,, რეალობა ისაა რომ ნაციონალურ მოძრაობას ხალხი აღარ ყავს ვისაც სიაში ჩაწერს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ერთიან სიაზე ნაცების და ენჯიოების ნაწილის ისტერიკის მიზეზი იცით რა არის? რეალობა. რეალობა ისაა რომ ნაციონალურ მოძრაობას ხალხი აღარ ყავს ვისაც სიაში ჩაწერს. რეალობა ისაა, რომ ნაცმოძრაობა არასოდეს ყოფილა ასე ახლოს მთავარი ოპო ძალის სტატუსის დაკარგვასთან (ეს სხვა პარტიების გონიერებაზეცაა დამოკიდებული), რაც ბიძინაზე გამარჯვების შანსებს განუხრელად ზრდის. რეალურად, მიშა არასდროს […]

გარდაიცვალა ყაზახი ჟურნალისტი, რომელსაც 18 ივნისს კიევში ესროლეს

გარდაიცვალა ყაზახი ჟურნალისტი აიდოს სადიკოვი, რომელსაც 18 ივნისს კიევში თავს დაესხნენ. „მისი სიკვდილი ტოკაევის [ყაზახეთის პრეზიდენტი] სინდისზეა“, — დაწერა გარდაცვლილის მეუღლემ ნატალია სადიკოვამ Facebook-ზე. ყაზახეთის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს კიევში, 18 ივნისს ესროლეს. კიევის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმაში ყაზახეთის ორი მოქალაქე მონაწილეობდა. აიდოს სადიკოვი და მისი ჟურნალისტი მეუღლე, ნატალია სადიკოვი 2014 წლიდან უკრაინაში ცხოვრობენ და […]

ემანუელის დაბრუნება 50 წლის შემდეგ – ცნობილი ეროტიკული ფილმის რიმეიქის ტრეილერი გამოვიდა

ცნობილი ფრანგული ეროტიკული ფილმის, ემანუელის რიმეიქის ტრეილერი გამოვიდა. ფილმში მთავარ როლს ფრანგი მსახიობი ნოემი მერლანი ასრულებს. სურათში ასევე თამაშობს ბრიტანელი ვარსკვლავი ნაომი უოტსი. მომავალი ფილმის რეჟისორი ოდრი დივანია, რომელმაც 2021 წელს, ფილმისთვის Happening ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღო. 1974 წელს გამოსული ემანუელი 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეროტიკული ფილმია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა 80-90-იან წლების […]

Air Europa-ს რეისზე ძლიერი ტურბულენტობის გამო 30 ადამიანი დაშავდა

Air Europa-ს ბოინგ 787-9, რომელიც მადრიდიდან ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოსკენ მიფრინავდა, “ძლიერი ტურბულენტობის” გამო ბრაზილიაში ავარიულად დაეშვა. ამასთანავე, შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 30 ადამიანი დაშავდა. ავიახაზების მიერ X-ზე გავრცელებული განცხადებით, მათ ინციდენტის გამო რეისის შეცვლა მოუწიათ. კომპანიამ ასევე დაამატა, რომ დაშავებულ მგზავრებს სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს, ხოლო 10 მათგანი საავადმყოფოში. შემთხვევის დროს თვითმფრინავში 325 მგზავრი იმყოფებოდა. […]

ლევან ჟორჟოლიანი – 22:00 საათზე დაიწყება ღონისძიება, ყველა ფეხბურთელს ექნება საშუალება, მიმართოს გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით

მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართება ღონისძიება, სადაც გულშემატკივარს ექნება საშუალება, მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 22:00 საათზე დაიწყება ღონისძიება, ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით. „მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ამ უდიდესი დადებითი ემოციებისთვის და შესანიშნავი თამაშისთვის, […]

პაატა მანჯგალაძე – კარგია ყველა პროდასავლური პარტიის გაჩენა, არსებობა, მაგრამ მთავარია ისე არ დაქუცმაცდეს ოპოზიციური სპექტრი, რომ ბევრმა პარტიამ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლოს

კარგია ყველა პროდასავლური პარტიის გაჩენა, არსებობა, მაგრამ მთავარია ისე არ დაქუცმაცდეს ოპოზიციური სპექტრი, რომ ბევრმა პარტიამ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მანჯგალაძემ ოპოზიციას გამსხვილებისკენ მოუწოდა. „ყველას მოვუწოდებთ გამსხვილებისკენ, ახლებსაც და ძველებსაც,“ – აღნიშნა მან. გარდა ამისა, ოპოზიციონერმა […]

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდო რჩევებს ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდო რჩევებს ავრცელებს. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. „საგამოცდო ცენტრში შესვლისთანავე ჩააბარეთ ტელეფონი და ყველა ზედმეტი ნივთი; ტესტზე მუშაობის დაწყება შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა; არ დააწყოთ სამუშაო მაგიდაზე ზედმეტი […]

პეტრე ცისკარიშვილი – სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი – სავიზო შეზღუდვები დაედოთ მათ, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე, კიდევ უფრო მწვავე – ეს არის ფინანსური

სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი – სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე, კიდევ უფრო მწვავე – ეს არის ფინანსური. ჩვენი გასაკეთებელი იქნება 26 ოქტომბერს დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება, იმისათვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ რუსული მარწუხებისგან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანთან უკრაინისა და ალიანსის თანამშრომლობის საკითხი განვიხილე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა, – ამის შესახებ ზელენსკი ქსელ X-ში წერს. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, მადლობა გადაუხადა მარკ რუტეს იმისთვის, რაც პირადად მან, მისმა მთავრობამ და ნიდერლანდელმა ხალხმა უკრაინისთვის გააკეთეს, კერძოდ კი – „ყველა დროული და ფართომასშტაბიანი თავდაცვის, ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის“. „გავაგრძელებთ კონტაქტს, როდესაც ის […]

ინოვაციური სერვისები უძრავი ქონების გამარტივებული ძებნისთვის – SS.GE-ს Premium სერვისი დაემატა

SS.GE, რომელიც უძრავი ქონების მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე პლატფორმაა, რომელიც გასულ წელს ფაქტობრივად, სრულად განახლდა და მომხმარებელთა საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებული გახადა. SS.ge-ზე უძრავი ქონების განმთავსებლებისთვის ბევრი საჭირო და საინტერესო ფუნქციონალია ხელმისაწვდომი, ახლახან კი ვებგვერდმა Premium სერვისი შექმნა რომლის მიზანია, მომხმარებლებს უძრავის ქონების მოძიებისა და ყიდვის პროცესიც გაუმარტივოს. SS.ge-ის Premium სერვისი შემდეგ 7 ფუნქციონალს მოიცავს, […]