სუ-25-ის ჩამოვარდნის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, ნაპოვნია შავი ყუთი – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისში, სუ-25-ის ჩამოვარდნის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ტერიტორია უკვე დატოვეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა. ბოლნისის რაიონში, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა. ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და […]

რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია მან თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ახსნა-განმარტების გარეშე საზღვრიდან გააბრუნეს. “საქართველოში არ შემიშვეს ქვეყანაში ცხოვრების მესამე წელს. თავდაპირველად მესაზღვრეებს თვალები დაუმრგვალდათ ჩემი პასპორტის დანახვისას, შემდეგ ცვლაში უფროსმა დაბღვერით შეხედა მონიტორს და წავიდა რაღაცაზე რაციით გადალაპარაკებისთვის. მთხოვეს დალოდება – 2 საათის განმავლობაში ჩემს გარშემო […]

უკრაინელებმა 6 ოლქში რუსების მიერ გაშვებული 22 დრონიდან 21 ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 22 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 21 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ეკიპაჟებმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას ოლქებში 21 „შაჰედი“ ჩამოაგდეს“, […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 4 ივლისს – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7937 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0124 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9937 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0187 ლარი შეადგინა.

გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს – პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძი თუ რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტთ, იმოქმედეთ სწრაფად და ნუ გაფანტავთ თქვენს ენერგიას წვრილმანებზე. იყავით კონცენტრირებული მნიშვნელოვან საქმეებზე. კურო ყურადღება გამოიჩინეთ ახლობელი ადამიანების მიმართ, მეტად დაინტერესდით მათი პრობლემებით, გამოხატეთ მხარდაჭერა და დაეხმარეთ, თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ტყუპები თითქმის ყველაფერი გაქვთ ბედნიერებისთვის, სულიერი წონასწორობა და სიმშვიდე, საყვარელი ადამიანების თანადგომა. ნუ შექმნით პრობლემას ცარიელ ადგილას. კირჩხიბი არის ალბათობა, დიდი […]

წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი, მაღალი ტემპერატურის ფონზე – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

7 ივლისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 4 ივლისს დასავლეთ, ხოლო 5-6 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს. „თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე […]

„გვაპატიე, თუ რამე შეგვეძლო და ვერ მივხვდით…“ – მსოფლიო ჩემპიონს გლოვობენ

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. სოციალურ ქსელში, მეგობრები სპორტსმენს გამოსამშვიდობებელ პოსტებს უძღვნიან… „გვაპატიე, თუ რამე შეგვეძლო და ვერ მივხვდით…“ „საკუთარ თავს რატომ არ შემოუძახე, ნუგო…“ „ჩვენი გამარჯვების სიმბოლოდ ქცეული ნუგო წავიდა… დიდი სიხარულის მჩუქებელმა, ახლა დიდი ტკივილი დაგვიტოვა…“ „რატომ ნუგო, როგორი ტკივილი მოგვაყენე, ჩემპიონო, ყველას ტკივილი ხარ… გასკდა გული…“ „არადა, ოლიმპიურ მედალს […]

დღეს თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, სულაკაურის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და კვაჭაძის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის […]

ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2024

ტრამპი ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებაზე უარს იტყვის? – „პოლიტიკოს” სენსაციური სტატია და გამოხმაურება თბილისში ტექდათვალიერება ძვირდება და კიდევ უფრო მეტი მძღოლი ეცდება თავი აარიდოს მანქანის შემოწმებას რის რესტავრაციას აპირებს გერმანული კომპანია გელათში და რატომ დაიხურა მონასტერი მლოცველებისთვის * * * ტრამპი ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებაზე უარს იტყვის? – „პოლიტიკოს” სენსაციური სტატია და გამოხმაურება თბილისში “იმ შემთხვევაში თუ […]

რა ღირს საქართველოში იახტის დაქირავება?

“რამზეს იახტსის” დამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის გიორგი ჩიკვაიძის თქმით, საქართველოში მოთხოვნა ძირითადად დაბალი კლასის კატერებზეა, რომელთა ფასი საათში 200 ლარია. რაც შეეხება მაღალი დონის იახტის ქირაობას, დღიური ფასი საშუალოდ 3 500-იდან 4 000 ლარამდეა. „წელს ყიდვაზე მოთხოვნა იმაზე ნაკლებია ვიდრე შარშან იყო, თუმცა ორი ძალიან დიდი პროექტი გვაქვს და აქცენტი გადატანილი გვაქვს ამ ორი მეგა […]