ირაკლი ქადაგიშვილი – ეუთოს რეზოლუცია ნაკლოვანი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისობაში არმყოფი რეზოლუციაა როგორ დეოკუპაციის, ასევე დემოკრატიულობის კუთხით – ასეთი რეზოლუციები საკუთარ მრევლს დაუყარონ!

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ნაკლოვანი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისობაში არმყოფი რეზოლუციაა როგორ დეოკუპაციის, ასევე დემოკრატიულობის კუთხით – ასეთი რეზოლუციები საკუთარ მრევლს დაუყარონ! – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. ქადაგიშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებში მიღებულ დოკუმენტებში სიტყვა „ოკუპაციის“ ჩაწერას ერიდებიან. “სპეკულანტური მანევრით წერენ: – „რუსული ჯარი იქნას გაყვანილი“. რატომ […]

თინა ბოკუჩავა – ირაკლი კობახიძე აღარც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეა სასურველი სტუმარი და სპიკერი და აღარც ფეხბურთის ნაკრების ღონისძიებაზე აღარ შეეგება ხალხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მთავრობა „ღიად ანტიამერიკულ და ანრიდასავლურ პოლიტიკას აწარმოებენ“. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ახალი ხელისუფლების პირობებში, აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად მოხდება, რომელიც არა მხოლოდ ურთიერთობებს აღადგენს, არამედ სხვა ნიშნულზე გადაიყვანს. „საქართველო შეძლებს მიიღოს ისეთი სიკეთეები, როგორიც არის აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა, გაღრმავებული ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები და დამატებითი […]

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი და მიმდებარედ არსებული ფერდობები დაასუფთავეს. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია მონაწილეობდა. „მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ზღვის სანაპირო ზოლს და მიმდებარე ტერიტორიას რეგულარულად ვასუფთავებთ, მაინც დიდი რაოდენობით გვხვდება სხვადასხვა ტიპის ნარჩენი. მოვუწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას […]

ISW: უკრაინა აგვარებს პირადი შემადგენლობის უკმარისობას, მაგრამ არ ჰყოფნის შეიარაღება

ვაშინგტონის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ უკრაინა თანდათანობით წყვეტს პირადი შემადგენლობის უკმარისობის პრობლემას, რომელიც მწვავედ შეინიშნებოდა მიმდინარე წლის დასაწყისში, მაგრამ ქვედანაყოფების ფორმირებისთვის საკმარისი არ არის შეიარაღება, რომელსაც კიევი დასავლეთიდან იღებს. ამერიკელი ანალიტიკოსების დასკვნა, რომ პირადი შემადგენლობის უკმარისობა აღარ არის მწვავე, ეყრდნობა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას სააგენტო Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ასევე ჩასოვ-იარის […]

მოგზაურობა 8%-ით, ავიაბილეთების საფასური კი 32%-ით გაძვირდა

საქართველოდან უცხოეთში ფრენა 32%-ით გაძვირდა, მოგზაურობა კი თითქმის 8%-ით – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. 2024 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ფრენის ღირებულება 32%-ით არის გაზრდილი, ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ კი 8%-ით. ფასების 32%-იანი ზრდით ავიაბილეთები ყველაზე გაძვირებულ მომსახურების ტოპ 10-ში მოხვდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის ივნისში […]

“ჩემი აზრით, ახლა სანიოლის ნაცვლად სხვა მწვრთნელი ამიტომ უნდა მოიყვანონ” – სანდრო ცნობილაძემ საქართველოს ნაკრების დამრიგებელზე ისაუბრა

Youtube-ზე გადაცემა “ამბასადორი სპორტის” სტუმარი სპორტული ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე გახლდათ, რომელმაც ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, “ჯვაროსანთა” მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, ისტორიული შედეგი დააფიქსირა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ნაკრები განვითარების იმ დონეზეა, რომ უფრო მაღალი დონის მწვრთნელი ესაჭიროება. “თანახმა ვარ, რომ სანიოლი შეცვალონ. არი ვარიანტი, რომ დავიცადოთ […]

“ორასი ქოცი არ ერია იქაურობაში? არჩევნებსაც ზუსტად ისე წააგებთ, აზრზე ვერ მოხვალთ” – ზურაბიშვილი

პატ. ხელისუფლების მომხრეებო. ასი ნაცი იყო შეპარული ზეიმზე და ისინი უსტვენდნენ კობახიძესო, რომ იძახით, დავიჯერო ორასი ქოცი არ ერია იქაურობაში ან კობახიძისთვის რომ დაეჭირათ მხარი მქუხარე აპლოდისმენტებით ან სალომეს ტაში მაინც გადაეფარათ სტვენით? რა თქმა უნდა, ორასი ქოციც იყო და ბევრად მეტიც, მაგრამ მათთვის იმდენად დამაბნეველი აღმოჩნდა პრემიერის მიმართ რეაქცია, რომ აზრზე ვერ მოვიდნენ რა […]

ვიდეო – მთაწმინდაზე ხანძარია

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია. ვიდეო კადრების მიხედვით, ცეცხლი ფერდზე ბალახს უკიდია. ვიდეოს გვერდი ჩემი ქალაქი მკლავს ავრცელებს: http://

ლუნინი “რეალიდან” მიდის – კეპას გამოსყიდვა თუ ახალი მეკარის დამატება?

Real Madrid Confidencial-ის ინფორმაციით, ანდრეი ლუნინმა მადრიდის “რეალიდან” აბარგება გადაწყვიტა. უკრაინელ მეკარეს სურს, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. 25 წლის კიპერს “სამეფო გუნდთან” კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, მაშინ “ბლანკოსმა” ტიბო კურტუას სათადარიგო ვარიანტად ან “ჩელსიდან” კეპა არისაბალაგა უნდა გამოისყიდოს, ან ახალი კარის დარაჯი დაიმატოს. გასულ სეზონში ლუნინმა”რეალის” ფორმა ყველა ტურნირზე […]

სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგზე „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მიღებას, რომელიც განკუთვნილია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ქალებისთვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დანიის მთავრობის დაფინანსებით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგზე „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მიღებას, რომელიც განკუთვნილია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ქალებისთვის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული […]