„ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ დირექტორი -2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება – ტექინსპექტირების საფასური თუ არ გადაიხედება, საუბარია 30 ლარით გაძვირებაზე, ცენტრებს ძალიან გაუჭირდებათ ფუნქციონირება

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს, – ამის შესახებ „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტექინსპექტირების საფასური თუ არ გადაიხედება, საუბარია 30 ლარით გაძვირებაზე, ცენტრებს ძალიან გაუჭირდებათ ფუნქციონირება. ასევე, „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ დირექტორი აცხადებს, რომ ცენტრებს მაღალი კომპეტენციის პერსონალის შენარჩუნება უჭირთ და სამსახურიდან თანამშრომლების გადინების მაღალი პროცენტულობა […]

არსებული ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

არსებული ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში თავდაცვის ძალების სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ დისველთან მოხდა. როგორც „ინფო რუსთავს” სოფელში მერის წარმომადგენელმა ზურაბ შაინიძემ განუცხადა, დაღუპულია ერთი მფრინავი. „ინტერპრესნიუსი“ შსს-ში დეტალებს არკვევს.

პრეზიდენტი დღეს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის – 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი […]

გია ვოლსკი – თქვენ მიგაჩნიათ, რომ მე ცალ ფეხზე უნდა ვიხტუნაო და როცა უცხოელი თანამდებობის პირი რამეს იტყვის, თავდახრილმა, ქედმოხრილმა ვილაპარაკო – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში“ პრორუსული არაფერია

თქვენ მიგაჩნიათ, რომ მე ცალ ფეხზე უნდა ვიხტუნაო და როდესაც უცხოელი მაღალი რანგის თანამდებობის პირი რაიმეს იტყვის, თავდახრილმა, ქედმოხრილმა ვილაპარაკო – ჩემი და სახელმწიფოს პოზიციაა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში“ პრორუსული არაფერია და აღნიშნული კანონის მიღებით ქვეყანა საკუთარ ინტერესებს იცავს, – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში […]

ოცნების მიზანი იყო, საქართველო დასავლეთის ქვეყნების რადარიდან გამქრალიყო – ჰამილტონი

საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და თადარიგის პოლკოვნიკმა რობერტ ჰამილტონმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოსა და აშშ-ს სამხედრო პარტნიორობის საკითხისა და მმართველი პარტიის მიერ პროდასავლური კურსის ცვლილების შესახებ ისაუბრა. ჰამილტონის თქმით, აშშ-ს მცდელობა, გაეძლიერებინა სამხედრო პარტნიორობა საქართველოსთან, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან “საქართველომ უბრალოდ არ გააკეთა ბევრი რამ, რა პირობითაც ამერიკის დახმარების მიღებას დათანხმდა”. […]

2 ივლისს, 22 საათზე ერთად დავხვდეთ ეროვნულ ნაკრებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდა. 2 ივლისს, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. […]

გიორგი მიქუტაძემ შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში განაგრძოს

hammers news-ისა და West Ham Central-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ “ვესტ ჰემში” განაგრძოს. “ჩაქუჩების” დირექტორმა ტიმ შტეიდტენმა დაადასტურსა ინფორმაცია, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ფორვარდს შეიძენს, რადგან ამას საჭიროებს. ლონდონელთა ახალი დამრიგებლის ხულენ ლოპეტეგის მთავარი სამიზნე “სევილიას” ფორვარდი იუსუფ ენ-ნესირი ყოფილა, მაგრამ London Stadium-ის ბინადარნი ქართველის […]

რა ეტაპზეა თბილისის მახლობლად 16 მლრდ მ³ მოცულობის გაზის საბადოს ათვისება?

თბილისის მახლობლად, Block Energy-ის სალიცენზიო არეალში 2022 წელს 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. ამის შესახებ პირველად საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საბადოს მოცულობა საქართველოს თითქმის 8 წლის მოხმარების ტოლია. BMG-ისთან ინტერვიუში Block Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ ჰეივუდმა გაზის […]

„დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ“ – ვიქტორ ორბანი ვოლიდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში გამართულ შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ დოკუმენტზე, რომელიც ორმხრივ პრობლემებს გადაჭრის, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. „ჩვენი დიალოგის შინაარსი ყველა დღევანდელ საკითხზე შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენს სახელმწიფოებს […]

საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის Ads მენეჯერზე შეხვედრას გამართავს

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი მათთვის საუკეთესო პრაქტიკებისა და შესაძლებლობების გაზიარებას განაგრძობს. ამ მიზნით, 4 ივლისს, 19:30 საათზე ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში ბანკის ორგანიზებით სასტუმრო სექტორისა და დასვენების სფეროს წარმომადგენლებისთვის ვორკშოპი გაიმართება. ღონისძიება 2 ნაწილად დაიყოფა. პირველ ნაწილში საინვესტიციო ბანკის- გალტ & თაგარტის სექტორული კვლევების სამსახურის უფროსი, კახა სამყურაშვილი დასვენების სფეროში მიმდინარე ტრენდებს, სიახლეებსა და […]