თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25-მა კატასტროფა განიცადა – დაღუპულია პილოტი

თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია პილოტი, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. აღნიშნული შემთხვევის […]
ლევან ბეჟაშვილი – „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მათთვის სასურველი კანდიდატი დანიშნოს – არცერთმა კანდიდატმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის განაცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ მათთვის სასურველი კანდიდატი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გაიყვანონ. ბეჟაშვილი გენერალური პროკურორის კანდიდატებს მოუწოდებს, რომ „პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობა არ მიიღონ“. „საზოგადოება ხედავს, თუ როგორ გამალებით ცდილობს „ქართული ოცნება“ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მათთვის სასურველი კანდიდატი დანიშნოს მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე, სადაც ხელისუფლების ახალი ლეგიტიმაციის ჩამოყალიბება […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზის სექტორის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისრაელის მიერ განსაზღვრულ ჰუმანიტარულ ზონაში იმყოფება

ღაზის სექტორის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ისრაელის მიერ განსაზღვრულ ჰუმანიტარულ ზონაში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ღაზის მოსახლეობის 2,3 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 1,9 მილიონი პალესტინელი ამჟამად ჰუმანიტარულ ზონაში იმყოფება, რომელიც ალ-მავასის რაიონში მდებარეობს. ასევე, რამდენიმე ასეული ათასი პალესტინელი ჩრდილოეთ ღაზაში, ხოლო დაახლოებით 20,000 რაფაჰში რჩება.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტი „აფხაზეთისთვის“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტი „აფხაზეთისთვის“ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა ქვიშის ფეხბურთში ზაფხულის უნივერსიადის ოქროს თასი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა, სტუდენტების – ნიკა ხარჩილავას, ბექა ხაბულიანის, ზუკა ქარიაულის, გიგა უშვერიძის, გიორგი ლიპარტელიანის, დავით ყიფიანის, ლაშა კაკაჩიას და რატი კელაპტრიშვილის შემადგენლობით, ქვიშის ფეხბურთში „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის ოქროს თასი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის ფარგლებში, ქვიშის ფეხბურთის ტურნირში, რომელიც ქობულეთში მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა […]
„საქართველოს ბანკი“ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის Ads მენეჯერზე შეხვედრას გამართავს

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 4 ივლისს, 19:30 საათზე ჭავჭავაძის SOLO „ლაუნჯში“ ბანკის ორგანიზებით სასტუმრო სექტორისა და დასვენების სფეროს წარმომადგენლებისთვის „ვორკშოპი“ გაიმართება. მათივე ცნობით, ღონისძიება 2 ნაწილად დაიყოფა. პირველ ნაწილში საინვესტიციო ბანკის – „გალტ & თაგარტის“ სექტორული კვლევების სამსახურის უფროსი, კახა სამყურაშვილი დასვენების სფეროში მიმდინარე ტრენდებს, სიახლეებსა და კვლევის მიგნებებს მიმოიხილავს. მეორე ნაწილში კი „საქართველოს ბანკის“ ციფრული […]
პრეზიდენტი დღეს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის – 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი […]
ბოლნისში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული

თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სუ-25 სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული. კატასტროფის დროს დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი. „აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას“, – წერია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 13:00 საათზე ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი სუ-25. „გარდაიცვალა ვინც მართავდა. […]
მსხვერპლი მოჰყვა ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა მერის წარმომადგენელმა ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, დიმიტრი მოდებაძემ. „ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზეა ჩამოვარდნილი, სამხედრო ბაზის მიმდებარედ… აღნიშნულ ტერიტორიაზე საპარაშუტო სწავლებაა, მაგრამ ეს კონკრეტული სუ არ ემსახურებოდა ამ საქმეს. არ ვიცი რა სწავლება იყო. გარდაიცვალა ვინც მართავდა. სუ-ს მართავდა და, დიდი ალბათობით, სამხედრო იქნებოდა. […]
რეჟისორი, მსახიობ-მეთოჯინე ბახვა წერედიანი გარდაიცვალა

რეჟისორი, მსახიობ-მეთოჯინე ბახვა წერედიანი გარდაიცვალა რეჟისორი, მსახიობ-მეთოჯინე ბახვა წერედიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „მეთოჯინე რეზო გაბრიაძის თეატრიდან ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე გავიდა. ყოველ საღამოს მართავდა წარმოდგენებს თავისი შექმნილი პერსონაჟებით. „შევქმენი პირველი თოჯინა – მევიოლინე ნიკოლო, რომელიც პაგანინის პროტოტიპია და გავედი ქუჩაში“. ბახვა წერედიანის მარიონეტების თეატრს სწორედ […]