დათა ქაჯაია – პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან

ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა. 700-ცხენისძალიანი The 488 CHALLENGE EVO პირველი ფერარია, რომლითაც დათა GT მიმართულებით უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე ოფიციალურად წარდგა და რომლითაც კარიერის ახალ ეტაპზე ახალი წარმატებების გზას დაადგა. რბოლა გერმანიაში, ქალაქ ჰოკენჰაიმში გაიმართა. ქართველი მრბოლელი […]

ბაზისბანკი ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ფინანსური პარტნიორია

ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრს წარმატებული საქმიანობის 70-წლიანი ისტორია აქვს. 2016 წლიდან, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანების შემდეგ კი სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება. ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილეს მხარდამჭერთან, ბაზისბანკთან პარტნიორობით, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრმა, საბურთალოს ტერიტორიაზე, გაფართოებული სერვისებით, მრავალფუნქციური კლინიკის ფორმატით დაიწყო ფუნქციონირება. აღსანიშნავია, რომ საბურთალოზე, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და […]

აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკამ ჰონგ-კონგში გამართულ გამოფენაზე ბანკნოტები წარადგინა

რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიის Sputnik Abkhazia-ს ცნობით, 30 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკამ ჰონგ-კონგში გამართულ ნუმიზმატიკურ გამოფენაზე აფხაზური ბანკნოტები მესამედ წარადგინა. ამის შესახებ Sputnik-ს აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის საგარეო ურთიერთობების სერვისის ხელმძღვანელმა, ლიანა აგრბამ უთხრა. აგრბას ცნობით, გამოფენაზე ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციამ ყველა არსებული, მათ შორის, 3 ახალი ტიპის ბანკნოტი წარადგინა. მისივე თქმით, ბანკნოტების რამდენიმე ათასეული […]

POG: ავსტრალიის მოქალაქის 340 000 ლარზე მეტს დაეუფლნენ – ორ პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირს ბრალდება წარედგინა. უწყების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ავსტრალიის მოქალაქის კუთვნილ 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. “ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლ-ცენტრი ჩამოაყალიბეს, რომლის ფუნქციონირებისთვის […]

“ეს არის მავნებლობა” – მდინარაძე კობახიძისთვის სტვენას დადგმულს უწოდებს

2 ივლისს საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრა გაიმართა. თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან უარყოფითი რეაქცია და სკანდირება მოჰყვა. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრემიერის გამოსვლისას მოქალაქეების სტვენასა და შეძახილებს დაორგანიზებული და დადგმული მავნებლობა უწოდა. “პატარ-პატარა ნეგატიური ამბები, როცა ძალიან ხშირად უპოზიტიურეს ამბებში ესე ჩაეტენება ხოლმე, ცუდის […]

დე ლაურენტისმა ფასი შეამცირა – “ნაპოლი” ოსიმენის გაყიდვას ცდილობს

“ნაპოლის” ამ ზაფხულს ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. წამყვანი ბრიტანული გამოცემის ცნობით, “ნაპოლი” ნიგერიელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს, აქამდე კი ოსიმენის მსურველ კლუბებს მისი გამოსასყიდი თანხა, 130 მილიონი ევრო უნდა გადაეხადათ. გამოცემის ინფორმაციით, ოსიმენის დამატებით ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ლონდონის “ჩელსი” ინტერესდება, რადგან “არისტოკრატები” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფორვარდის ყიდვას […]

რომან გოცირიძე – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მოიცავს უმძიმეს ნაწილს, რომელიც „ქართული ოცნების“ პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ეხება

„ქართული ოცნება“ თავის ტრადიციას არ ღალატობს – ამ პარტიისთვის დამახასიათებელია სიცრუე, ტყუილები და არასწორი ინტერპრეტაცია – არც ერთი მსგავსი შინაარსის სიტყვები არ წერია ამ რეზოლუციაში, რასაც ვითომ „ქართული ოცნება“ აპროტესტებს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რეზოლუცია მოიცავს “უმძიმესი ნაწილს, რომელიც “ქართული ოცნების” პრორუსულ და […]

ირაკლი კობახიძე – ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელიც განაპირობებს თქვენს მომავალს – წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ამ ახალ გზაზე

ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეტაპი, რომელიც განაპირობებს თქვენს მომავალს. წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ამ ახალ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ახალი თაობა მეტ ენერგიასა და შესაძლებლობებს გულისხმობს თანამედროვე საქართველოსთვის. „ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეტაპი, რომელიც განაპირობებს თქვენს მომავალს. წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს […]

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებმაც პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბეს, ახალი პოლიტიკური ფრონტის გაჩენის ილუზიის შექმნას ცდილობენ, სინამდვილეში, რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებაში გაერთიანდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბეს, ახალი პოლიტიკური ფრონტის გაჩენის ილუზიის შექმნას ცდილობენ, სინამდვილეში კი, რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებაში გაერთიანდებიან. ქადაგიშვილი ამბობს იმასაც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველთვის პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოლიტიკასთან დაახლოებული ადამიანები იყვნენ, დღეს კი მათთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა. „ამიტომ პირდაპირ შემოდიან პოლიტიკაში. გადაკეთდებიან პოლიტიკურ პარტიებად. არასამთავრობო […]

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები, ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირისკენ წინსვლას

საქართველოსთვის დიდი ხნის არჩევანი არის ევროკავშირის წევრობა. კარგად ვაცნობიერებთ, რამდენი ძალისხმევაა საჭირო, რომ ამ მიზანს საბოლოოდ მივაღწიოთ. ამისთვის გვჭირდება დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ინტეგრაციის პროცესს ორმხრივად სასარგებლოს გახდის, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი […]