მალე, ბაზარზე მეორადი ბილეთების პლატფორმა TicTic გამოჩნდება

მეორადი ბილეთების ვებპლატფორმა TicTic დაახლოებით ორ-სამ კვირაში ბაზარზე გამოჩნდება. ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა, დავით შონიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ TicTic-მა სულ ცოტა ხნის წინ GITA-ს საგრანტო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 25000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა. შონიას ინფორმაციით, პროექტის მიზანი ღონისძიებების მეორადი ბილეთებით ვაჭრობისთვის ორგანიზებული, მარტივად გამოყენებადი და სანდო პლატფორმის შექმნა იყო, რომელიც არაკეთილსინდისიერი ტრანზაქციების […]

ვიქტორ ორბანი – ვთხოვე ბატონ ზელენსკის, ეფიქრა, შეიძლება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ამ მოლაპარაკებების ტემპს დააჩქარებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ ორბანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ომის დასრულებასთან დაკავშირებით უკრაინული გეგმების წინაამდეგი არ არის, თუმცა მათ განსახორციელებლად ხანგრძლივი დროა საჭირო. „ბატონ პრეზიდენტს განვუცხადე, რომ მისი ინიციატივები დიდ დროს მოითხოვს საერთაშორისო […]

რუსული კანონის აქციებზე დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვეს

სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა. დღეს, 2 ივლისს გაიმართა 19 და 23 წლის ახალგაზრდების პროცესი, რომლებსაც ბრალდება პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული დროებითი რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება — ბრალის დადგენილების მიხედვით, ზიანი, რომელიც სახელმწიფოს მიადგა 400 ლარია: „პროკურორის შუამდგომლობა იყო მათი პატიმრობაში დატოვება, ჩვენ გირაო მოვითხოვეთ, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა. […]

პარლამენტის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის რკინის ჯებირის დაზიანების გამო დაკავებული ორ პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქართველოს პროკურატურა ორ ბრალდებულ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაში ედავება, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი […]

დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ – ორბანი ზელენსკის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი შეთანხმებაზე იმუშავებენ, რომელიც ორივე მხარის პრობლემებს გაითვალისწინებს. ამაზე ზელენსკიმ და ორბანმა კიევში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრეს, რის შესახებაც უკრაინული მედია წერს. “გვსურს, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დავალაგოთ, გვინდა, უკრაინასთან თანამშრომლობის შესახებ გლობალურ შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, ისეთივეს, როგორებიც უნგრეთის სხვა მეზობლებთან გვაქვს”. – თქვა ორბანმა. ორბანმა ასევე […]

NAEC-ის წინასაგამოცდო რჩევები აბიტურიენტებისთვის

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდო რჩევებს აქვეყნებს. · გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; · თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; · საგამოცდო ცენტრში შესვლისთანავე ჩააბარეთ ტელეფონი და ყველა ზედმეტი ნივთი; · ტესტზე მუშაობის დაწყება შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა; · არ დააწყოთ სამუშაო მაგიდაზე ზედმეტი ნივთები. წყალი […]

“თავი ასწიე, ჩემო მეფეო!” – რონალდო დამ გაამხნევა, დედამ მოედანზე იტირა, თავად კრიშტიანომ კი ანტი-რეკორდი დაამყარა

ლეგენდარული პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო სოციალური ქსელის მეშვეობით თავისმა დამ კატია ავეირომ გაამხნევა. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში დამატებითი დროის 105-ე წუთზე “ალ ნასრის” ვარსკვლავმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მისმა გუნდმა მეტოქეს თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება. ავეირომ კრიშტიანოსა და რობერტო მარტინესის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: “თავი ასწიე, ჩემო მეფეო”. ინფორმაციისთვის, […]

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელთა 80% საქმიანობას ბიზნეს მობილბანკით მართავს

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესების მხარდაჭერას და უკვე 4 წელია, მათთვის ყოვლისმომცველ ფინანსურ აპლიკაციას, ბიზნეს მობილბანკს უწყვეტ რეჟიმში ავითარებს. 93%-იანი კმაყოფილების მაჩვენებლით, აპლიკაცია მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესებისთვის დროისა და რესურსების დაზოგვის ეფექტიან საშუალებად იქცა. „მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ აპლიკაციის ახალი გზავნილია, რადგან დროთა განმავლობაში ბიზნეს მობილბანკი არა მხოლოდ საბანკო მომსახურების მიღების საშუალებად, არამედ ბიზნეს პროცესების […]

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიდან უკვე 190-მა მოხსნა კანდიდატურა

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიდან, რომელიც კვირას, 7 ივლისს გაიმართება, უკვე 190-მა პოლიტიკოსმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. მათ ეს გააკეთეს უფრო ძლიერი ოპონენტის გამარჯვებისთვის, რომელიც დაუპირისპირდება ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატს. პირველ ტურში ულტრამემარჯვენეებს სარეკორდოდ მაღალი შედეგები ჰქონდათ. მათ პირველი ადგილები მოიპოვეს 577 ოლქიდან 297-ში. ზოგიერთი, მათ შორის პარტიის სახე და ყოფილი ხელმძღვანელი მარინ ლე პენი, პარლამენტში […]

უბრალოდ, სია ჩაიკითხეთ თავიდან ბოლომდე და წარმოიდგინეთ რამდენ სპორტულ ფედერაციას ინახავდა ფონდი “ქართუ” მრავალი წლის განმავლობაში

უბრალოდ, სია ჩაიკითხეთ თავიდან ბოლომდე და წარმოიდგინეთ რამდენ სპორტულ ფედერაციას ინახავდა ფონდი “ქართუ” მრავალი წლის განმავლობაში ამირან სალუქვაძის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ, სპორტის განვითარებაში ჩადებულ ფინანსებს: “უბრალოდ, სია ჩაიკითხეთ თავიდან ბოლომდე და წარმოიდგინეთ რამდენ სპორტულ ფედერაციას ინახავდა ფონდი “ქართუ” მრავალი წლის განმავლობაში. ბევრისთვის სიის წაკითხვა იქნება სირთულე, დროის დაკარგვა. ამ სიის […]