწმუნებული ვარ, ბევრი ხალხი მოვა საღამოს, გვიხარია, რომ საქართველოში ეს ხდება

ძალიან სასიამოვნოა და ძალიან მაგარი შეგრძნებებია, მით უმეტეს, ამდენ ხალხს რომ უყურებ, დილაუთენია როგორ გამოდის და ჩვენს დასახვედრად ემზადება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ხალხი მოვა საღამოს, ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში ეს ყველაფერი ხდება. თამაშზე მიღებული ტრავმისგან რეაბილიტაციისთვის, ალბათ, გარკვეული დრო დამჭირდება და ამის შემდეგ გუნდს შევუერთდები. ჯერ არ ვიცით რა დაზიანებაა, მაგრამ მალე გავიგებთ. ზოგადად, […]
“ნაპოლიმ” მნიშვნელოვანი ტრანსფერები შეათანხმა – “პარტენოპეი” ძლიერდება და კონტეს მიზანი ჩემპიონობა იქნება

“ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავისი გუნდის მშენებლობა დაიწყო და პირველ ტრანსფერებსაც ჩარხავს. როგორც იცით, მან გუნდის სპორტულ დირექტორსა და პრეზიდენტს დაავალა, რომ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია არაფრის დიდებით არ გაყიდონ, პარარელურად კი ახალ ფეხბურთელებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს. გადაწყვეტილია, რომ “პარტენოპეის” მაისურს მოირგებს “რეალის” საკუთრებაში მყოფი 22 წლის მცველი რაფა მარინი, რომელმაც […]
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

სამხედრო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, „სუ“-25 ჩამოვარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა წყარომ დაუდასტურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ფაქტს ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ. განახლება ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა დიმიტრი მოდებაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ თვითმფრინავი ბოლნისის მახლობლად, სამხედრო ბაზის მიმდებარედ ჩამოვარდა. მისი ცნობით, არის მსხვერპლი. „ადგილზეა მერიც. მსხვერპლი არის, ერთი ადამიანია, როგორც […]
ბელარუსმა 11,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 20 ანალიტიკოსს. მათ შორისაა რადიო თავისუფლების მიმომხილველი იური დრაკოხრუსტი

მინსკის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა სასჯელი 20 ანალიტიკოსსა და ექსპერტს, შეთქმულებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და “ექსტრემისტულ ფორმირებაში” მონაწილეობის საქმეზე. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ბელარუსის ხელისუფლება მათ უწოდებს ბელარუსის დემოკრატიული ძალების ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას “ანალიტიკოსებს”. სხვა ცნობილ ბელარუს ანალიტიკოსთა შორის, ფიგურირებს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველი იური დრაკოხრუსტი, რომელსაც სასამართლომ 10 წლით […]
,, ნამდვილად არ მგონია, რომ სპეციალურად დაუმალეს ხალხს ნაკრების ბიჭები. ფედერაციის უთავბოლობა უფროა, ალბათ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ,,გასაგებია, რომ 1981 წელი აღარაა და აეროპორტის ტერიოტრიაზე ხალხს არავინ შეუშვებდა, რომ თვითმფრინავის ტრაპიდან ხელში ატაცებული ჩამოეყვანათ ფეხბურთელები… ისიც მესმის, რომ მთელი აქცენტი საღამაოს ღოინისძიებაზეა და იქ ექნბა გულშემატკივარს ნაკრების ბიჭებთან მისალმების საშულება. მაგრამ რადგან ამდენი ხალხი მოვიდა დილადრიან აეროპორტში, შეიძლებოდა ალბათ, მათი დააფსება, ცოტა ხნით შეჩერება და მისალმება. ახლა ნამდვილად არ […]
,,ქოცებმა გულშემატკივარს ნაკრები დაუმალეს“ – დავით ქაცარავა

სამოქალაქო აქტივისტი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს: ,,ქოცებმა გულშემატკივარს ნაკრები დაუმალეს. ბავშვებიც კი არ მიაკარეს სიახლოვეს. ამაშიც მაგარი მდაბიოები ყოფილხართ. ვერ მოგვპარავთ ნაკრებს, ვერ მიისაკუთრებთ მას და ჩვენი ბიჭების წარმატებას. ის თქვენი საკუთრება არ არის. დრონი მეფობენ და არა ქოცები.”
ჰაერში საშიში ნივთიერებების კონცენტრაციის შესახებ კიევში ხელისუფლება მეორე დღეა აფრთხილებს მოსახლეობას

მაღალი ტემპერატურის გამო, კიევში საშიში ნივთიერებების კონცენტრაცია სამშაბათს მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს მიაღწევს. „2 ივლისს, დღის განმავლობაში, დედაქალაქში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია მიაღწევს მაქსიმალურ დასაშვებ დონეს, რაც უარყოფითად იმოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე“, – ნათქვამია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს კიევში ტემპერატურა +32°-ს მიაღწევს. როგორც გამოცემა “უკრაინსკა პრავდა” წერს, ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, არ გაატარონ ბევრი დრო მზეზე, […]
მიგრაციის სამსახურმა საქართველოდან 26 უცხოელი გააძევა

მიმდინარე წლის ივნისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე 26 ადამიანი გააძევა. მათმა ნაწილმა ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი იძულებით გააძევეს. გაძევებულებს შორის იყვნენ ირანის, პაკისტანის, იორდანიის, ერაყის, რუსეთის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ნიგერიის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.