თავდაცვა: სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლნისში თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა, ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა. სამინისტროს თანახმად, შესაბამისი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობი მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება და შედეგად, ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. “იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი […]

დაგლას ჯონსი – უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტულ გზებს შესთავაზებენ

ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის დროს უკრაინას შესთავაზებენ კონკრეტულ გზებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მომავალი გაწევრიანების დასაჩქარებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. გორდონ დაგლას ჯონსმა, „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურს განუცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ შემაჯამებელ დეკლარაციაში დადასტურებული იქნება ის, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ კონკრეტული ფორმულირება ჯერ კიდევ თანხმდება. დაგლას ჯონსის […]

4-5 ივლისს Expo Georgia საქართველოს ენერგეტიკის გამოფენას და ფორუმს – GEEF 2024 უმასპინძლებს

4-5 ივლისს, თბილისში, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონი, საქართველოს ენერგეტიკის გამოფენას და ფორუმს (Georgia Energy Exhibition and Forum – GEEF 2024) უმასპინძლებს. ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორი ExpoGeorgia, თანაორგანიზატორები კი Greda-ს და Invest In Network-ი არიან. საგამოფენო ცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენას და ფორუმს ოფიციალურად 10:00 საათზე ექსპო ჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა, ასევე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის […]

თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა. „საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მტკიცებულებების შესაგროვებლად შესაბამისი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში რამდენიმე […]

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი იპოვეს

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, 27 წლის ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა.აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი 2019 წელს გახდა. მსოფლიო ჩემპიონის გარდა იყო საქართველოს ჩემპიონი, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი.

გაბრიელ ატალი – შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ულტრამემარჯვენეების მიერ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მცდელობები, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ დაუშვან ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ პარლამენტში სრული უმრავლესობის მოპოვება, შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს. „შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ულტრამემარჯვენეების მიერ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება“, – აღნიშნა გაბრიელ ატალმა. მისი თქმით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ბანაკის კანდიდატების 90%-მა, რომლებიც მესამე ადგილზე იყვნენ და „ეროვნული გაერთიანება“ უსწრებდათ, საკუთარი […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნაოზა, აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზარი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ციხისძირი, თანდილაანთკარი, ჭივილიაანები, ფიტავი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 17:00 საათამდე თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან […]

აშშ უკრაინას იარაღის ახალ პარტიას გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. 3 ივლისს პენტაგონმა გამოაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში შეიძენს 2,2 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტების დამჭერებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის Patriot და NASAMS. გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს კიდევ 150 მილიონი დოლარის იარაღს. მათ შორის რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის HAWK, საბრძოლო მასალებს სარაკეტო სისტემებისთვის HIMARS და სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო […]

რუსები კიევს დრონებით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევის წინააღმდეგ მორიგი საჰაერო თავდასხმა წუხელ მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაუშვეს, კიევს დრონები ტალღებად, სხვადასხვა მიმართულებით მიუახლოვდნენ. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ეფექტური მუშაობის წყალობით, კიევამდე ვერც ერთმა დრონმა ვერ მიაღწია […]

კიევში განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქზე დრონებით შეტევა მოიგერია

დრონებით მორიგი შეტევის გამო უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში დილის ექვს საათამდე გაგრძელდა 4 ივლისს, შუაღამის შემდეგ გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ. კიევის შემოგარენში არაერთი აფეთქება იყო, რაც ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დრონების მოგერიებით იყო გამოწვეული. დილით, კიევის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო […]