მიკროფონი იყო თავისუფალი, შეზღუდული არავინ ყოფილა – მთავრობის ადმინისტრაცია ზივზივაძეზე

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, საფეხბურთო ნაკრების დახვედრის საზეიმო ცერემონიალზე მიკროფონი იყო თავისუფალი და შეზღუდული არავინ ყოფილა. ამის შესახებ ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში მას შემდეგ განუცხადეს, რაც დავინტერესდით შეეზღუდა თუ არა სიტყვით გამოსვლა ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეს. კერძოდ, საზოგადოების ნაწილში დახვედრის საზეიმო ცერემონიალის ლაივსტრიმიდან ერთ-ერთმა მონაკვეთმა გააჩინა აღქმა, რომ ღონისძიების წამყვანმა დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ […]
თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თურქეთმა, რომელსაც გუნდის ლიდერი ჩალჰანოღლუ ვერ დაეხმარა, ავსტრია 2:1 დაამარცხა. თურქები პირველივე წუთზე ცენტრალურმა მცველმა დემირალმა დააწინაურა. ამას ავსტრიელთა უშედეგო შტურმი მოჰყვა, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა და დაძაბული პირველი ტაიმი მონტელას გუნდმა 1:0 მოიგო. 56-ე წუთზე დემირალმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით პენტცის კარში მიუჩინა ადგილი და დუბლი შეასრულა. თუმცა, შეცვლაზე შესულმა გრეგორიჩმა […]
სანიოლი: ვიმედოვნებ, შემდეგი წლები ასეთივე წარმატებით დასრულდება

გამარჯობა, საქართველო! რთულია ლაპარაკი პრემიერმინისტრის, პრეზიდენტისა და ნიკა კვეკვესკირის შემდეგ. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ველოდით ამ დღეს, სამ-ნახევარი წელიწადი. ბევრი ოფლი დაიღვარა, არა ჩემი, არამედ მოთამაშეების. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი სამ-ნახევარი წელიწადი იმავენაირად ჩაივლის და ასეთივე წარმატებით დასრულდება. მადლობა!
ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის – დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ დოკუმენტზე, რომელიც ორმხრივ პრობლემებს გადაჭრის, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. „ჩვენი დიალოგის შინაარსი ყველა დღევანდელ საკითხზე შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენს […]
,,ფეხბურთი არ ათამაშეს, არც სიტყვა ათქმევინეს“ – რას წერენ ბუდუ ზივზივაძის მხარდასაჭერად

იმ ფაქტს, რომ ბუდუ ზივზივაძეს ღონისძიებაზე სცენიდან მისალმების საშუალება არ მიეცა, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურებიან: ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი: ,,ფეხბურთი არ ათამაშეს, არც სიტყვა ათქმევინეს. ჩვენი სიყვარული და თანადგომა ბუდუს!” ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი: ,,ვინც ბუდუს სიტყვა არ მისცა, იმის დედას შევ… აი, კიდე ვისაც გჯეროდათ რომ ჩემპიონატზე ბუდუ ქოცებს არ დაუბლოკიათ… რავი, აი რა […]
ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული – პრემიერი ფეხბურთელებზე

“ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, საოცარი მატჩები, სავსე ტრიბუნებით”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საზეიმო დახვედრა გაიმართა. „ღირსეულ ბიჭებს ღირსების ორდენები, ვულოცავ თითოეულ მათგანს. მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, […]
ევროპა რუსულ გათხევადებულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული და მის ტრანსპორტირებას ბრიტანული კომპანიები უწყობენ ხელს „სქაი ნიუსი“

ევროპა რუსულ გათხევადებულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული და მის ტრანსპორტირებას ბრიტანული კომპანიები უწყობენ ხელს, – ამის შესახებ „სქაი ნიუსის“ სტატიაშია ნათქვამი. სტატიის თანახმად, ევროპაში რუსული გაზის ტრანსპორტირება, მისი დამოკიდებულება ბრიტანულ კომპანიებსა და მზღვეველებზე, დიდი ბრიტანეთის სანქციების რეჟიმში არსებული ხარვეზების მხოლოდ ერთი მცირე მაგალითია. „სქაი ნიუსის“ მასალაში აღნიშნულია, რომ ტანკერი, „იაკოვ გაკელი“ და მსგავსი გემები ციმბირის იამალის […]
Binance, Coinbase, OKX – მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების რეიტინგი

გლობალური კრიპტობირჟების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. მსოფლიოს წამყვანი კრიპტობირჟები იმდენად ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები არიან, რომ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის უდიდესი ნაწილი, სწორედ მათზე მოდის. ამ დროისთვის, გლობალური კრიპტობირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.26 ტრილიონს აღემატება. მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების რეიტინგი ასეთია: Binance (CoinMarketCap: 9.9 ქულა) მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების რეიტინგის სათავეში პირველ ადგილს ჩანგპენგ ჟაოს მიერ 2017 წელს დაფუძნებული Binance-ი იკავებს. […]
თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ დასრულდა

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ დასრულდა. თავისუფლების მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებისთვის ერთად ეთქვათ მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია. სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული იყო სცენა, საიდანაც ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. მანამდე, საფეხბურთო ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა თითოეული ფეხბურთელი წარადგინა და […]
სალომე ზურაბიშვილი – სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით – ეს მხოლოდ დასაწყისია

სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, – ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე წარმოთქვა. პრეზიდენტმა ნაკრების წევრები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ბიჭებმა მიაღწიეს მიუღწეველს და ეს მხოლოდ დასაწყისია. „სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა […]